ევროლიგაზე განახლდა მეოთხედფინალური სერიები
ევროლიგაზე განახლდა მეოთხედფინალური სერიები და გაირკვა პირველი გუნდი, რომელიც მაისში, ლონდონში "ოთხთა ფინალში" ითამაშებს. ეს არის მადრიდის "რეალი", რომელმაც ამჯერად თელ ავივში დაამარცხა "მაკაბი" და "მშრალი" ანგარიშით მოიგო სერია.

ჯერ კიდევ მადრიდის თამაშებში გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე, "რეალი" ისრაელის ჩემპიონზე უკეთეს ფორმაში იყო. ესპანელებმა კარგად დაიწყეს შეხვედრა და პირველი მეოთხედი ექვსი ქულის სხვაობით მოიგეს. მაგრამ, ამის შემდეგ, "მაკაბი" ინციატივას დაეუფლა და მეთოდურად დაიწყო ჩამორჩენის შემცირება. დიდი შესვენებისთვის "რეალის" უპირატესობა სამ ქულამდე დავიდა, მესამე მეოთხედის შუაში კი "მაკაბი" ოთხი ქულით დაწინაურდა – 42:38. მაგრამ, მასპინძლების სიხარული დიდი ხანი არ გაგრძელებულა - "რეალი" 10:0 გაიქცა, მოგვიანებით ეს სპურტი 18:4-მდე გაიზარდა და "რეალს" ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვია.

"რეალისგან" განსხვავებით, რთულ მდგომარეობაშია მეორე ესპანური გრანდი "ბარსელონა", რომელსაც TOP16-ში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. კატალონელები 1:2 ჩამორჩნენ სერიაში "პანათინაიკოსს".

ბარსელონაში გამართული ორივე მატჩი ძალიან დაძაბული იყო და სიტუაცია არც ათენში შეცვლილა. "პაომ" ბრწყინვალე ტემპში დაიწყო შეხვედრა და პირველ მეოთხედში ათი ქულით დაწინაურება მოახერხა, მეორე 10-წუთეულში კი თითქმის შეინარჩუნა ეს უპირატესობა (+9). "ბარსას" უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. ამან შედეგი გამოიღო - "ბარსელონამ" არათუ გაათანაბრა ანგარიში, არამედ ბოლო მეოთხედის წინ ერთი ქულით წინ გასვლაც მოახერხა.

ბოლო 10-წუთეულის დიდი ნაწილი სტუმრები ოდნავ უკეთ გამოიყურებოდნენ და ბოლოსკენ ოთხი ქულით იგებდნენ - 63:59, რაც თითქმის გამარჯვების გარანტიას იძლეოდა. მაგრამ აქ ისევ გაიბრწყინა მეორე მატჩის გმირმა დიმიტრის დიამანტიდისმა, რომლის მონდომებით "პანათინაიკოსს" მინი-სპურტი გამოუვიდა - 6:0 და 65:63 გაიმარჯვა. სერიის მეოთხე შეხვედრაც საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება და "პაოს" "ოთხთა ფინალში" გასვლის რეალური შანსი აქვს.

მაკაბი-რეალი 57:69

10:16, 20:17, 14:19, 13:17

მ: ჯეიმსი (18+6 მოხსნა), ჰიკმენი (11+5 პასი), ოჰაიონი (11+3 ჩაჭრა), ლოგანი (11).

რ: კეროლი (16), ლიული (13), როდრიგესი (12).

სერია: 0-3

პანათინაიკოსი-ბარსელონა 65:63

20:10, 18:19, 12:22, 15:12

პ: ბრამოსი (14), დიამანტიდისი (12), ლასმე (11+8 მოხსნა).

ბ: ნავარო (17), იასიკიავიჩუსი (13), ტომიჩი (12+9 მოხსნა).

სერია: 2:1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროთასების პირველი ტიტული რუსებისაა

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა