ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ზვიად სიჭინავა: გადადგნენ ბლატერი და პლატინი და მეც გადავდგები!

ზვიად სიჭინავა: გადადგნენ ბლატერი და პლატინი და მეც გადავდგები!

საქართველომ შესაძლოა გაერთიანებული ჩემპიონატი მოლდოვასთან ან ბელორუსთან ჩაატაროს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბრისას იმდენ საინტერესო თემას შევეხეთ, რომელიმე მათგანის გამოყოფა ძნელია. ამიტომაც აჯობებს, ზვიად სიჭინავასთან ინტერვიუ ბოლომდე წაიკითხოთ.

პირველ საკითხად კი ახლახან გახმიანებული პროექტი ავირჩიეთ, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის (ან რომელიმე სხვა ქვეყნის) ერთობლივი ჩემპიონატის ჩატარებას გულისხმობს.

- გაერთიანებულ ჩემპიონატებზე ლაპარაკი 2011 წელს დაიწყო, როცა ევროპული ქვეყნების ფედერაციების ხელმძღვანელები კვიპროსზე შევიკრიბეთ. იმხანად ასეთი სურვილი ჩეხეთმა და სლოვაკეთმა გამოთქვეს, იდეები და წინადადებები სხვა ქვეყნებსაც ჰქონდათ. მას შემდეგ ვმუშაობთ. პირველი ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა და ამიტომაც გავახმიანეთ. მთავარია, ისეთი პროექტი მოვამზადოთ, ფიფა-უეფას რეგლამენტს რომ მიესადაგება.

- როგორც ცნობილია, ყაზახებმა ამაზე უარი თქვეს - ჩვენი ჩემპიონატი ისედაც ვითარდებაო... ამ ეტაპზე მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი პირველობის იდეა განიხილება?

- კონკრეტული ქვეყნები ჯერ ცნობილი არაა. თავის დროზე მხოლოდ ის ვთქვი, რომ მოლაპარაკებას ყაზახებთანაც ვიწყებდით. შესაძლოა, ყაზახების ნაცვლად მოლდოვა ან ბელორუსი იყოს. როცა პროექტი მზად იქნება, ზემოაღნიშნული ქვეყნების გარდა, მისი განხორციელება შეიძლება უკრაინასთან, რუსეთთან, ისრაელთან და ა.შ.

მთავარია, საინტერესო და კომერციულად მომგებიანი იყოს, ტელევიზიები და სპონსორები დააინტერესოს... ეს გრძელვადიანი პროექტია და როცა მომზადდება, საბოლოო ვერდიქტისთვის უეფას გავუგზავნით.

- ერთობლივი ჩემპიონატის საპრიზო თანხად 50 მილიონი ევრო დაასახელეთ... მგზავრობის თანხაზე რას იტყვით: მაგალითად, "ზესტაფონს" ხომ დასჭირდება სამგზავრო თანხა ბაქოში ან თუნდაც ზაქათალაში ჩასასვლელად?

- რა თქმა უნდა. ტელევიზიებისა და სპონსორებისგან მიღებული ფინანსებიდან კლუბებს მიეცემათ თანხა მგზავრობის, კვების, ინვენტარის, მოსამზადებელი ეტაპისთვის და ა.შ. ეს კომერციული პროექტია, რომელსაც დასახვეწად საკმაო ხანი დასჭირდება.

- ინფრასტრუქტურაზე რას იტყვით, სტუმარ გუნდს უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ხომ უნდა დაახვედრო?

- დღესდღეობით უეფას ლიცენზირების მოთხოვნებს აკმაყოფილებს "დინამო არენა" და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი, ასევე, ქუთაისისა და ზესტაფონის სტადიონები. შესაძლოა, გარკვეული სამუშაოების შემდეგ მოთხოვნები გორისა და რუსთავის სტადიონებმაც დააკმაყოფილოს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანებულ ჩემპიონატში მაინცდამაინც კლუბები ითამაშებენ.

ამ ყველაფრის მოსაწესრიგებლად ერთი წელიწადი მაინც გვჭირდება. პირველ რიგში, ამხანაგური თამაშები უნდა ჩავატაროთ, ერთმანეთთან ქვეყნის ჩემპიონები და თასის მფლობელები ვათამაშოთ - შინ და სტუმრად. ვნახოთ, როგორ დაინტერესებას გამოიწვევს.

შესაძლოა, დაწესდეს "ორი ზღვის თასი" ან მსგავსი რამ. რაღაცით ხომ უნდა დავიწყოთ? მხოლოდ კაბინეტში ჯდომით და ლაპარაკით საქმე არ გაკეთდება...

- ფიქრობთ, რომ მაგალითად, "სიმურგი" - "ვიტ ჯორჯიას" მატჩიც ისეთივე ინტერესს გამოიწვევს, როგორსაც თბილისის "დინამოს" და ბაქოს "ნეფთჩის" შეხვედრა?

- ჩემი აზრით, საინტერესო პროექტი იქნება, მათ შორის, კომერციულადაც. დაბალი დონის ბევრი კლუბი არც ჩვენ გვყავს, აზერბაიჯანულმა კლუბებმა კი ისეთი ძლიერი ფეხბურთელები დაიმატეს, მათი ნახვა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება.

- მაგრამ, თუ თანხების მოზიდვის შესაძლებლობა არსებობს, არ აჯობებს, ჯერ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ, გავაძლიეროთ და ასეთ რამეებზე მერე ვიფიქროთ?

- "ჟიგული" კარგი მანქანაა, მაგრამ რაკი რებრენდინგს არ უკეთებენ, წარმატება არ აქვს. აი, "მერსედესი" კი, რომელი მოდელიც უნდა იყოს, მაინც მაგარია... ჩვენ ახალ ბრენდს, ახალ ჩემპიონატს ვაკეთებთ. სამი წელიწადია, ფედერაციაში ვარ და სამწუხაროდ, რაც ყველამ იცის, იმ სპონსორებისა და ფინანსური "გულშემატკივრების" გარდა, ვერავინ მოვიძიეთ...

იმედია, გაერთიანებული ჩემპიონატი კომერციულად უფრო საინტერესო იქნება, მეტი სპონსორი გამოჩნდება, თორემ მეც მირჩევნია, საქართველოს უმაღლეს ლიგაში 18 გუნდი იყოს და ყველას კარგი დაფინანსება ჰქონდეს.

მეტი თამაში მეტ გამოცდილებას ნიშნავს და შედეგიც უკეთესი გაქვს. სამწუხაროდ, ჩვენივე წვენში ვიხარშებით და ამიტომაცაა, რომ სულ გარიგებულ მატჩებზეა ლაპარაკი, ყველა პენალტი და აუტი საეჭვოა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში კლუბების ხელმძღვანელებს "პარანოია" დაემართათ და ყველაფერი საეჭვოდ ეჩვენებათ...

- რომან ფიფიამ განაცხადა, რომ სფფ-მ უნდა გამოიძიოს, ტოტალიზატორებმა მაინცდამაინც გორის "დილას" თამაშები რატომ ამოიღეს პროგრამიდანო...

- მქონდა შეხვედრა ბატონ რომანთანაც და სხვა კლუბების წარმომადგენლებთანაც. ჩემი აზრით, ასეთი საკითხები თორმეტთა საბჭოზე უნდა განვიხილოთ და გარეთ არ გავიტანოთ, თორემ ისედაც ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებენ. უკვე ისეა საქმე, ღრუბლიან ამინდზეც იმას ამბობენ - ვიღაცამ "იჩალიჩა", მზე რომ არ გამოსულიყოო...

- რას გულისხმობდა სფფ-ის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, როცა თქვა: "სიახლე არაა, რომ არჩევნები არ გვქონდა"?..

- ვერ გეტყვით. ერთი ვიცი, რომ 2011 წლის არჩევნებზე განაცხადი ბოლო წუთამდე არ შემქონდა, მაგრამ არ მინდოდა დაწყებული საქმის მიტოვება და ფეხბურთში ისევ ქაოსი. კენჭი სწორედ ამიტომ ვიყარე. მით უმეტეს, ხელი არავისთვის შეუშლიათ და არც დაუშინებიათ, ნებისმიერ მსურველს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა. არ ვიცი, რას გულისხმობდა არველაძე იმ არჩევნებთან დაკავშირებით...

- კონკრეტულად ის არჩევნები არც უხსენებია...

- ლაპარაკი ყოველთვის გვესმის - ხან მერაბ ჟორდანიას არჩევნებს იხსენებენ, ხან ნემსაძის ან ახალკაცის ამბავს, ეს ხომ საქართველოა?! ჩვენთან 3 მილიონი მცხოვრებიდან 2 999 999 მწვრთნელია. ჩემ გარდა, ყველა მწვრთნელი და პროფესორია... არადა, პრობლემა ის არის, მუნიციპალიტეტები გაკეთებულ სტადიონებს რომ არ უვლიან და მუნიციპალურ კლუბებს ნორმალურად არ აფინანსებენ და არა ის, ვიღაცებმა რომ მოილაპარაკეს...

- მიგაჩნიათ, რომ ნემსაძის შემთხვევაც მხოლოდ "სალაპარაკო თემაა" და 2007 წლის 13 მაისის არჩევნებისას არაბუნებრივი არაფერი მომხდარა?

- "ნემსოს" დიდ პატივს ვცემ და ჩემს კოლეგადაც მიმაჩნია, რადგან სფფ-ის პრეზიდენტად იყო არჩეული, მაგრამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ. თუ არ ვცდები, გიორგი ნემსაძეც და უმცროსი ნოდარ ახალკაციც ერთი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ.

პარტიაში თუ ვიღაცამ ვერ მოილაპარაკა, ეს უკვე სხვა საკითხია... მე წავალ, მაგრამ ვინც ჩემს ნაცვლად მოვა, თუ მართლა უყვარს ქართული ფეხბურთი და საქმის გაკეთება სურს, მთავრობის პოზიცია უნდა ეჭიროს. ოპოზიციაში ყოფნა, პირველ რიგში, ფეხბურთისთვის არის ცუდი. ამიტომაც პიროვნული საკითხები სახლში უნდა დატოვო და ის საქმე აკეთო, რაც ფეხბურთს სჭირდება.

- თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება, ზვიად სიჭინავა მონაწილეობას აღარ მიიღებს?

- არათუ რიგგარეშე არჩევნებში, 2015 წელს ჩემი პრეზიდენტობის ვადა რომ ამოიწურება, მონაწილეობას მაშინაც არ მივიღებ. არ მაქვს ამ თანამდებობის ინტერესი - რაც გავაკეთე, ის გავაკეთე. თუმცა ნამდვილად კანონიერად ვარ არჩეული, მერე რა, რომ ერთადერთი კანდიდატი ვიყავი? არც პლატინის და ბლატერს ჰყავდათ არჩევნებში კონკურენტები და ისინიც უნდა გადადგნენ?! კი ბატონო, გადადგნენ და არ არის პრობლემა, მეც გადავდგები!

- ლევან კობიაშვილთან და ალექსანდრე იაშვილთან დაკავშირებულ ამბავზე რას იტყვით?

- დიდ პატივს ვცემ კობისაც, იაშკასაც, კალაძესაც და ნაკრების დანარჩენ ფეხბურთელებსაც. თუნდაც მხოლოდ ერთი მატჩი ჰქონდეს ჩატარებული საქართველოს ნაკრების მაისურით, თუ რომელიმე მოთამაშე ნაკრებიდან წასვლას გადაწყვეტს და ფეხბურთის ფედერაციას მიმართავს, შეძლებისდაგვარად ყველაფერს გავუკეთებთ. კობის რომ ჩვენთვის მოემართა, მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, ყველაფერი გავუკეთოთ მასაც და დანარჩენებსაც...

- ვეტერანები ამბობენ, ფედერაციას ან მწვრთნელს შეეძლო ეთქვა, რომ აღარ ვჭირდებით და ყოველი მატჩის წინ გამოძახებას აღარ დაველოდებოდითო...

- მესმის, მაგრამ ქეცბაიას ნაცვლად ხვალ სხვა მწვრთნელი რომ დაინიშნოს და კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებში მიიწვიოს, მაშინ როგორ მოვიქცეთ?!

ჩემდა საბედნიეროდ, არც ერთი მწვრთნელის საქმიანობაში არ ვერევი. ჭორია, თითქოს ფედერაციის ხელმძღვანელობა წყვეტდა, ნაკრების რომელ ფეხბურთელს რომელ ფლანგზე ან რამდენ წუთს ეთამაშა. არც ჩავრეულვარ, არც ვერევი და არც არასდროს ჩავერევი. თუ ყველაფერს მე ვწყვეტ, რაღაში სჭირდება ფედერაციას რომელიმე მწვრთნელი? ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს...

ესაუბრა რატი შელეგია

გაზეთი "ყველა სიახლე"

ასევე იხილეთ:

მიხეილ ყაველაშვილი: ფედერაციამ ან ფაქტები დადოს, ან ბოდიში მოიხადოს

რომან ფიფია: პირდაპირ ვიტყვი - აქ დიდი სიბინძურე ტრიალებს!

რეზო არველაძის სკანდალური განცხადება: არჩევნები არ გვქონდა

ლევან კობიაშვილი: გამოსათხოვარ მატჩს თავად გავმართავ!

ალექსანდრე იაშვილი: სულ ცოტა, ღირსეულ მადლობას ვიმსახურებდით

• me

დომენტაა წადი ... ხო ხედავ რო იიქ არ მოხვდი სხვაგან ხარ

• mmg

უყურე ამას შენ?! რას ამბობ დომენტი!

• iberi

გაგიჟდი, ბიჭო? ის პლატინია, პლატინი. შენ კი ზვიო სიჭინავა ხარ, და არა ბრწყინვალე გიორგი სიჭინავა. ამ სხვაობას რომ ვერ ამჩნევ, მარტო ამისთვის უნდა გადადგე ან გაგაგდონ.

• nugo

არველაძები სიჭინავა წადით

• nugo

არველაძები სიჭინავა წადით

• nugo

არველაძები სიჭინავა წადით

• nugo

კობიაშვილი კალაძე იაშვილი მაგრები ხართ და აუცილებლად დაფასდებით

• nugo

წადი რა სიჭინავა შენც და არველაძებიც ნამუსი არ გაქვტ

• ოთო

ეს რაღაც ძაან დიდ გულზეა...

• Walkabout

იცით რა არის? როგორ შეიძლება ადამიანს მოგეწონოს სიჭინავას პრეზიდენტობა, ამაში ვეთანხმები მისი გადადგომის მომხრეებს, არ შეიძლება ასეთი ფეხბურთის ცოდნის და უაზრობების მოლაპარაკე კაცი ასეთ თანამდებობაზე მუშაობდეს, მაგრამ წინ ხომ ვიყურებით? რა აზრი აქვს ერთი უცოდინარის გადადგომას და მეორე უცოდინარის არჩევას, თანაც რომელსაც ამისგან განსხვავებით თავი დიდი მცოდნე ეგონება, ეს არ გვაყვედრის მაინც... დამისახელეთ ერთი კაცი რომელსაც ამაზე უკეთესად ესმის რა უნდა გააკეთოს, ოღონდ მხოლოდ სახელი და გვარი არა, რის გაკეთებას აპირებს და რა შეუძლია, თორემ არჩევნები რომ არაკანონიერად ჩატარდა, ბავშვთა ფეხბურთს რომ შველა სჭირდება და კლუბებს ფული ეგ არა, ეგ ისედაც ყველამ იცის...

• odala

სიჭინავა, შენი უნამუსო .......! იმისიც ვინც ეს კომენტარი დაბლოკოს!

• სიჭინავა,საცოდავო ნაცების მონავ!

მარტო იმიტომ უნდა გადადგე, შენსა და ბლატერ-პლატინის შორის განსხვავებას რომ ვერ ხედავ...

• პაატა

ბატონო ზვიად, არაფერი პირადული არ მაქვს თქვენდამი, დიდი მადლობა რაც შედარებით ამ მოკლე დროში გააკეთეთ, მაგრამ თუ გინდათ რომ საფეხბურთო სამყარომ (და არა მარტო) გაღიაროთ ერთ – ერთ საუკეთესო ფეხბურთის პრეზიდენტად, თქვენს ადგილზე პირიქით ინიციატივას ავიღებდი და რიგგარეშე არჩევნებს ჩემი ინიციატივით ჩავატარებდი, ამით საშუალებას მივცემდი ახალ გუნდს მაქსიმალურად გამოიყენოს ახალი ხელისუფლების მხარდაჭერა. ვფიქრობ, საფეხბურთო ოჯახიც გაითვალისწინებს თქვენს დამსახურებებს. სხვა შემთხვევაში ბატონო ზვიად, თქვენი პიროვნების მარგინალიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდება და დამერწმუნეთ ვერც გულშემატკივარი მოითმენს დიდხანს ქართული ფეხბურთის უძრაობის ხანას.

• Calo

ჩაამთავროს თავისი უფლებამოსილება და არჩევნებზე შეიცველება...ერთხელ მაინც ხომ უნდა მოხდეს ნორმალურად არჩევნები. ისე, ობიექტურად რომ ითქვას სიჭინავას ცუდი არ გაუკეთებია ქართული ფეხბურთისტვის

• jiji

კარგი აზრია! ბლატერი გადადგეს, მერე სიჭინავაც გადადგება და ბლატერის ვაკანტურ ადგილზე სეიტანოს განცხადება! ჰა, როგორია...

• უძლევი

დომენტია მედგრად იცავს ფეხბურთის ფედერაციას მთავრობისგან, მაგრამ ბოროტი აფთრები ალყაში აქცევენ მას და ცდილობენ კბილი გამოკრან. არ შედრკე დომენტია! არა! დაიცავი სფფ-ს დამოუკიდებლობა! სფფ - სიაფანდების ფუჭი ფართხალი. ამასობაში, სპორტის სამინისტრო და მისი კალაბოკი მინისტრი ანგელოზებივით ღაღადებენ ფედერაციაზე ზეწოლის მოხდენის მიუღებლობას, მაგრამ...

• zaza

რას ერჩით დომენტის?რა საზოგადოებაც და ცხოვრების წესიც ჩამოვაყალიბეთ 90-იან წლებში ,მერეც ის ფეხბურთი და ნაკრებიც მივიღეთ!ნარკომანია,კორუფცია,პროტექცია...ეს ყველაფერი დახვდათ სიჭინავას და ქეცბაიას და სასწაულს ვერ მოახდენენ ,,სოფლის კოლხოზების,,კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით!დომენტიმ რა ბაზაც ააშენა ზუგდიდში ბევრმა ქართველმა ააშენა?

• zaza

რას ერჩით დომენტის?რა საზოგადოებაც და ცხოვრების წესიც ჩამოვაყალიბეთ 90-იან წლებში ,მერეც ის ფეხბურთი და ნაკრებიც მივიღეთ!ნარკომანია,კორუფცია,პროტექცია...ეს ყველაფერი დახვდათ სიჭინავას და ქეცბაიას და სასწაულს ვერ მოახდენენ ,,სოფლის კოლხოზების,,კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებით!დომენტიმ რა ბაზაც ააშენა ზუგდიდში ბევრმა ქართველმა ააშენა?

• მერაბი.გ

ეს კაცი ”დუროვში” მწვრთნელად კი არა გასაწვრთნელად იყო, როგორც ჩანს

• giorig

სათაური მაგარია, - ანეკდოტს მაგონებს, სეროჟა რომ ფილოსოფოსობს: რა არის ეს ცხოვრება, ლენინი მოკვდა, სტალინი მოკვდა, მეც რაღაც ცუდად ვარო:)

• maxo

ამას სიკვდილამდე უნდა პრეზიდენტობა და რამე კეთდება ქართულ ფეხბურთში სახეირო ? ფეხბურთის პრეზიდენტსაც ბელადობა მონდომებია

• archi

დომენტია სანტეხნიკო წადი ნა.....

• damrtkmeli

ადექით და დაღესტანს დაუკავშირდით,ოცდაცამეტი ტომი ცხოვრობს და ახალი ჩემპიონატიც მზად იქნება.ავარიელები,ლეკები,ხუნძები,კუმიკები,დარგინები,შაქები.აბა წარმოიდგინეთ რამდენი მაყურებელი მოვა.დაუმატეთ ბორჩალუ,სომხეთ და ყარაბახი,თან პრეზიდენტად თქვენ.

• koko

ისე რასაც ამბობს იმაში ვერ შეედავები. რატო უნდა გადადგეს? ან რატო უნდა ჩაუდგეს მთავრობას ოპოზიციაში? თუ პოლიტიკა გინდათ დეპუტატად წადით.

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

"რატომ ის? რადგან ბოსი მე ვარ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ანჟესთან" მატჩის შემდეგ?

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა