თეიმურაზ აბუთიძის (აბუ) ხსოვნისადმი მიძღვნილ საქართველოს თასის გათამაშების ბოლო - მეექვსე ეტაპზე სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ასაკში გამოვლინდნენ
ამ დღეებში ხალხმრავლობა იყო გუდაურში - კუდების ფერდობზე მასპინძლებთან ერთად თავი მოიყარეს ბაკურიანის, მესტიისა და აჭარის საუკეთესო სამთო მოთხილამურეებმა, რომლებიც თეიმურაზ აბუთიძის (აბუ) ხსოვნისადმი მიძღვნილ საქართველოს თასის გათამაშების ბოლო - მეექვსე ეტაპზე სპეციალურ სლალომსა და გიგანტურ სლალომში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ასაკში გამოვლინდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ კვარცხლბეკზე უმთავრესად ფავორიტები ადიოდნენ.

სპეციალურ და გიგანტურ სლალომში ვაჟთა შორის პირველობაში ერთმანეთს ეცილებოდნენ უმთავრესად საქართველოს ნაკრების წევრები - იასონ აბრამაშვილი, ნიკოლოზ კოზანაშვილი, გალო ჯაფარიძე, შოთა ნათაძე, კოტე ვახტანგიშვილი და სხვები, რომლებმაც ევროპის თოვლიან ტრასებს შინ დაბრუნება და საქართველოს თასის მე-6 ეტაპში მონაწილეობა არჩიეს.

სპეციალურ სლალომში აბრამაშვილმა აჯობა ყველას, გიგანტურ სლალომში ჯაფარიძე იყო პირველი, თუმცა ვერც ერთი მათგანი აბსოლუტური პირველობის კვარცხლბეკზე ვერ მოხვდა, რადგან საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის გამო შინაური შეჯიბრებები გაუცდა.

სპეციალური სლალომი

1999-2000 წლებში დაბადებულნი

გოგონები

1. თამარ ბარბარიანი (ბაკურიანი, 1.40,24) 2. კატო გოცირიძე (გუდაური, 1.44,35), 3. ანა ოგბაიძე (გუდაური, 1.50,11).

ვაჟები

1. ლაშა კურტანიძე (ბაკურიანი, 1.39,08), 2. დათო ნაზღაიძე (გუდაური, 1.41,96), 3. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.44,65).

1997-1998 წლებში დაბადებულნი

გოგონები

1. ნუცა ხურცილავა (1.43,87), 2. ანასტასია კვირიკაძე (ორივე - გუდაური, 1.45,47) 3. მარიამ ჭკადუა (მესტია, 1.49,51).

ვაჟები

1. ბესო ჯაფარიძე (მესტია, 1.34,77), 2. ვალიკო მარსაგიშვილი (გუდაური, 1.34,88), 3. ანზორ ჯაფარიძე (მესტია (2), 1.42,74).

1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი

გოგონები

1. სუსანა გავა (ბაკურიანი, 1.40,45), 2. ნატა მგელაძე (გუდაური, 1.59,85), 3. შორენა ჯორბენაძე (აჭარა, 2.19,85).

ვაჟები

1. იასონ აბრამაშვილი (ბაკურიანი, 1.21,24), 2. ნიკოლოზ კოზანაშვილი (ბაკურიანი, 1.23,27), 3. გალო ჯაფარიძე (გუდაური, 1.24,35).

გიგანტური სლალომი

1999-2000 წწ.

გოგონები

1. თამარ ბარბარიანი (1.07,57), 2. კატო გოცირიძე (1.08,11), 3. ანა ოგბაიძე (1.12,78).

ვაჟები

1. გიორგი კურტანიძე (1.06,52), 2. დათო ნაზღაიძე (1.06,84), 3. ლაშა კურტანიძე (1.07,86).

1997-1998 წწ.

გოგონები

1. სალომე კვიციანი (მესტია (2), 1.06,18), 2. მარიამ ჭკადუა (1.08,63), 3. ნუცა ხურცილავა (1.09,16).

ვაჟები

1. გიორგი კურტანიძე (ბაკურიანი, 1.00,67), 2. ბესო ჯაფარიძე (1.05,51), 3. ანზორ ჯაფარიძე (მესტია (2), 1.06,69)

1996 წ. და უფრო ადრე დაბადებულნი

გოგონები

1. სუსანა გავა (1.01,86), 2. ნატა მგელაძე (1.37,30), 3. შორენა ჯორბენაძე (1.39,06).

ვაჟები

1. გალო ჯაფარიძე (1.52,33), 2. იასონ აბრამაშვილი (1.52,48), 3. კოტე ვახტანგიშვილი (ბორჯომი, 1.52,94).

ექვსი ეტაპის შედეგებით გამოვლინდნენ ასაკის მიხედვით საქართველოს თასის მფლობელები და პრიზიორები

1999-2000 წწ.

გოგონები

1. თამარ ბარბარიანი (246 ქულა), 2. კატო გოცირიძე (204), 3. ქეთი მიქაბერიძე (ბორჯომი, 181).

ვაჟები

1. გიორგი კურტანიძე (221), 2. ლაშა კურტანიძე (199), 3. დათო ნაზღაიძე (198).

1997-1998 წწ.

გოგონები

1. ნუცა ხურცილავა (235), 2. მარიამ ჭკადუა (160), 3. ანა გორდეზიანი (გუდაური, 152).

ვაჟები

1. გიორგი კურტანიძე (250), 2. ბესო ჯაფარიძე (152), 3. გოჩა ჯორბენაძე (124).

1996 წელს და უფრო ადრე დაბადებულნი

გოგონები

1. სუსანა გავა (295), 2. ნატა მგელაძე (230), 3. შორენა ჯორბენაძე (174).

ვაჟები

1. დათო სეთურიძე (173), 2. კოტე ვახტანგიშვილი (140), 3. შოთა ნათაძე (112).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა