სპორტი სპორტი
00000000000000000000000000000000

მკითხველებს, სპორტსმენებს, სპორტის სპეციალისტებს, სპორტულ ფედერაციებს, ორგანიზაციებს!

"ლელომ" ამ დღეებში თავისი მე-14 000 ნომრის გამოცემა იზეიმა.

გაისად ჩვენს გაზეთს დაარსებიდან 80 წელი შეუსრულდება. მკითხველსა თუ ქვეყნის სპორტულ სამყაროსთან ურთიერთობის გაფართოება და გამოცემის შინაარსობრივი ხარისხის გაუმჯობესება იყო და კვლავ რჩება რედაქციის საქმიანობის ამოსავალ წერტილად.

დღეიდან ახალი რუბრიკით: " ჩვენ, ყველა ერთად, ლელოელები ვართ", სისტემატურად გამოქვეყნდება პუბლიკაციები სარედაქციო ფოსტიდან, საორიენტაციოდ კი ქვემოთ გთავაზობთ საკითხებს, რომლებზეც სასურველია, ყურადღება გაამახვილოთ.

მაშ ასე:

- მოგვაწოდეთ სპორტის თემაზე ნებისმიერი ჟანრის მასალა;

- გახსოვდეთ! ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ უმნიშვნელოდ, შეიძლება ჩვენთვის, მით უფრო - ქართული სპორტის ისტორიისთვის აღმოჩნდეს საშური;

- "ლელოს" ფურცლებზე ვისთან შეხვედრა გსურთ?

- სამი შეკითხვა, რომელსაც საქართველოს ოლიმპიურ ჩემპიონებს დაუსვამდით;

- რა ახალ რუბრიკებს ისურვებდით "ლელოში"?

- "ლელოს" დაარსებიდან 80 წელი უსრულდება. მოგონებები, რომლებიც ჩვენს გაზეთთან გაკავშირებთ;

- თქვენთვის საინტერესო რა თემებზე ისურვებდით პუბლიკაციებს "ლელოში"?

- წარმატებების გარდა, რას მოითხოვს ქომაგი სპორტსმენისგან თუ, საერთოდ, სპორტისგან?

- მე რომ "ლელოს" ჟურნალისტი ვიყო... რას იზამდით?

- რა არ მოგწონთ "ლელოში" და რატომ?

- ჭორია თუ მართალია? რა გსმენიათ და რაში გსურთ გარკვევა?

- გინდათ "ლელოში" მუშაობა? გზა ხსნილია, მაგრამ რა პროექტს შემოგვთავაზებდით?

რედაქციასთან საურთიერთობოდ გამოიყენეთ "ლელოს" მე-16 გვერდზე საინფორმაციო ბლოკში მოცემული ნებისმიერი საკონტაქტო საშუალება.

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა