წარსულში მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების მეკარის უმთავრესი ოცნება "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებაა
წარსულში მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების მეკარე ვალტერ ძენგამ განაცხადა, რომ მისი უმთავრესი ოცნება "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის დაკავებაა.

"ინტერის" ამჟამინდელ თავკაცს ანდრეა სტრამაჩონის, დიდი ალბათობით, სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლებენ და იტალიური პრესაც ამ პოსტს სხვადასხვა სპეციალისტს უკვე უკავშირებს. უფრო ხშირად ზდენეკ ზემანს ასახელებენ, თუმცა როგორც ირკვევა, ამ ვაკანსიაზე ბედის ცდას მილანური კლუბის ექს-მეკარეც აპირებს.

"მასიმო მორატისთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. "ინტერის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობა - ჩემი ოცნებაა.

ვფიქრობ, ეს სამუშაო მრავალ სპეციალისტს აინტერესებს, რადგან "ინტერი" დიდი კლუბია", - აქვეყნებს ძენგას ნათქვამს Football-Italia.

როგორც ამბობენ, "ინტერში" ძენგას კანდიდატურა გასულ სეზონშიც განიხილებოდა, თუმცა მაშინ კლუბის მფლობელმა არჩევანი საბოლოოდ სტრამაჩონიზე შეაჩერა.

52 წლის სპეციალისტს იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს - "კატანიასა" და "პალერმოში". ამჟამად კი არაბეთის გაერთიანებული საემიროების "ალ-ნასრს" წვრთნის.

ვალტერმა "ინტერში", მოთამაშის რანგში, 12 წელი გაატარა, მოიგო ჩემპიონატი და ქვეყნის თასი, ასევე - უეფას თასი (ორჯერ).

ასევე იხილეთ:

ანდრეა სტრამაჩონის განაჩენი [VIDEO]

"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა