სამშობლოდან გაქცეული თუ სავარჯიშოდ წასული მოლდოველი ძიუდოისტები ქვეყანაში ჯერაც არ დაბრუნებულან
სამშობლოდან გაქცეული თუ სავარჯიშოდ წასული მოლდოველი ძიუდოისტები ქვეყანაში ჯერაც არ დაბრუნებულან.

ამ სკანდალის შესახებ "ლელო" უკვე წერდა, თუმცა მაინც შეგახსენებთ საქმის ვითარებას: იქაურთა ნაკრების ხუთი წევრი უპირობო ლიდერის, მსოფლიოს 2011 წლის პირველობის ბრინჯაოსმედალოსნისა და ევროპის იმავე წლის ვიცე-ჩემპიონ სერგიუ ტომას (81) თავკაცობით, აგრეთვე, ლონდონის ოლიმპიადის კიდევ ერთი მონაწილე ივან რემარენკო (90) და ჯერჯერობით უტიტულოები - ოქტავიან ნაკუ (60), მიხაილ მარკიტანი (66) და ვიქტორ სკვორცოვი (73), ნაკრების ყოფილ მწვრთნელ ვასილ კოლცასთან ერთად, თებერვლის შუა რიცხვებში ტაშკენტში გაემგზავრნენ და ნაკრების დაგეგმილ შეკრებაზე არ გამოცხადდნენ.

ამაზე გუნდის ახალმა თავკაცმა ვიაჩესლავ ბაკალმა განაცხადა, - მათ მოლდოვის დატოვება და სხვა ქვეყანაში - ქუვეითში ან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში გადასვლა სურთო.

მას ტაშკენტიდან უმალ გამოეხმაურა კოლცა და ბრალდებას აბსურდული უწოდა, უზბეკეთში მხოლოდ ერთობლივ შეკრებაზე ჩამოვედით აქაურთა დაფინანსებით, წამოსვლისას უკან დასაბრუნებელი ბილეთებიც შევიძინეთ და 21 მარტს კიშინიოვში ვიქნებითო.

დათქმული თარიღიც გავიდა და სადაცაა, 21 აპრილი მოვა, მაგრამ როგორც მოლდოვის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ვიაჩესლავ მანოლაკის მიერ მოლდოვურ-უკრაინული საიტებისთვის მიცემული ინტერვიუდან ირკვევა, ისინი არათუ არ დაბრუნებულან, უკვე ფედერაციასთან კონტაქტზეც კი არ გამოდიან.

"ძნელი განსასჯელია, რა მოხდება მომავალში. მე არ ვიცი მათი გეგმები, მაგრამ, სავარაუდოდ, მოლდოვის დატოვება და სხვა ქვეყანაში გადასვლა სურთ" - თქვა მანოლაკმა. აქვე მან ადრე ხსენებულ გადაყვანის მსურველი ქვეყნების სია კიდევ უფრო გაზარდა და ზემოხსენებულ დუეტს აზერბაიჯანი, უზბეკეთი და მონაკო დაამატა.

"ბოდიშის მოხდა საკმარისი არაა. გული მტკივა, ჩვენ მათში დიდი ინვესტიცია ჩავდეთ. განსაკუთრებით ტომაზე მწყდება გული, რომელსაც მივეცით ბინა, იღებდა მეტ-ნაკლებად საკმარის ხელფასსაც - კლუბიდანაც და ფედერაციიდანაც" - ესეც მანოლაკის სიტყვებია, თუმცა აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ახლანდელი პათოსი პრინციპულად განსხვავდება ადრინდელისგან.

მაშინ ისიც დაეთანხმა კოლცას და კვერი დაუკრა, ბიჭები ერთობლივ შეკრებაზე არიან და დაბრუნდებიანო, იქვე კი მომხდარის მიზეზად უფულობა დაასახელა.

მისი სიტყვით, ფედერაციას სამინისტროსგან ერთი ლეიც არ მიუღია და ამიტომ იქაურები წლეულს არც ერთ ტურნირში არ გამოსულანო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ ხსენებული ძიუდოისტები 25-28 აპრილს ბუდაპეშტში ევროპის პირველობაზე არ გამოვლენ.

სხვების რა გითხრათ - მათთვის მოლდოველ მეტოქეთა არსებობა სულერთია, რადგან არ ჰყავთ ძლიერი ძიუდოისტები; აი, 81 კილოგრამში მოასპარეზე ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ლევან წიკლაურისთვის კი ეს გვარიანი შეღავათია.

საქმე ისეც ნამდვილად არაა, თითქოს ტომასთან ჩვენებურები უშანსოდ იყვნენ - პირიქითაც შეიძლება ითქვას, მაგრამ ის მაინც ანგარიშგასაწევი ფალავანია და მისი ჩამოცილება შეღავათი ნამდვილადაა.

ეს კარგი, მაგრამ, სამწუხაროდ, სპორტსმენთა სხვაგან გადასვლა ქართული ძიუდოსთვისაც კვლავ აქტუალური გახდა.

ნამდვილად არ გვეგონა, 90-იან წლებში თუ დავბრუნდებოდით, როცა ჩვენი ძიუდოისტები სწრაფი ტემპით გადიოდნენ "ექსპორტზე", მაგრამ ამაზე უფრო დაწვრილებით ახლო მომავალში ვისაუბრებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა