"რეალთან" მატჩზე მოსახვედრად დორტმუნდის ფანებმა იჩხუბეს კიდეც
დორტმუნდის "ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ("რეალთან", 24 აპრილს) ბოლო ბილეთები გაყიდა. აბონემენტების მფლობელებმა კონკრეტულად ამ შეხვედრის ბილეთები ინტერნეტით აიღეს. ძალიან ცოტა თავისუფალი ბილეთი გავიდა გაყიდვაში. "დორტმუნდს" ბილეთების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, ოფისის წინ კი "ბორუსიას" ფანებმა შეკრება ორშაბათს საღამოს (!) დაიწყეს. მათ სალაროებთან მთელი ღამე გაათენეს, რათა ბილეთის ყიდვა მოეხერხებინათ.

ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, საყოველთაო ღამისთევამ ექსცესების გარეშე არ ჩაიარა - გულშემატკივრებმა ერთმანეთში იჩხუბეს და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

"დარჩენილი ბილეთების თავისუფალი გაყიდვით დიდი შეცდომა დავუშვით. მომავალში ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ სხვანაირად მოვიქცევით და ბილეთებს მხოლოდ ინტერნეტით გავყიდით. ასე ბილეთების შავ ბაზარზე გამოჩენასაც ავიცილებთ," - განაცხადა "დორტმუნდის" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ.

როგორც იცით, დორტმუნდის სტადიონი ბუნდესლიგის საშინაო მატჩებზე 80 645 მაყურებელს იტევს, ჩემპიონთა ლიგაში კი - 65 829-ს. ეს იმიტომ, რომ ჩემპიონთა ლიგაში ფეხზე დასადგომი ადგილების გამოყენება აკრძალულია. რაც შეეხება შავ ბაზარს: "დორტმუნდ"-"რეალის" ბილეთები ოფიციალურად უკვე გაყიდულია, ინტერნეტში კი ყველაზე იაფფასიან, 35-ევროიან ბილეთებს გადამყიდველები 300 ევროდ ყიდიან...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

იურგენ კლოპი: მოურინიომ "ფიურტთან" მატჩში ჩვენი სისუსტეები ვერ დაინახა [VIDEO]

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა