ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ხავი მარტინესი: "ბარსელონასაც" თამამად უნდა ვეთამაშოთ

ხავი მარტინესი: "ბარსელონასაც" თამამად უნდა ვეთამაშოთ

ბავარიელთა ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშე ჩავი ერნანდესზე, ბასტიან შვაინშტაიგერზე, იუპ ჰაინკესზე და ზოგადად, "ბარსასთან" მოახლოებულ პაექრობებზე საუბრობს
"ბაიერნისა" და "ბარსელონას" დუელებში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მიუნხენური გრანდის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი ხავი მარტინესი მოექცევა - 24 წლის ფეხბურთელი მიუნხენში გადასვლამდე ხომ კინაღამ კატალონიურ გრანდში აღმოჩნდა.

ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის მიცემულ ინტერვიუში მარტინესი, რომელიც ბავარიელთა ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა (40 მილიონი), ჩავი ერნანდესზე, ბასტიან შვაინშტაიგერზე, იუპ ჰაინკესზე და ზოგადად, "ბარსასთან" მოახლოებულ პაექრობებზე საუბრობს.

- "ბაიერნელთაგან" "ბარსელონას" ყველაზე უკეთ იცნობთ და საინტერესოა, რა მოუყევით წილისყრის შემდეგ თანაგუნდელებს კატალონიელთა შესახებ?

- ბიჭებმა ჩემს გარეშეც იციან, რა გუნდია და როგორ ფეხბურთს თამაშობს "ბარსელონა". "ბარსას” პლუსებსა და მინუსებზე ხალხი უკვე დისერტაციებს იცავს და ჩემი მოსაზრებები ბევრისთვის, შესაძლოა, უინტერესოც იყოს. თუმცა ამ ფორმაციის "ბარსელონასთან" თამაშის პირადი გამოცდილება მაქვს. სხვა საქმეა ის, რომ "ბარსასთან" წარმატებისთვის იშვიათად მიმიღწევია.

- რას უნდა მიაქციოს "ბაიერნმა" ყურადღება იმისათვის, რომ "ბარსელონასთან" წარმატებას მიაღწიოს?

- "ბარსელონელებს" ფეხბურთის თამაშის საშუალება და რაიმე ხეირიანის მოფიქრების დრო არ უნდა მისცე. თუ თუნდაც მხოლოდ ერთ წამს მიიღებენ, კატალონიელები აუცილებლად მოიფიქრებენ რაიმე ისეთს, რაც შენს კარში გატანილი გოლით დამთავრდება.

შარშანდელთან შედარებით, წლევანდელი "ბარსელონა" კიდევ უფრო დამწიფებულ გუნდად მეჩვენება, რომლის დამარცხება კიდევ უფრო ძნელია. თანაც, კატალონიელები ზაფხულში ალბათი გაძლიერდნენ, რომელიც დღესდღეობით საუკეთესო მარცხენა მცველად მიმაჩნია.

- "ბარსას" რამდენიმე მოთამაშეს პირადად იცნობთ. რომელიმეს უკვე ესაუბრეთ?

- ცოტა ხნის წინ ჩავის და დავიდ ვილიას შევხვდი, მაგრამ მაშინ წილისყრა ჯერ არ იყო ჩატარებული და არ ვიცოდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა მოგვიწევდა. წილისყრის შემდეგ არავისთან მისაუბრია.

რამდენიმე ბარსელონელთან მართლაც ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ამ 180 წუთში მეგობრობას დავივიწყებთ.

- "ბაიერნში" 8-ნომრიანი მაისურით თამაშობთ - ეს ჩავის ნომერია...

- ჩავი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო შემტევი ცენტრალური ნახევარმცველია. მიხარია, რომ მის წინააღმდეგ თამაში მომიწევს. ჩავისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მეც უკვე ბევრი რამ ვისწავლე მისგან. "ბარსელონასთან" თამაშების დროს ჩვენი უმთავრესი ამოცანა სწორედ ჩავის განეიტრალება იქნება.

- ლეო მესი?

- მესი საუკეთესო ფეხბურთელია, შესაძლოა, ყველა დროის საუკეთესოც კი. მას მარტოს შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა. გავიგე, რომ ტრავმის შემდეგ დასვენებულია და "ბაიერნთან" მატჩებისთვის გაორმაგებული შემართებით ემზადება, მაგრამ ჩვენთვის სულერთია, როგორ ფორმაში იქნება მესი - "ბაიერნის" მიზანი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა.

- "ბაიერნს" არავისზე ნაკლები ნახევარდაცვა ჰყავს. თქვენს გვერდით ნახევარდაცვის ცენტრში ბასტიან შვაინშტაიგერი თამაშობს. მას როგორ დაახასიათებთ?

- შვაინის მხარდამხარ თამაში უდიდესი სიამოვნებაა. რაკი "ბაიერნი" ორი საყრდენით თამაშობს და ეს ორნი სწორედ ჩვენ ვართ, თავიდან ყველაზე მეტი კითხვა სწორედ ბასტიანთან მქონდა და ისიც უდიდესი მონდომებით მეხმარებოდა, ყოველთვის ყველაფერს გულმოდგინედ მიხსნიდა. შვაინშტაიგერი ხარივითაა, ბუნებრივად ჯანმრთელი ხარია, რომელიც გუნდს მაგრად ეხმარება როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც. ამასთან, შვაინი უდიდესი პერსონაცაა - ისევე, როგორც ფილიპ ლამი.

- ისევე, როგორც "ბარსელონა", აქცენტს "ბაიერნიც" ბურთის ფლობაზე აკეთებს. საინტერესოა, როგორ ითამაშებთ "ბარსასთან" - შეეცდებით, რომ ბურთი თქვენ დაიჭიროთ, თუ კატალონიელებს გადააბარებთ და თქვენს შანსს დაელოდებით, როგორც ზოგადად იქცევიან ხოლმე "ბარსას" მეტოქეები?

- ჩვენს სტრატეგიაში ყველა ფაზისთვისაა დრო და ადგილი. ყველა სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ და ნებისმიერი მომენტისთვის პასუხი უნდა გვქონდეს. თუ დაგვჭირდება, ტემპს უნდა მოვუმატოთ ან პირიქით. ფაქტია, რომ "ბაიერნის" ფეხბურთელებს ბურთთან ერთად ძალიან საინტერესო რაღაც-რაღაცების მოფიქრება შეგვიძლია, რაც "იუვენტუსთანაც" დავამტკიცეთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია, "ბარსელონასაც" თამამად ვეთამაშოთ.

- "ბაიერნს" ძალიან ძლიერი ფლანგის მცველები ჰყავს. როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება შეასრულონ დავიდ ალაბამ და ფილიპ ლამმა კატალონიელებთან დუელებში?

- ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველები გვყავს. დავიდისა და ფილიპის მნიშვნელობას განსაკუთრებით კარგად მაშინ ვხვდები, როცა ვუტევთ ხოლმე. ფილიპს უკვე უდიდესი გამოცდილება უმაგრებს ზურგს და თან გუნდის კაპიტანია. ლამმა იცის, რა დროს უნდა მოუმატოს ან დააგდოს ტემპი და რაც ყველაზე მთავარია, ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებს. ალაბა კი ნელ-ნელა იზრდება და მსოფლიო დონის ფეხბურთელად ყალიბდება.

- შეუძლია დღევანდელ "ბაიერნს" გარკვეული ეპოქის შექმნა?

- ასეთ გრანდიოზულ რაღაცებზე არ ვფიქრობთ. ჩვენი მიზანი, უბრალოდ, ყველა ტიტულის მოგებაა და როგორც ხედავთ, სწორ გზას ვადგავართ. გერმანიის ჩემპიონები უკვე გავხდით და გერმანიის თასის ფინალშიც გავედით. ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა გვინდა და საბოლოოდ ჰეთ-თრიკის შესრულებაზე ვოცნებობთ.

- იუპ ჰაინკესის მუშაობას როგორ შეაფასებდით?

- როცა "ბაიერნის" წარმატებებზე ვსაუბრობთ, უმთავრესი შემოქმედი არ უნდა დაგვავიწყდეს: ამ ყველაფერში მწვრთნელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. "ბაიერნის" თამაშს სწორედ ჰაინკესის ხელწერა ეტყობა. იუპი ყველა ფეხბურთელს სიგიჟემდე უყვარს, მას ყველანი პატივს ვცემთ. ჰაინკესი არც ისე კარგად ჩატარებული თამაშების შემდეგაც კი სრულ მხარდაჭერას გვიცხადებს ხოლმე და ჩვენც ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ვასიამოვნოთ. ჰაინკესი ღირსეულად უნდა გავაცილოთ.

- შეიძლებოდა, რომ ამ ნახევარფინალში "ბარსელონას" ფეხბურთელი ყოფილიყავით. კატალონიელებს თქვენი გადაბირება ძალიან უნდოდათ, თქვენ კი არჩევანი "ბაიერნზე" შეაჩერეთ.

- ვამაყობ და ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. "ბარსელონას" ჩემი გადაბირება გაცილებით ადრეც სურდა, ბოლო დროს კი ეს მხოლოდ სპეკულაციები იყო.

- იქნება თუ არა "ბარსელონასთან" მატჩები ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს კარიერაში?

- მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი არ დაგავიწყდეთ. ისე, ჩემთვის ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია.

- წესით, ესპანეთის ნაკრებში მალე უნდა დაბრუნდეთ...

- ჰო, იმედია, მალე დავბრუნდები. "ბარსელონასთან" თამაშები ამაში დიდად დამეხმარება.

- გერმანიაში ყველაზე მეტად რასთან გაგიჭირდათ შეგუება?

- საერთო ჯამში, ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო, მაგრამ ადაპტაციისთვის გარკვეული დრო დამჭირდა. ახალი ქვეყანა, ახალი კულტურა, ახალი ენა და ახალი თანაგუნდელები - ამ ყველაფრის გათავისებას დიდი დრო მოვანდომე, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია.

მადლობა ღმერთს, რომ კლუბის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი თანაგუნდელებმა ძალიან თბილად მიმიღეს. თუმცა რატომ მარტო თანაგუნდელებმა - "ბაიერნში" პირველივე დღიდან ყველა თანამშრომელი ძალიან კარგად მექცევა. ყველაზე მეტად ესოანური ამინდი მენატრება, მაგრამ აქაურ კლიმატსაც ნელ-ნელა ვეჩვევი. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ წარმოშობით ნავარადან ვარ და სხვათა შორის, იქაც ხშირად თოვს.

დოსიე

სახელი ხავიერ

გვარი მარტინეს აგინაგა

ეროვნება ესპანელი (ბასკი)

პოზიცია ნახევარმცველი

ნომერი 8

კლუბი ბაიერნი (2012-დან)

დაბადების თარიღი 02.09.1988

დაბადების ადგილი ესტელა/ნავარა

სიმაღლე 190 სმ

წონა 81 კგ

ესპანეთის ნაკრებში 9 თამაში

ბუნდესლიგაში 24 თამაში/2 გოლი

სხვა კლუბები

ოსასუნა 2005-06, 32 თამაში, 3 გოლი

ბილბაო 2000-12, 201 თამაში, 22 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ხავი მარტინესი: ეს იყო ჩემი პირველი გოლი ბუნდესლიგაში "ბაიერნის" მაისურით

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა