სფფ-ის მიერ გაჟღერებული პროექტის შესახებ აზრის დაფიქსირება "ზესტაფონის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვთხოვეთ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას მიერ გაჟღერებული პროექტის (საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გაერთიანებული პრემიერლიგა) შესახებ აზრის დაფიქსირება ვთხოვეთ "ზესტაფონის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ამჟამად ბავშვთა ფეხბურთში მომუშავე გიორგი ჭიაბრიშვილს.

- გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტს აქვს პლუსები, მაგრამ იმდენი უარყოფითი დავაფიქსირე, მეეჭვება, ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღისთვის მისი განხორციელება გვიღირდეს.

არ ვიცი, ეს პროექტი აზრად ვის მოუვიდა, ან რა სიკეთე დაინახეს, ასე რომ აიტაცეს.

- მიუღებელი რა არის?

- ის, რომ ეს მხოლოდ დროებითი გამოსავალია. გრძელვადიან სამომავლო გეგმებსა და იმედებს მასზე ვერ დავამყარებთ. მეეჭვება, ეს რაიმე შედეგისა და პროგრესის მომტანი იყოს.

- ზოგიერთი კლუბისა და ფეხბურთის ფედერაციის აზრით, ახალი ჩემპიონატი სტადიონებზე მაყურებელს მიიზიდავს, სპონსორებს დააინტერესებს და შემოსავლებს გაზრდის.

- მე მჯერა, რომ ამ რესურსების მოზიდვა საქართველოს ჩემპიონატშიც არის შესაძლებელი, ოღონდ უფრო ორგანიზებულნი თუ ვიქნებით და ბევრ სხვა პრობლემასაც მოვაგვარებთ.

- გაერთიანებული ჩემპიონატით ჩვენი კლუბების დონის გაზრდას იმედოვნებენ...

- ეს არის ერთ-ერთი უპირველესი იმედი, მაგრამ ამაში ეჭვს შევიტანდი. სიმართლე გითხრათ, ამ ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებით ჩვენი გუნდების კლასის გაზრდაზე ლაპარაკი ილუზია მგონია. კლასის ამაღლებისთვის დიდ გუნდებთან სპარინგებია საჭირო. აზერბაიჯანსა და ყაზახეთს კი ჩვეულებრივი, ჩვენი დონის ჩემპიონატები აქვთ და ბევრს ვერაფერს შეგვძენენ.

მეორე მხრივ, გაერთიანებულ ჩემპიონატში ერთი ქვეყნიდან ექვსი ან რვა გუნდი ითამაშებს - ესეც აშკარა მინუსი იქნება, რადგან მათსა და დანარჩენ ქართულ კლუბებს შორის სხვაობა გაიზრდება, საქართველოს ჩემპიონატი კი მეორეხარისხოვანი გახდება.

ესეც სათქმელია: ჩვენ, აზერბაიჯანელებსა და ყაზახებს განსხვავებული საფეხბურთო მენტალიტეტი და გემოვნება გვაქვს და ერთმანეთს რამდენად შევუხამებთ? ჩემი აზრით, თანხვედრა არც ჩვენი ქვეყნების სპორტულ ინტერესებშია.

ამიტომაც მიმაჩნია, რომ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ საკუთარი ჩემპიონატის დონის გაზრდაზე, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ბავშვთა ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოსწორებაზე. ამ ტურნირის ორგანიზებისთვის გათვალისწინებული თანხები საქართველოს ჩემპიონატს მოვახმაროთ.

ქართულ ფეხბურთს სხვა, უფრო ძირეული პროექტების განხორციელება ესაჭიროება და არა მსგავსი ჩემპიონატის ჩატარება.

- მეორეც, საკითხავია: არსებობს კი იმის თანხები, რომ ჩვენმა გუნდებმა აზერბაიჯანელებსა და ყაზახებს კონკურენცია გაუწიონ?

- დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო ნიჭით მათზე ბევრად მაღლა ვდგავართ, მაგრამ საკამათო არც ის არის, რომ ორივე ქვეყანას ჩვენზე გაცილებით მეტი ფინანსები აქვს, მათ ლიდერებს კი ჩვენს ფავორიტებზე ათჯერ მეტი ბიუჯეტი.

მაგალითად, ბაქოს "ნეფთჩის" მეპატრონე გუნდს ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს ახარჯავს. ამხელა ბიუჯეტი ყველა ქართულ კლუბს ერთად აღებულს არ ექნება. და თუ მათ ამ მონაცემებით არ მივუახლოვდებით, ერთობლივ ჩემპიონატში ძალიან გაგვიჭირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ

გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა

nika
ეს გეგმარი არასერიოზულია!..თუ ვინმეს ჩვენი ფეხბურთისთვის სასიკეთო საქმის გაკეთება უნდა (და არა საკუთარი ჯიბის გასქელება) აქ,საქართველოში იაქტიურეთ თქვე კაი ოჯახიშვილებო!...
gia
თანაც აზერებიც და ყაზახებიც ჩვენებს დაჩაგრავენ, ჩვენები კი ფუკზე გაიყიდებიან.
roma
ჭიაბერაშვილის ბჟუტური ვის აინტერესებს ნეტა?ამ საქმეზე პროFესიონალებმა უნდა იმსჯელონ,როგორებიც არიან,ხურცილავა,ჩივაძე,გაბელია,სულაქველიძე,გუცაევი და ამნაირმა ხალხმა და არა ჭიაბერაშვილმა,და სხვებმა,ასევე 2-იგოლის საკუთარ კარში გამტანებმა.მხოლოდ პროფესიონალებს,ვინც ერთგულად ემსახურა ქართულ ფეხბურთს და მისთვის ყველაფერი გააკეთა.
aleqsi
აზერბაიჯანსა და ყაზახეთს კი ჩვეულებრივი, ჩვენი დონის ჩემპიონატები აქვთ და ბევრს ვერაფერს შეგვძენენ. მაგალითად, ბაქოს "ნეფთჩის" მეპატრონე გუნდს ყოველწლიურად 40 მილიონ დოლარს ახარჯავს. ამხელა ბიუჯეტი ყველა ქართულ კლუბს ერთად აღებულს არ ექნება. და თუ მათ ამ მონაცემებით არ მივუახლოვდებით, ერთობლივ ჩემპიონატში ძალიან გაგვიჭირდება. ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებთ ბატონო გიორგი .
guja_kakhadze
პროექტი საინტერესოა, მაგრამ ავტორი რატომღაც გასაიდუმლოებულია. რესპოდენტს ვეთანხმები, რომ ადგილობრივი ჩემპიონატის დონის ამაღლება უნდა მოხდეს, მაგრამ არ ამბობს როგორ. დროა სიმართლის ლაპარაკი დაიწყონ ფეხბურთის მესვეურებმა თუ რატომ ვართ ამ ჭაობში!
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება