ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

ერთობლივი ლიგა იმით გახდა საინტერესო, რომ მასში "სოკარი" 100 თუ 50 მილიონის ჩადებას აპირებს, მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეჭვებს ბადებს

"გავა წლები და ევროპა ფეხბურთშიც გაერთიანდება, რადგან ეს პოლიტიკური თამაშის შემადგენელი ნაწილია", - განაცხადა წლების წინ ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა პოლიტიკოსმა.

მის ნათქვამში იყო ლოგიკა, რადგან ფეხბურთი გლობალური პოლიტიკის ჩარჩოში ჯდება, ერთიანი ევროპის კონტურები კი მოედანზე ჩემპიონთა ლიგით გამოიხატა.

მაგრამ ეს მაინც შორეული მომავლის პროგნოზი გვეგონა და ამ კონტექსტში არ მიგვიღია ინფორმაცია, როდესაც შარშან კრემლმა ახალი პოლიტიკური თამაში ("საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის აღდგენა") წამოიწყო. რუსები პოზიციების აღდგენას და გავლენის განმტკიცებას სპორტული პროექტებითაც ცდილობენ. ამ კონტექსტში გააჟღერა კომპანია "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ერთიანი საფეხბურთო ლიგის იდეა, რომელსაც მისი კომპანია დააფინანსებდა.

ეს რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტის მხარდაჭერილი პროექტია, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა დაადასტურა, ინიციატივა რუსული კლუბების მეპატრონეებთან ერთად განვიხილეთ და მასში თანამეგობრობაში შემავალი რამდენიმე ქვეყნის კლუბები ითამაშებენო.

რუსებს იმედი მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც უეფამ რეგიონული ტურნირების მიმართ პოზიცია შეიცვალა. მაგალითად, ლიტვა და ლატვია ერთიანი ჩემპიონატის დაფუძნებას უკვე ცდილობენ; უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი პირადად მიესალმა ბალკანური ლიგის ჩამოყალიბებას.

გაერთიანებული პოსტსაბჭოური ლიგა კომერციული ტურნირი უნდა იყოს, რომლის შემოსავლები დამოკიდებული იქნება მაყურებელთა დასწრებაზე, ბილეთების გაყიდვაზე, სპონსორთა ინტერესსა და საფეხბურთო მატჩებთან დაკავშირებულ ბიზნესზე. აშკარაა, რომ ბევრად უფრო მომგებიანად გაიყიდება სატელევიზიო უფლებები და ეს კლუბების შემოსავლებს მნიშვნელოვნად გაზრდის. რუსებმა კი პროექტის განხორციელებისთვის 1 მილიარდი დოლარი გამოყვეს.

მილერის ინიციატივა უცებ აიტაცეს რუსეთის პრემიერლიგის მოწინავე გუნდებმა: ცსკა-მ, "ზენიტმა" და "ანჟიმ". სხვათა შორის, მილერის განცხადებამდე მსგავსი წინადადება სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ წამოაყენა, რომელიც რეგიონული ტურნირების კუთხით აშკარად ჩიხშია - აზერბაიჯანელებთან მათი წარმომადგენლები არ ითამაშებენ. კავკასიური ლიგის იდეა ამიტომაც გამოირიცხა.

აბსოლუტურად განსხვავებულ პოზიციაზეა აზერბაიჯანის პროფესიული ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტი რამინ მუსაევი, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რუსებთან საერთო ტურნირში არ ვითამაშებთო და მიზეზად მათ პრემიერლიგაში არსებული კორუფცია, მსაჯობის პრობლემები და ფინანსური არგუმენტები დაასახელა - გაუთავებელი მგზავრობა და სასტუმროებში ხანგრძლივი დაბინავება ჩვენს კლუბებს მძიმე ტვირთად დააწვებათო.

უეფას გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ რუსებს ცივი შხაპი გადაასხა: უეფას აღმასკომსა და კონგრესზე ამ საკითხის დამტკიცება ძნელი იქნება, რადგან ევროთასებზე მონაწილეობის კვოტების თემა სირთულეებს შექმნისო.

ბელორუსის, უკრაინისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებსაც ეს კითხვები დაებადათ. ამას გარდა, ყველას აინტერესებს, ვინ იქნება ტურნირის ორგანიზატორი?

"ნეფთჩის" ვიცე-პრეზიდენტმა ტაირ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ კლუბი ტურნირს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუერთდება, თუ ის უეფას ეგიდით ჩატარდება და არა რუსეთის საფეხბურთო კავშირის ხელმძღვანელობით. ბალტიისპირეთისა (ლიტვა, ლატვია, ესტონეთი) და სამეფო (დანია, შვედეთი, ნორვეგია) ლიგები ხომ სწორედ ასე ტარდებოდა.

კიევის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ვლადისლავ პრუდიუსმა კი იკითხა - თუ ერთიანი ფედერაცია შეიქმნება, სტატუსს უკრაინა დათმობს თუ რუსეთიო?

შევიტყვეთ, რომ "გაზპრომში" მონაწილეობა თბილისის "დინამოსაც" შესთავაზეს. თუმცა ცნობილი მწვრთნელი ანატოლი ბიშოვეცი მიიჩნევს, რომ სამხრეთ კავკასიისა და აზიის ქვეყნები ტურნირზე ეკონომიკური კრიზისის გამო ვერ ითამაშებდნენ.

მილერის წინადადება ესპანურმა გამოცემა "მარკამ" "საბჭოთა ჩემპიონატის აღდგენად" მონათლა. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმაც პროექტი იმიტომ დაიწუნა, რომ მასში, სპორტულზე მეტად, პოლიტიკური ინტერესები დაინახა.

საქართველო თამაშგარეში იყო, ვიდრე სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აზერბაიჯანთან გაერთიანების იდეა არ გააჟღერა.

ეკონომიკური კრიზისის დროს პატარა ქვეყნებს დამოუკიდებლად არსებობა, შემოსავლების მიღება და ტელეკონტრაქტების გაფორმება უჭირთ. ბევრი გადარჩენას რეგიონულ ტურნირებში სწორედ ამიტომ ხედავს. ასეა საქართველოც. აზერბაიჯანულ-ქართული ლიგა კი იმით გახდა საინტერესო, რომ მასში კომპანია "სოკარი" 100 თუ 50 მილიონ დოლარს ჩადებსო.

მაგრამ არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეჭვებს ბადებს: გადაჭარბებული აქცენტი ხომ არ გადავიტანეთ ტურნირით მიღებულ შემოსავლებზე და ხომ არ დავივიწყეთ მთავარი - დააინტერესებს კი ეს ტურნირი გულშემატკივარს? შეუვსებს კი მას დიდი ფეხბურთის მონატრებას აზერბაიჯანულ გუნდებთან მატჩები?

ცხადია, გამოსავალი გვჭირდება, რომ ამ "დაკონსერვებული" (რევაზ ძოძუაშვილის სიტყვებია) მდგომარეობიდან გამოვიდეთ. ჩვენნაირი მდებარეობის ქვეყანას კი იდეალური გამოსავალი არ აქვს. მაგრამ გულშემატკივრის თემა ის საკითხია, რაზეც იქნება დამოკიდებული ბილეთებით, ატრიბუტიკითა და სატელევიზიო უფლებებით ვაჭრობის, სპონსორებთან ურთიერთობის ეფექტურობა და საბოლოოდ, ტურნირის მომგებიანობა.

თუ ქართველი გულშემატკივარი ამ ტურნირით არ დაინტერესდა, ეს პროექტი საპნის ბუშტივით ჩაიფუშება. ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დებატები კი გვაფიქრებინებს, რომ ასეთი საფრთხე რეალურია - ქართველ გულშემატკივარს ეს იდეა ნაკლებად ხიბლავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ

გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

ვახტანგ ბზიკაძე: მგონია, აზერბაიჯან-ყაზახეთთან საქართველო დაიჩაგრება

• tazo

იმაზე უკეთესი ნამდვილად იქნება რაც ეხლა გვაქვს... ჩაწყობილი თამაშები კიდე არც ეხლა გვაკლია...

• tazo1989

ძალიან მაგარი იქნება ჩემი აზრით, როგორც ფინანსურად ასევე სანახაობრივადაც, გაამართლებს ეს პროექტი

• gio

მე მომწონს ეს აზრი. ერთი რამე ფაქტია, თამაშებზე არავინ არ დადის(ყოველ შემთხვევაში თბილისში). თუ რაიმე ისეთი ფორმატი მოიძებნება, რომელიც საშუალებას მისცემს კლუბებს ერთმანეთში ითამაშონ და ამასთანავე არ დააკნინებს ეროვნული ჩემპიონატის როლს, რატომაც არა? მე სიამოვნებით წავიდოდი ქართული გუნდის საგულშემატკივროდ, არაქართულის წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ ბევრი ჩემნაერი მოიძებნება.

• 888

ბაქოს ნეპტჩის ან ალმაატის ქაირატის ჩამოსვლა დამაინტერესეებს??? მეტი არაა ჩემი მტერი. (ინტონაციური პოეზიიდან:))) )

• gola

ჩვენხელა ან ჩვენზე პატარა ქვეყნები, მაგალითად სლოვენია, მაკედონია, სლოვაკეტი, ისრაელი, ირლანდია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, კვიპროსი და ა.შ არ ერთიანდებიან არსად და თავიანთ ჩემპიონატს ატარებენ, არც მოსვლიათ აზრად ამის გაკეთება, რადგან ეროვნული და სამოქალაქო შეგნება უფრო მეტი აქვთ ვიდრე ჩვენთან ზოგ-ზოგიერთებს. მასინ აღიარონ რომ საკუთარი ჩემპიონატის ჩატარების თავი არა აქვთდა თავიანთი უსუსურობის გაპრავებას შუა აზიის ჩემპიონატში გაერთიანებით აპირებენ.

• gola

ჩვენხელა ან ჩვენზე პატარა ქვეყნები, მაგალითად სლოვენია, მაკედონია, სლოვაკეტი, ისრაელი, ირლანდია, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, კვიპროსი და ა.შ არ ერთიანდებიან არსად და თავიანთ ჩემპიონატს ატარებენ, არც მოსვლიათ აზრად ამის გაკეთება, რადგან ეროვნული და სამოქალაქო შეგნება უფრო მეტი აქვთ ვიდრე ჩვენთან ზოგ-ზოგიერთებს. მასინ აღიარონ რომ საკუთარი ჩემპიონატის ჩატარების თავი არა აქვთდა თავიანთი უსუსურობის გაპრავებას შუა აზიის ჩემპიონატში გაერთიანებით აპირებენ.

• feola

უაზრობაა, არ დაინტერესდება, ყაზახეტი და აზერბეიჯანი საფრარგეთი და იტალია არ არის, იბრაგიმოვიჩები და პირლოები არ თამასობენ. იქ თამაშობენ გაბალა, აქთაუ და მისთანები. უსუსური იდეაა, ხალხო, ამაზე სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. მთელი ძალისხმება, სწორი, პროფესიული, პატიოსანი, რომ მოვახმროთ ქართულ ფეხბურთს. აზერებზე, და ყაზახებზე გცილებით ძლიერი ჩემპიონატი გვექნება, საშუალო ევროპული დონის მაინც. მეტის მიღწევა

• lasha

შანსი არა თუნდაც იმათ და ამათ ერთმანეთს ქულები მისცენ მაინც დიდი დაინტერესება ექნება როცა ქარტული გუნდი სხვა ქვეყნის გუნდს ეთამასება სხვა ხიბლიაქ რაც შეხება ჩხუბს არამგონიაა ასე დაბალ დონეზე იყოს როო ხალხი ერთმანეთს ჩახოცინონ ქაჯები ხოარვართ

• zestafan

მე პირადად და ჩვენ ფანკუბს არც თუ ისე კარგი მოგონებები გვაკავშირებს აზერბაიჯანელ ქომაგებთან.... და ეს საერთო ჩემპიონატი ხშირად გახდება ფანკლუბებს შორის ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი.... წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანელმა რომ საქართველოში ვინმე ჩვენთაგანს შეაგინოს რა მოხდება...

• koko

სისულელეა. კაცი შვილი არ მივა მაგ თამაშებზე. თავიდან ვითომ და მერე აზრს დაკარგავს. მანდ ჩაწყობილი თამაშები წავა, ვერ დათვლი. ქართული გუნდები ერთმანეთს მიცემენ ქულებს, აზერები ერთმანეთს.ხალხს ფეხბურთი მარტო ნიძლავისთვის აინტერესებს.

• rocky balboa

კარგი იდეაა და კიდე დაიხვეწება და გულშემატკივარს უფრო კარგად გაგვაგებინებენ ამ პროექტის მინუსებს და პლიუსებს.დარწმუნებული ვარ ინტერესი გაათმაგდება როცა აზერების და ყაზახების გუნდები ჩამოვლენ და სტადიონზეც ივლის ხალხი.

• 11

კაი იდეააა

• დათო

ძალიანაც საინტერესო იქნება ჩემი აზრით .. ეროვნულობის პრინციპი უფრო დადგება ბოლო-ბოლო .. ქართველები აზერბაიჯანში ნაკლებად წავლენ, ჩვენები კი პირიქით, მეტ სტიმულს მიიღებენ რომ ინფრასტრუქტურა მოაწერსრიგონ .. ხოლო თუ პირველ ლიგას ორად გაყოფენ: ქართულად და აზერბაიჯანულად, ხოლო შემდეგ, ფინალურ ეტაპზე საუკეთესო 2-2 ქართულ-აზერბაიჯანულ გუნდებს შორის ჩატარდება პლეი-ოფი, ეროვნული პრინციპის გარიგებებსაც ნაკლები შანსი ექნება .. მე ექსპერტი არავარ, მაგრამ იმედია რაღაც მსგავსი მოდელი იქნება ..

• giorgi

აუცილებლად უნდა ჩატარდეს ხალხი მივა სტადიონზე და აზრი მიეცემა ტამაშებს

• Nedveda

რატო არ იქნება საინტერესო? ჯერ ერთი ქართველები მივლენ სტადიონზე.. თუ დღეს დინამოს თამაშს 1000 კაცი ესწრება აზერბაიჯანელებთან თამაშზე ალბათ 10 000 კაციც შეიძლება მივიდეს.. ამას დაუმატე აქ მცხოვრები აზერები რომლებიც საკმაოდ მრავლად არიან... მე ნაღდად არ მივალ სტადიონზე დინამო როცა ქართულ ჭ კლასის გუნდს ეთამაშება და იქ უფრო მივალ აზერების ჩემპიონი რო ჩამოვა.. სწორედ მაგაშია სპორტული ინტერესი და შეჯიბრი!

• luka

me erti kitxva maq marto ro vtamashobt rame siketes vnaxulobt rashi argi qartul fexburts magri chempi iqneba zerebtan mara ufro magari kavkasis liga iqneboda gasworebda magrat chechnuri dagestnuri da sxva gundebi xels sheuwyobda kavkasis gaertianebas

• ლევანი

მე კი მგონია, რომ "ქართულ სოციალურ ქსელებში მიმდინარე ცხარე დებატები" სწორედ იმის იმედს იძლევა, რომ გულშემატკივარი დაინტერესდება ამ ტურნირით.

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"მათი ხასიათი ვიცოდით და სისულელეების კეთებაში ხელი არ შევუშალეთ" - მარკანენმა საქართველოსთან გამარჯვებაზე ისაუბრა

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ასეთი რამ, აქამდე არ მინახავს" - ლუკა დონჩიჩი

"ცხადია, ეს ყველამ იცის" - ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს