"შახტართან" უკრაინის თასის მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
17 აპრილს უკრაინის თასის მეოთხედფინალის შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან ყენიასა და ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატი" სტუმრად დონეცკის "შახტარს" ეწვია.

მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა, შეხვედრის შემდეგ კი ყენიამ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

- ვფიქრობ, პირველ ტაიმში, სადღაც 30 წუთი კარგად ვმოქმედებდით. "კარპატი" თავს იცავდა, ხოლო "შახტარს" განსაკუთრებული მომენტები არ ჰქონია. თუმცა, როცა გავუშვით, საქმე რთულად წაგვივიდა.

მეორე ტაიმშ,ი შეტევის მხრივ, კარგად ავთამაშდით, მაგრამ ბევრი შანსი მაინც არ გვქონია. რაც გვქონდა, გამოვიყენეთ.

ჩემი აზრით, კიდევ მომატება და განვითარება შეგვიძლია.

- საერთოდ, "დონბას არენაზე" "შახტარის" მოგება შესაძლებელია?

- მათ წინააღმდეგ ძალიან ძნელია თამაში. თუმცა ეს ფეხბურთია და აქ ყველაფერი შესაძლებელია. "შახტარი" ძალიან ძლიერი გუნდია და მან გვაჩვენა, რაზე გვაქვს სამუშაო.

- "ლევანტე" (ლვოვში ყენიას მეტსახელი), იყო მომენტები, როცა ინიციატივას შენს თავზე იღებდი და ბურთს "ათრევდი", ხოლო შენი თანაგუნდელები იმედგაცრუებულები იყვნენ და ცხვირები ჰქონდათ ჩამოშვებული...

- ძნელი იყო წინ მარტო თამაში...

- მოგვიყევი, რატომ დანიშნეს პენალტი?

- იგორ ჰუდობიაკმა კარგი პასი მომცა, ხოლო მე მეკარე მოვატყუე და ვხედავდი, რომ გოლს ვეღარ გავიტანდი. ამიტომ მაღალი გადაცემა მივეცი გლადკის, რომელსაც უკნიდან უბიძგეს.

- თავად არ გინდოდა პენალტის დარტყმა?

- მწვრთნელმა გადაწყვიტა, რომ პენალტი მე არ უნდა დავარტყა...

- იმ პენალტის გამო ხომ არა, რომელიც შეკრებაზე ვერ გამოიყენე?

- შესაძლოა. თუმცა მწვრთნელის გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ.

- "არსენალისთვის" მზად იქნებით?

- ახლა მთავარია, ფიზიკური ფორმა დავიბრუნო. მოტივაციასთან დაკავშირებით კი, პრობლემა არ იქნება. სამი ქულა უნდა ავიღოთ.

მომზადებულია fckarpaty.lviv.ua-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა