გია ცეცაძის გუნდის მეტოქეები პორტუგალიაში მასპინძელთა, სერბეთისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან
20 აპრილს პორტუგალიაში მიემგზავრება საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები. გია ცეცაძის გუნდისთვის ეს ტურნირი მაისში გასამართი ელიტრაუნდისწინა გენერალური რეპეტიცია იქნება.

გასულ წელს ჩვენი ასაკობრივი ნაკრები, რომელსაც ოთარ კორღალიძე წვრთნიდა, ამ ტურნირზე იმყოფებოდა და მაშინ ჩვენი მეტოქეები პორტუგალიის, სერბეთისა და საფრანგეთის ნაკრებები იყვნენ.

ჩვენმა გუნდმა პორტუგალიასთან წააგო, საფრანგეთს 3:0 სძლია ვაკო ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქით და ბოლო შეხვედრაში სერბეთი დაამარცხა - 2:1.

წელს გია ცეცაძის გუნდის მეტოქეები პორტუგალიის, სერბეთისა და რუსეთის ნაკრებები იქნებიან.

19-წლამდელები პორტუგალიაში ასეთი შემადგენლობით გაემგზავრებიან:

მეკარეები: გაბრიელ თებიძე ("ჩიხურა", საჩხერე), ბაჩო მიქავა ("ლოკომოტივი", თბილისი)

მცველები: ლევან გეგეჭკორი ("მერანი", მარტვილი), ნიკა სანდოხაძე ("ტორპედო", ქუთაისი), დავით უბილავა ("ვიტ ჯორჯია"), დავით მთივლიშვილი, ნიკა ჭანტურია (ორივე "ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა დვალი ("სკონტო", ლატვია)

ნახევარმცველები: გურამ სამუშია, ავთო ენდელაძე (ორივე "ზესტაფონი"), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), პაპუნა ფონიავა ("მერანი", მარტვილი), დაჩი ცნობილაძე ("მეტალურგი, რუსთავი"), გიორგი გოროზია ("ლოკომოტივი", თბილისი)

თავდამსხმელები: ბაჩანა არაბული ("დილა", გორი), ბუდუ ზივზივაძე ("დინამო" თბილისი), გიორგი ფანცულაია ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა კაჭარავა ("რუბინი", ყაზანი, რუსეთი)

19-წლამდელთა ნაკრები პორტუსთან ახლომდებარე ქალაქ პოვოა დე ვარზიმში დაბინავდება და მატჩებსაც ამ ქალაქში გამართავს.

23 აპრილი

19:00. სტადიონი "SC Freamunde"

პორტუგალია-საქართველო

რუსეთი-სერბეთი

25 აპრილი

19:00. სტადიონი "Fernando Santos"

სერბეთი-საქართველო

27 აპრილი

16:00. სტადიონი "Varzim SC"

საქართველო-რუსეთი

პორტუგალია-სერბეთი

სფფ-ის პრესსამსახური

nugo88
მიდით ბიჭებო მაგრები ხართ არაბული გაგვახარებს გოლებით
nugo
არაბული ძან მაგარია წარმატებები ბიჭებო
tishi
პაპუნა ფონიავას, ლევან გეგეჭკორს და ნაკრების ყველა წევრს ვუსურვებ გამარჯვებას. ღმერთი გფარავდეთ ბიჭებო.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა