ნეიმარი და რონალდინიო ისევ ითამაშებენ ერთად
ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ნაკრებში ის 18 ფეხბურთელი გამოიძახა, ვინც 24 აპრილს ჩილესთან გასამართი მატჩისთვის უნდა მოემზადოს. ეროვნული გუნდი ბრაზილიაში მოასპარეზე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული, რადგან შეხვედრა ფიფას მიერ გამოყოფილ სანაკრებო დღეს არ იმართება.

სკოლარიმ ისევ გამოიძახა "პალმეირასის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ბომბარდირი ლეანდრო, ვინც თავი ბოლივიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოიჩინა. ასევე ნაკრებში არიან რონალდინიო, ჟადსონი და ლეანდრო დამიაო - ამ ფეხბურთელებს პრაქტიკულად უკანასკნელი შანსი ეძლევათ იმისთვის, რომ ნაკრებში თავი გამოიჩინონ და კონფედერაციის თასზე იასპარეზონ.

ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებთა მატჩი მომავალ ოთხშაბათს ბელუ ორიზონტეში, "მინეირაოზე" გაიმართება.

მეკარეები: დიაგო კავალიერი (ფლუმინენსე), ჟეფერსონი (ბოტაფოგო).

მცველები: ანდრე სანტოსი (გრემიო), მარკოს როჩა (ატლეტიკო მინეირო), დედე (ვასკო და გამა), ენრიკე (პალმეირასი), რევერი (ატლეტიკო მინეირო).

ნახევარმცველები: ფერნანდო (გრემიო), ჟეანი (ფლუმინენსე), პაულინიო (კორინთიანსი), რალფი (კორინთიანსი), ჟადსონი (სან პაულო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო).

თავდამსხმელები: ალეშანდრე პატო (კორინთიანსი), ლეანდრო (პალმეირასი), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), ნეიმარი (სანტოსი), ოსვალდო (სან პაულო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბრაზილიის ნაკრებში კაკა გამოიძახეს, რონალდინიო – არა

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა