მოლდოვაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების თავს გადამხდარი კრიმინალური ისტორია
"ლელოს" პარტნიორმა, პოპულარული პორტალის, "ცისოკერის" რედაქტორმა მირომ გოიხმანმა გუშინ მოლდოვაში მოთამაშე ქართველ ფეხბურთელების თავს გადამხდარი კრიმინალური ისტორია გვიამბო.

"დაახლოებით ერთი კვირის წინ, კიშინიოვის ერთ-ერთ ბარში "დაჩიას" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, სამი მოლდაველი, კალინკოვი, ილესკუ, გორჩაკი და სამიც ქართველი – დავით გამეზარდაშვილი, ლევან კორღალიძე და მამუკა ლომიძე. ინციდენტი მოთამაშეთა ბარიდან გამოსვლის შემდეგ მოხდა - მათ სამი უცნობი დახვდა და ესროლეს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ბარში "დაჩიას" ფეხბურთელების გვერდით, სამი ნასვამი პიროვნება დაჯდა. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ. ბიჭებმა ყურადღება არ მიაქციეს, მაგრამ ნასვამი სამეული არ გაჩერდა და უმიზეზოდ გინება დაიწყეს. შემდეგ ბარიდან გავიდნენ, ფეხბურთელებს ჩაუსაფრდნენ, გარეთ გასულ გამეზარდაშვილს ცეკვა მოთხოვეს და იარაღი უტრიალეს. საბედნიეროდ, ჰაერში ისროლეს და არავინ დაუჭრიათ, მაგრამ თავადაც მიხვდებით, რაოდენ "სასიამოვნოა", მთვრალი ახალგაზრდების გარემოცვაში ყოფნა, რომელბიც იარაღს გიტრიალებენ.

მოლდოველმა ფეხბურთელებმა პოლიციას მიმართეს, ქართველებმა კი თავი შეიკავეს, მაგრამ ამის შემდეგ დათო გამეზარდაშვილმა თქვა, რომ ასეთი საშინელი ისტორიის შემდეგ, მოლდავაში დარჩენა საშიშიაო.

როგორც შევიტყვეთ, ერთი თავდამსხმელი დაკავებულია, დანარჩენ ორს კვლავ ეძებენ. გამოძიებამ გაარკვია, რომ თავდამსხმელები ფეხბურთელებს არ იცნობდნენ, უბრალოდ, ალკოჰოლმოძალებულები უმიზეზოდ აუხირდნენ.

ინცდენტის გაშუქებისას, ერთ-ერთმა მოლდოვურმა ტელეკომპანიამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ფეხბურთელებიც ნასვამები იყვნენ. ტელეკომპანია "პუბლიკას" დენის კალინკოვმა ყველაფერი უამბო და ამ ბრალდებასაც გასცა პასუხი – ბართან სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული, ჩანაწერი ამოიღეთ და ნახეთ, ვიყავითო თუ არა ნასვამებიო".

თავის ინტერნეტ-ბლოგში ჟურნალისტმა სანდუ გრეკუმ 21 ოქტომბერს ინციდენტზე სტატია მიუძღვნა.

შოკი: დაჩიას ფეხბურთელებს იარაღით ემუქრებოდნენ

"ოლიმპიასთან" გამარჯვების შემდეგ, კიშინოვის ცენტრში "დაჩიას" ფეხბურთელებს იარაღის გამოყენებით, თავს დაესხნენ. 3:1 მოგების შემდეგ, მოთამაშეები ბარს მეუღლებთან ერთად ეწვივნენ. ისინი გამარჯვებას მხიარულად აღნიშნავდნენ და მღეროდნენ. როდესაც შენობიდან გამოვიდნენ, წინა მაგიდაზე მსხდომი სამი პიროვნება დახვდათ და იარაღით დაემუქრნენ.

თვითმხილველის თქმით, ორი აგრესორი ძლიერ ნასვამი გახლდათ, იარაღები ამოიღეს და უმისამართოდ სროლა დაიწყეს. ფეხბურთელთა უმრავლესობა ისევ ბარში შევარდა, მაგრამ რამდენიმე ადგილზე დარჩა. ერთერთმა თავდამსხმელმა "ოლიმპიას" კარში ორი ბურთის გამტან გამეზარდაშვილთან მივიდა და ცეკვა მოსთხოვა.

"რამდენიმე ქვეყანაში მითამაშია, მაგრამ ასეთი რამ არსად მინახავს. ამის შემდეგ, მოლდოვაში დარჩენა აღარ მსურს", - ამბობს გამეზარდაშვილი.

როდესაც აგრესორებს ტყვიები გაუთავდათ, "ბმვ"-სა და "ლექსუსის" მარკის მანქანებში ჩასხდნენ და წავიდნენ.

ფეხბურთელთა ნაწილმა პოლიციაში დარეკვა მოინდომა, მაგრამ მათ ურჩიეს, არ ეჩქარათ – უსიამოვნება მშვიდობიანად მოაგვარეთო.

"ამ საქმეში ერთი საინტერესო დეტალია – ფეხბურთელებმა აგრესორთა მანქანების ნომერები დაიმახსოვრეს, მაგრამ კიშინიოვის პოლიცია დღემდე უმოქმედოდაა და ოფიციალური განცხადებასაც არ აკეთებს", - წერს ჟურნალისტი სანდუ გრეკუ.

ამ სტატიიდან ქვეტექსტი იკითხება – აგრესორები გავლენიანი ადამიანები იყვნენ და პოლიცია მათ ხელს აფარებს. გუშინ ქართველ ფეხბურთელებთან დაკავშირება და ინციდენტზე კომენტარის ჩამორთმევა გვსურდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა. შევეცდებით, კომენტარი უახლოეს ნომერში შემოგთავაზოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა