და კიდევ უფრო ცხელი დერბი...
კვირას, ტურინში არა მარტო იტალიური, მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული დაპირისპირება შედგება: "იუვენტუსი" "მილანის" წინააღმდეგ...

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მატჩი სატურნირო ცხრილის გარეშეც პრინციპულია და დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ვინ რომელ ადგილზე იმყოფება. თუმ,ცა, ამ ჯახს სატურნირო ინტრიგაც ახლავს - "როსონერი" მეორე ადგილისთვის, ანუ ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრისთვის იბრძვის, "იუვენტუსს" კი

სკუდეტოს მოპოვება ეჩქარება...

ანტონიო კონტემ ყველა გააკვირვა, როდესაც "ლაციოსთან" შეხვედრაში სრულიად ახალი ტაქტიკა 3-5-1-1 გამოიყენა.

ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის უკან კლაუდიო მარკიზიო გაამწესა და გამოვიდა, რომ ტურინელებს მოედანზე ექვსი ნომინალური ნახევარმცველი ჰყავდათ. "გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, კონტე "მილანსაც" იმავე ტაქტიკით დაუპირისპირდება და არც შემადგენლობაში შეიიტანს ცვლილებებს.

მოკლედ, ფორვარდი ვუჩინიჩია, მის უკან მარკიზიო გაირჯება, კიდევ უფრო უკან კი ტრადიციული ხუთეული.

ჩემპიონარის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა ტური რჩება და მოგების შემთხვევაში, ტურინელები სკუდეტოს ერთი ფეხის ნაბიჯზე მიუახლოვდებიან.

ამად არის, რომ მთელი "იუვენტუსი" საბრძოლველად არის შემართული, კომენტარების ფათოსი კი დაახლოებით ასეთია: არ უნდა მოვდუნდეთ...

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "სკუდეტოს მხოლოდ მაშინ მოვიგებთ, როდესაც ჩვენი უახლოესი მდევარი დაწევის თეორიულ შანსსაც დაკარგავს. იქამდე ბრძოლაა საჭირო და ამას ვაპირებთ კიდეც. "მილანის" დამარცხება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი სწორედაც რომ სამი ქულის მოპოვებაა. ზედმეტად დაცვითი ტაქტიკა? - "ლაციოსთან" მხოლოდ ერთი თავდამსხმელი გვყავდა, მაგრამ თამაში ძირითადად მეტოქის ნახევარზე მიდიოდა. ჩვენ შევუტევთ და ამაში ტაქტიკა მხოლოდ დაგვეხმარება".

შემტევი მილანი

კაცმა რომ თქვას, მასიმილიანო ალეგრის "მილანი" არც არასდროს ყოფილა ზედმეტად დაცვითი, მაგრამ როგორც ლომბარდილები ამბობენ, "იუვენტუსთან" ცალსახად შემტევ "როსონერის" ვიხილავთ...

სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან "ნაპოლისთან" კიდევ უფრო ჩამორჩენა, ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში პირდაპირ მოხვედრასთან გამოთხოვების ტოლფასი იქნება. ეგ კი არა, ვინძლო "მილანს" "ფიორენტინაც" წამოეპაროს და დიდი ბრძოლა გაუმართოს. მოკლედ, "როსონერის" მოგება უნდა - ისე, როგორც არასდროს სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, ამჯერად ალეგრი კევინ პრინს ბოატენგს სათადარიგო კამზე დასვამს, სასტარტო შემადგენლობაში კი ბოლო ხანს დაჩაგრულ მბაიე ნიანგს ვიხილავთ. მასთან ერთად, შეტევის წინა ხაზზე სტეფან ელ შაარავი და ჯამპაოლო პაცინი გაირჯებიან.

გეცოდინებათ, რომ მარიო ბალოტელის დისკვალიფიკაცია აქვს და "იუვენტუსის" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. "მილანის" მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო კომენტარში ბალოტელიც ახსენა...

მასიმილიანო ალეგრი (მილანი): "მარიო ბალოტელი ჩვენთვის დიდი დანაკლისია, მაგრამ საბედნიეროდ, სრულ მზადყოიფნაში გვყავს ჯამპაოლო პაცინი. წინ დიდი მატჩია, რომელშიც მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს ხელს. ბევრს ეს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, ტურინელებიც მოსაგებად ითამაშებენ და წესით, კარგი ფეხბურთი უნდა გაჩაღდეს".

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (3-5-1-1): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, პელუზო - ლიხტშტაინერი, ვიდალი, პირლო, პოგბა, ასამოა - მარკიზიო - ვუჩინიჩი.

მილანი (4-3-3): აბიატი - დე შილიო, საპატა, მექსე, კონსტანტი - ამბროზინი, მონტოლივო, მუნტარი - ნიანგი, ელ შაარავი, პაცინი.

კიდევ ერთი დერბი

კიდევ ერთი დერბი და ალბათ, კიდევ უფრო ცხელი, ვიდრე რომაული და მით უმეტეს, გენუური. XXXIII ტურში, ერთმანეთის პირისპირ "კატანია" და "პალერმო" წარსდგებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ სიცილიაში დუღილის ტემპერატურა მაქსიმუმამდე აიწევს.

ამ დაპირისპირებას ხშირად მოსდევს არეულობა და თვით სისხლისღვრაც კი, ერთხელ კი ტიფოზებისა და კარაბინიერების შეტაკებას სულაც მსხვერპლი მოჰყვა... მოკლედ, მშვიდობის თემა ამ უქმეებზეც აქტუალურია და იმედია, სიცილიაში ყველაფერი რიგზე იქნება.

სერია A. XXXIII ტური

20 აპრილი

ჯენოა-ატალანტა 20.00

დისკვალიფიკაცია: ვარგასი, ბორიელო - რაიმონდი, კარმონა, დენისი.

ტრავმა: როსი - ბელინი, კაცოლა, მარილუნგო, ბუდანი, ბრიენცა.

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 17 თამაში: +7=3-7, (19-17)

უდინეზე-ლაციო 22.45

დისკვალიფიკაცია: მურიელი - ცანა.

ტრავმა: ფარაონი - რადუ, კლოზე, ლულიჩი, პერეირინია, ბროკი.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +1=1-4

ურთიერთშეხვედრები

სულ 37 თამაში: +18=9-10, (74-54)

21 აპრილი

ინტერი-პარმა 14.30

დისკვალიფიკაცია: პალეტა (პარმა).

ტრავმა: ობი, მუდინგაი, მილიტო, კასტელაცი, კივუ, ნაგატომო, სტანკოვიჩი, პალასიო, კასანო, მბაიე, გარგანო, კამბიასო, გუარინი - მარიგა, პალადინო, მაჩეაკენი.

ბოლო 6 მატჩი

+2=0-4 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 39 თამაში: +16=10-13, (58-48)

რომა-პესკარა 17.00

დისკვალიფიკაცია: გუბერტი, ბალცარეტი, ბურდისო - სკული.

ტრავმა: დე როსი, პიანიჩი, ფლორენცი - დაგოსტინო, ბოკეტი, ძაური, კროლდრუპი, კუინტერო.

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +0=0-6

ურთიერთშეხვედრები

სულ 1 თამაში: +1=0-0, (1-0)

ბოლონია-სამპდორია 17.00

დისკვალიფიკაცია: გარიჩი - კოსტა, დე სილვესტრი.

ტრავმა: პერესი, კონე - ედერი, კრსტიჩიჩი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +4=7-7, (23-28)

კატანია-პალერმო 17.00

ტრავმა: შაკა, რიკიუტი, ტერაჩანო, ალვარესი - მანტოვანი, ილიჩიჩი, მიკოლი.

ბოლო 6 მატჩი

+1=2-3 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +7=6-8, (33-34)

ფიორენტინა-ტორინო 17.00

დისკვალიფიკაცია: პასკუალი (ფიორენტინა).

ტრავმა: იოვეტიჩი, აგაცი, ვოლსკი, როსი, კამპორეზე - ბრიგი.

ბოლო 6 მატჩი

+4=1-1 +1=2-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 19 თამაში: +10=5-4, (30-14)

ნაპოლი-კალიარი 17.00

დისკვალიფიკაცია: დე სანკტისი, კამპანიარო - კონტი, პინილია.

ტრავმა: ავრამოვი, პიზანო, კოსუ (კალიარი).

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +8=12-5, (30-27)

სიენა-კიევო 17.00

დისკვალიფიკაცია: ვიტიელო (სიენა).

ტრავმა: მატეუ - სპიროპულოსი.

ბოლო 6 მატჩი

+2=3-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 18 თამაში: +7=5-6, (21-19)

იუვენტუსი-მილანი 22.45

დისკვალიფიკაცია: ბალოტელი, ფლამინი (მილანი).

ტრავმა: ანელკა, კიელინი, ჯოვინკო, პეპე - დე იონგი.

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +4=2-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 44 თამაში: +16=14-14, (57-50)

სატურნირო მდგომარეობა

შენიშვნა: სიენა - 6 ქულა, ატალანტა - 2, სამპდორია - 1, ტორინო - 1.

ბომბარდირები: 22 - კავანი (ნაპოლი); 17 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი); 15 - დენისი (ატალანტა); 14 - ლამელა (რომა); 13 - პაცინი (მილანი); 12 - იოვეტიჩი (ფიორენტინა), პალასიო (ინტერი), ტოტი (რომა), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა