ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ხელბურთი - რაც წინსვლაში დაგვეხმარება

ხელბურთი - რაც წინსვლაში დაგვეხმარება

გთავაზობთ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძის ინტერვიუს
უკვე გაუწყეთ, რომ დამთავრდა 1998-1999 წლებში დაბადებულ ხელბურთელ ვაჟთა საქართველოს პირველობა.

ფინალში დედაქალაქის "მერანმა" (ლევან მამულაშვილი, გიგი ფერაძე, ლუკა ბულბულაშვილი, ერეკლე არსენიშვილი, გიორგი უნდიაშვილი, ირაკლი კბილაშვილი, გივი ხიდაშელი, ნოდარ გაგუა, გიორგი წიკლაური, მიხეილ ჭინჭარაძე, გიორგი კვირკველია, გიორგი ფარესიშვილი, სანდრო ხანდოლაშვილი, ირაკლი აროშიძე, მიხეილ ჩიხლაძე, გიორგი დადეგაშვილი, გიორგი ბიბილეიშვილი) დაძაბულ პაექრობაში "პეგასს" სძლია და ჩემპიონობა მოიპოვა.

ასპარეზობის დამთავრების შემდეგ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ ზურაბ კაკაბაძეს ვესაუბრეთ:

- 1998-1999 წლებში დაბადებული ხელბურთელების დაოსტატებას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ, რადგან ამ ასაკის გოგო-ბიჭები 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ ფესტივალში იასპარეზებენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ჩვენ გვინდა, რომ ამ შეჯიბრებას არა მარტო ღირსეულად ვუმასპინძლოთ, არამედ კონკურენტუნარიანი გუნდებიც გვყავდეს.

ამიტომ ამ ასკში მე-3 წელიწადია, სასელექციო შეჯიბრებების შემდეგ, საქართველოს პირველობებს ვმართავთ. 2011 წელს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ შეიმუშავა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის მზადების ოთხწლიანი პროგრამა, რომელიც ხუთ ეტაპად იყოფა: 1. სელექცია, 2. ქალ-ვაჟთა ნაკრები გუნდების ფორმირება, 3. 2013 წლის შემოდგომიდან ინტენსიურ მზადებაზე გადასვლა, 4. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობით სათამაშო გამოცდილების მიღება და 5. თბილისის ფესტივალზე წარმატებული გამოსვლა.

გეგმის შესაბამისად, 2011 წლიდან ამ ასაკის გოგო-ბიჭებისთვის საქართველოს პირველობების ჩატარება დავიწყეთ.

წლეულს ვაჟებში 19 და გოგონებში 12 გუნდი გამოდიოდა. გოგონებს ფინალური შეხვედრები ჯერ კიდევ წინ აქვთ. ბიჭებში იმიტომ დავაჩქარეთ პირველობის დასრულება, რომ ტურნირის მონაწილე ხელბურთელებისგან დაკომპლექტდება ორი ნაკრები, რომლებიც 1996-1997 წლებში დაბადებულთა საქართველოს პირველობაში ითამაშებენ.

14-15-წლამდელთა ტურნირი ხუთ ეტაპად ჩატარდა. აშკარად იგრძნობოდა, რომ ბიჭები ასპარეზობიდან ასპარეზობამდე იზრდებოდნენ.

საგულისხმოა ისიც, რომ ნაკრების კანდიდატები არა მარტო მშობლიურ გუნდებში იმაღლებენ ოსტატობას, არამედ კვირაში სამჯერ ფიზიკურ მომზადებაში ცნობილ სპეციალისტ მამია ტუღუშთან ვარჯიშობენ.

ამასთანავე, 1-8 აპრილს ამ ასაკის ნაკრები მთავარი მწვრთნელის - დიმიტრი აბესაძის ხელმძღვანელობით მინსკში იმყოფებოდა და ბელარუს თანატოლებთან ერთკვირიანი საწვრთნელი შეკრება გაიარა. ამხანაგური საკონტროლო შეხვედრებიც გამართა ბელარუსის ნაკრებთან, რაც ფრიად ნაყოფიერი გამოდგა.

აქვე ამ ასაკის გოგონებზეც მინდა გითხრათ: საქართველოს პირველობაზე მათ სამი წრე ითამაშეს, გამოვლინდა რვა უძლიერესი გუნდი. ისინი მაისში მედლებისთვის იბრძოლებენ.

გოგონათა ნაკრებიც ელისო ჟურულიშვილის ხელმძღვანელობით ბაქოში ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იყო და აზერბაიჯანის ნაკრებთან საკონტროლო შეხვედრები გამართა.

- კარგია, რომ ახალგაზრდებს ასეთ ყურადღებას აქცევთ, მაგრამ ეროვნულ ჩემპიონატზე რას გვეტყვით?

- პირველობაში წლეულს მხოლოდ ხუთი გუნდი მონაწილეობს, რადგან მწირი ფინანსების გამო კლუბები შეჯიბრებაში ვერ მონაწილეობენ. ვინც ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობს, მათაც დიდად არ ულხინთ, ამიტომ ევროტურნირებში რამდენიმე წელიწადია, ვეღარ გამოდიან, ხელბურთელებსაც მოტივაცია აკლიათ.

ეს კი, სამწუხაროდ, დაღს ასვამს ეროვნულ ნაკრებს, არადა, წლეულს, ოქტომბრის მიწურულს, 2015 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობაა დაგეგმილი.

ძირითადად ლეგიონერების ხარჯზე მოგვიწევს ფონს გასვლა, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე ხელბურთელები უსახსრობის გამო სათანადოდ მომზადებას ვერ ახერხებენ.

ყოველივეს მიუხედავად, უიმედოდ მაინც არ ვართ, რადგან აქტიურად დაგვიდგა გვერდით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: სრულად დაგვიფინანსა 2015 წლის პროგრამით ახალგაზრდა ხელბურთელთა მომზადება და ეროვნული ნაკრებისთვისაც გამოგვიყო თანხები.

სპორტის სამინისტრო ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად აქტიურად გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას - 1917 წელს 19-წლამდელთა მსოფლიოს პირველობის ფინალურ ეტაპს ვუმასპინძლოთ.

ეს ის ასაკია, რომელიც 2015 წლის თბილისის ფესტივალზე გამოვა. ოთხი წლის შემდეგ კი, საკმაოდ კარგი გუნდი გვეყოლება.

ჩვენს წინადადებას დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციაც: თბილისში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი - საშეჯიბრო კომისიის თავკაცი ლეონ კალინი მოავლინა.

სტუმარმა დაათვალიერა თბილისის, ქუთაისის, თელავისა და ბათუმის ბაზები, სასტუმროები, ინფრასტრუქტურა.

შეხვდა სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანსა და სეოკ-ის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვს. ბატონი კალინი ვიზიტით კმაყოფილი დარჩა.

მსოფლიოს პირველობისთვის მოსამზადებლად აუცილებელი მოთხოვნების შესახებ საკუთარ შეხედულებებს იგი უახლოეს დღეებში მოგვაწვდის. ორი კონკურენტი გვყავს - ხორვატია და სამხრეთ კორეა.

ივნისის ბოლოს ამ სამიდან ორი კანდიდატის ვინაობა გაირკვევა, რომელთაგან ერთ-ერთს 2013 წლის ოქტომბერში, დოჰაში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის კონგრესზე მსოფლიოს პირველობის მასპინძლად დაასახელებენ.

- კალინის გარდა, თქვენს ფედერაციას სხვა სტუმარიც ჰყავდა.

- საერთაშორისო ფედერაციის პროგრამის - "სკოლის ხელბურთის" ფარგლებში ცნობილი ჩეხი ექსპერტი ფრანტიშეკ ტაბორსკი გვეწვია, რომელმაც საჯარო სკოლების ფიზაღზრდის მასწავლებლებისთვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარა ქუთაისში, ყვარელსა და თბილისში.

ორასამდე პედაგოგმა გაიარა სწავლება და შესაბამისი სერტიფიკატებიც მიიღეს.

მომდევნო კვირას თბილისში ჩამოვა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის მსაჯთა და დელეგატთა კომისიის თავმჯდომარე უნგრელი შანდორ ანდორკა, რომელიც სამდღიან სემინარებს ჩაატარებს დელეგატებთან და მსაჯებთან.

მერე კი მწვრთნელების ჯერიც დადგება. ასე რომ, ფრიად გადატვირთული გრაფიკი გვაქვს - დაძაბული და საქმიანი სეზონი გველის, რასაც ქართული ხელბურთის წინსვლისთვის გამოვიყენებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კალანდაძის ნაცვლად საქართველოს ნაკრებს უცხოელი მწვრთნელი ეყოლება

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისრაელს მოუგო, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია

პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა