მონაკოს "მასტერსზე" მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა
მონაკოს მასტერსზე მეოთხედფინალური ეტაპის მატჩები გაიმართა. პირველი სეტი წააგო ტურნირზე მთავარმა ფავორიტმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რაც მონტე კარლოში იშვიათად ხდება - 2005 წლიდან დღემდე, რაფამ აქ მხოლოდ ექვსი პარტია დათმო.

ნადალი გრიგორ დიმიტროვს ეთამაშებოდა და პირველი სეტი ისე იოლად მოიგო, რომ ყველას ეგონა - 21 წლის ბულგარელს განადგურება არ ასცდებოდა, მაგრამ დიმიტროვი სრულად აკონტროლებდა სიტუაციას მეორე სეტსა და მესამე პარტიის დიდ ნაწილში. მან გაათანაბრა სეტებს შორის ანგარიში და თანაბრად იბრძოდა გადამწყვეტ პარტიაში, მაგრამ 4:4-ზე რაფამ ბრეიკი გააკეთა და მატჩზე ჩაწოდება შეძლო - 6:2, 2:6, 6:4.

ნახევარფინალში ნადალის მეტოქე იქნება ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა, რომელმაც ასევე სამ სეტში მოუგო ენდი მარეის მძლეველს, შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას - 2:6, 6:3, 6:4. ნადალსა და ცონგას შორის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ესპანელის სასარგებლოდაა - 7:3.

მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს იტალიელმა ფაბიო ფონინიმ და სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მონტე კარლოში გრძელდება ფონინის ბრწყინვალე გამოსვლა. მან ზედიზედ მეორე ჩოგბურთელი დაამარცხა TOP10-დან - წინა დღეს ტომაშ ბერდიხს სძლია, ახლა კი რიშარ გასკე გაუშვა შინ. თან აპენინელმა ორივე მატჩი ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია.

გასკესთან მატჩში ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, როცა 4:5-ზე ფონინის სეტბოლის მოგერიება მოუწია, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე "მშრალი" ანგარიშით გაიმარჯვა, მეორე სეტში კი ფაბიომ ორი ბრეიკის ხარჯზე მოიგო და პირველი იტალიელი გახდა ანდრეა გაუდენცის შემდეგ (1995), ვინც მონტე კარლოს ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

რაც შეეხება ნოვაკ ჯოკოვიჩს, მან პირველად არ ანერვიულა ამ ტურნირზე თავისი გულშემატკივრები და მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო. თუმცა სერბის თამაში მოწოდებაზე მაინც შორს არის იდეალურისგან, რადგან მისმა გუშინდელმა მეტოქემ - იარკო ნიემინენმა სამი ბრეიკის გაკეთება შეძლო. თავად სერბმა ექვსჯერ აიღო მეტოქის მოწოდება - 6:4, 6:3.

1/4 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იარკო ნიემინენი (ფინ) 6:4, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:2, 2:6, 6:4; ფაბიო ფონინი (იტა)-რიშარ გასკე (საფ, 7) 7:6(0), 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-სტანისილას ვავრინკა (შვეიც, 13) 2:6, 6:3, 6:4.

1/2 ფინალი

ჯოკოვიჩი (1)-ფონინი; ნადალი (3)-ცონგა (6).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მონაკოს "მასტერსი" - რაფაელ ნადალის ზედიზედ 43-ე გამარჯვება

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა