თბილისელი ჩოგბურთელები 16 აპრილს უზბეკურ ნამანგამში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაებნენ
თბილისელი ჩოგბურთელები - სოფიო შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა 16 აპრილს უზბეკურ ნამანგამში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) ჩაებნენ.

შაფათავამ, რომელიც მე-7 ნომრადაა განთესილი, ასპარეზობის სტარტზე ორ სეტში აჯობა კვალიფიკაციიდან აღზევებულ ემილი ვებლი-სმიტს (დიდი ბრიტანეთი) - 6:2, 6:4 და მეორე წრეში ჩეხი ტერეზა შმიტკოვას მძლეველ (6:0, 6:7, 6:4) პოლინა ვინოგრადოვას (რუსეთი) დაუპირისპირდება.

საგულისხმოა, რომ ძირითად ბადეში ვინოგრადოვაც საკვალიფიკაციოდან მოხვდა.

წარმატებით ითამაშა კალაშნიკოვამაც - ორ სეტში დააყრევინა ფარ-ხმალი ელიზავეტა კულიჩკოვას (რუსეთი) - 6:4, 6:2. მეორე წრეში მას სერიოზული მეტოქე ეყოლება - უკრაინელი ლუდმილა კიჩენოვი, რომელიც ტურნირზე მე-5 ნომერია.

შაფათავამ წყვილებშიც იყოჩაღა - მასპინძელ ნიგინა აბდურაიმოვასთან ერთად თურქები - ბასაკ ერაიდინი და მელის სეზერი დაჯაბნა - 6:4, 6:2. მეოთხედფინალში უკრაინელ დებთან - ასპარეზობის ფავორიტ ლუდმილა და ნადია კიჩენოკებთან გაარკვევს ურთიერთობას.

თურქულ ანტალიაში ჩოგბურთელ ვაჟთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა გიორგი ცივაძე. 16 აპრილს წყვილებში იაჰორ იაციკთან (ბელორუსი) ერთად გავიდა კორტზე.

მართალია, პირველ ნომრად განთესილ არგენტინელებს - ხუან იგნასიო ლონდეროსა და მატეო ნიკოლას მარტინესს წინააღმდეგობა კი გაუწია, მაგრამ მაინც დამარცხებულმა დატოვა (5:7, 4:6) სარბიელი და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა