ნოდარ აკობიას გუნდმა ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა და გამარჯვება იზეიმა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც გამარჯვება იზეიმა.

ნოდარ აკობიას გუნდმა თურქეთის წინააღმდეგ შეხვედრა ასეთი შემადგენლობით დაიწყო: ქურდაძე, თვარაძე, კაციტაძე, კაკიაშვილი, ნადარაია, მამუჩიშვილი, ლაშხია, ბიძინაშვილი, ბერიძე, გოშთელიანი, ჯობავა.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, პირველ ტაიმში ანგარიში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა ლაშხიამ გახსნა. თუმცა თურქებმა მალევე გაგვითანაბრეს. მეორე ტაიმის დასაწყისში მსაჯმა ლაშხია მოედნიდან გააძევა და თითქმის მთელი ტაიმი ჩვენი ფეხბურთელები ათი კაცით უმკლავდებოდნენ მეტოქეს. ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა.

ტურნირის დებულების მიხედვით, გუნდებმა თერთმეტმეტრიანები დამატებითი დროის გარეშე დაარტყეს და გამარჯვება ჩვენს გუნდს ერგო. ქართველებმა ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულეს, ხოლო საქართველოს ნაკრების მეკარემ, ბექა ქურდაძემ სამი პენალტი მოიგერია.

18 აპრილს ჩვენი 17-წლამდელები ბულგარეთში მეორე შეხვედრას გამართავენ და მათი მეტოქე მასპინძელთა ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 15 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

20 აპრილს, ტურნირის დასკვნით მატჩში, საქართველოს ნაკრები კვიპროსს შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U17. თურქეთი VS საქართველო - ნოდარ აკობიას გუნდი ბულგარულ ტურნირში ერთვება

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა