მერაბ ჟორდანიას გუნდში, სადაც გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი თამაშობენ, ნიკა ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას იწვევენ

სურათზე: ნიკა ჭანტურია

არნემის "ვიტესში" მალე ორ ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდას ელიან. ინფორმაცია სანდო წყაროსგან შევიტყვეთ - ჰოლანდიის ერედივიზიეს გუნდში ნიკა ჭანტურიასა და ლუკა ზარანდიას იწვევენ.

ინფორმაცია ამის თაობაზე ადრეც გვქონდა, მაგრამ მაშინ ეს შესაძლო ვარიანტებად განიხილებოდა. "ვიტესის" დაინტერესება რომ რეალურია, მცირე ხნის წინ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებისა და თბილისის "ლოკომოტივის" ცენტრალურმა მცველმა ჭანტურიამ თავად დაგვიდასტურა.

მან არ დამალა, რომ ეს ლაპარაკი შარშან ზაფხულში დაიწყო, როდესაც ლონდონის "არსენალი" იწვევდა, მაგრამ ინგლისში მოხვედრას იმედოვნებდა და ჰოლანდიური ვარიანტი დროებით გამორიცხა.

ლუკა ზარანდია ქართველმა გულშემატკივარმა 2012 წლის შემოდგომაზე გაიცნო, როდესაც გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. იმ ნაკრების ლიდერი სწორედ ტექნიკური და შედეგიანი ზარანდია გახლდათ - 16 წლის თავდამსხმელმა სამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა.

ჭანტურიას მსგავსად, 35-ე სკოლის გაზრდილი ფეხბურთელიც შარშან თბილისის "ლოკომოტივში" ჩაირიცხა.

სურათზე: ლუკა ზარანდია

ლუკა არ მალავდა, რომ იწვევდნენ გერმანულ "ჰოფენჰაიმში", სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში", უკრაინის გრანდებში, დონეცკის "შახტარსა" და კიევის "დინამოში"; აგრეთვე - ჰოლანდიურ "ვიტესსა" და ამსტერდამის "აიაქსში", მაგრამ მაშინ გადაწყვეტილი არაფერი იყო, სატრანსფერო ამბებისთვის ელიტრაუნდში ნაკრების თამაშების შემდეგ მოვიცლიო.

ახლა კი საკითხი შეთანხმებულია - ჭანტურიასა და ზარანდიას ჰოლანდიურ კლუბში ზაფხულში ელიან.

61 ქულით "ვიტესი" ერედივიზიეში მე-2 ადგილზეა და ლიდერ ამსტერდამის "აიაქსს" 5 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ გუნდის კაპიტანი გურამ კაშიაა, ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში მოხვედრას ცდილობს, მაგრამ მწვრთნელი არ სწყალობს. არნემელთა თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია კი იჯარით ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაუშვეს, მაგრამ რუსეთის პრემიერლიგის აუტსაიდერი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვალერი გაზაევი გამოცდილ ფეხბურთელებს ენდობა და გიორგიმ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა, ძირითადში კი სულ ერთხელ დააყენეს.

აღსანიშნავია, რომ "ვიტესის" პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ამ კლუბის ყიდვისას პრიორიტეტად სასწავლო ცენტრის აშენება დაისახა და ოცნება აიხდინა. ახლახან მან "ვიტესის" ახალი კომპლექსი გახსნა, რაც კლუბს 12 მილიონი ევრო დაუჯდა.

ჟორდანია ხუმრობს, რომ არნემში მისვლის შემდეგ ახალი ცენტრი "ვიტესის" პირველი ტიტულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურია: არნემის "ვიტესი" უფრო რეალურია, ვიდრე ლონდონის "არსენალი"

ლუკა ზარანდია: ამათგან "ვიტესი" ყველაზე სასურველია

Akaki
იმედია გაამართლებენ
Vova
და რა ვკნათ რომ მეგრელები ნიჭიერი ფეხბურთელები არიასნ?!!! გვარები შეუცვალოთ შანდრო??? :)
სანდრო
ნიჭიერები როარიყვნენ ჰოლანდიის მეორე ადგილოსან გუნდში ვინ წაიყვანდა
dinamo
ეგ რა შუაშია ბრატ ნიჭიერები არიან მთავარია და სადაურიაა მაგას რა აზრი აქ ?
sandro
არმენიის ვიტესია თუ ზუგდიდის ბაია ))) პრეზიდენტი ჟორდანია, კაპიტანი კაშია, ეხლა ჭანტურია ზარანდია )))))))
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა