ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

მსოფლიოს სია, საევროპო რეიტინგი და პერსპექტივა

მსოფლიოს სია, საევროპო რეიტინგი და პერსპექტივა

უპრიანია, კონტინენტის პირველობის წინ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ძიუდოისტთა მსოფლიოს რეიტინგს
ალბათ, უპრიანია, კონტინენტის პირველობის წინ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ძიუდოისტთა მსოფლიოს რეიტინგს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე წილისყრა განთესვით მოხდება.

მით უფრო, სადღეისოდ ქართველებს რეიტინგში მოწინავე პოზიციები უჭირავთ (კიდევ უფრო მყარია ჩვენებურთა პოზიციები ევროპულ რეიტინგში), რაც წარმატების არა სრული, მაგრამ მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რადგან ძლიერებთან შეხვედრა დასკვნით ეტაპამდე არ მოუწევთ.

რეიტინგი იმის გაგების საშუალებას ნადვილად გვაძლევს, მოწინავეთა ოთხეულიდან ანუ წონის ელიტიდან ვის ასცდებიან ან შეხვდებიან ფინალამდე, ნახევარფინალამდე ანუ მედლების მოპოვების შანსებზე გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის.

ბუნებრივია, სადღეისოდ სურათი ვერანაირად ვერ იქნება სრულყოფილი, რადგან ლიდერების ნაწილი აუცილებლად გამოტოვებს ევროპირველობას, ჩვენ კი ჯერ არ ვიცით ასეთთა ვინაობა, მაგრამ ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს - ევროპის ჩემპიონატზე მეორე-მესამე ნომრად განთესილები, შეიძლება, მსოფლიოს რეიტინგში 10-ეულს მიღმაც იყვნენ ანუ საშუალო დონის ფალავნებს მიეკუთვნებოდნენ.

მსოფლიოს სია

თავდაპირველად საერთაშორისო რეიტინგს გადავავლოთ თვალი და ევროპის პირველობაზე გამომსვლელებზე ვთქვათ, სადაც დღეისათვის ხუთ წონაში - 60, 66, 81, 90 და +100-ში ხუთეულში შევდივართ.

ამათგან ყველაზე უკეთეს მდგომარეობაში 90-ში ვართ, ვინაიდან ევროპის ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი 1668 ქულით სულაც რეიტინგის ლიდერია და გვარიანად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ 1298-იან კუბელ ეშლი გონსალესს. 1072 ქულით მეორე ადგილზე ჩაინაცვლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (66), თორემ ერთხანს ისიც ლიდერობდა სიას.

ახალგაზრდებში ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონმა, 1120-ქულიანმა დავიდ ლაროსემ ჩვენებურს მშობლიური პარიზული "დიდი მუზარადის" მოგებით გადაუსწრო, თუმცა ისიც სათქმელია, შავდათუაშვილმა ტრავმის გამო ოლიმპიადის შემდეგ მხოლოდ ერთ ტურნირში იჭიდავა - გერმანიის "დიდ პრიზზე" და მეხუთეზე გავიდა, ბრინჯაოსთვის შალვა ქარდავასთან არ იჭიდავა.

976-ქულიანი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) რეიტინგში მესამეა, 910-იანი ამირან პაპინაშვილი (60) - მეოთხე, 906-იანი ადამ ოქრუაშვილი (906) - მეხუთე.

დარჩენილ ორ წონაში ათეულშიც ვერ შევდივართ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა 100-ში გვაქვს, სადაც ყველაფერი თავიდანაა დასაწყები.

აქ 15 კაცში ორი მონაწილე გვყავს, მაგრამ ორივე სპორტიდანაა წასული - აწ უკვე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი მეცამეტეა, ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე - მეთხუთმეტე.

მოქმედ სპორტსმენთაგან აქ საუკეთესო იოსებ მსხალაძეა - 39-ე ადგილი 194 ქულით, ევროპის პირველობაზე მოასპარეზე დავით ლორიაშვილი კი 156-ით 50-ეა.

ცხადია, ბუდაპეშტში მას თავიდანვე ძლიერებთან მოუწევს პაექრობა, თუ წილისყრამ ცოტა არ გაუმართლა.

შედარებით უკეთესი მდგომარეობაა 73-ში, სადაც ნუგზარ ტატალაშვილს ლიდერობა ზებედა რეხვიაშვილმა ჩამოართვა.

ის 396 ქულით მე-17 ადგილზეა, ტატალაშვილი 350-ით - 21-ე. ევროპის პირველობის კიდევ ერთი მონაწილე - ლევან წიკლაური (81) 402 ქულით 24-ეა.

სამწუხაროდ, ამჯერად კონტინენტის პირველობაზე ქალებში მონაწილე არ გვეყოლება, თუმცა მაინც გადავხედოთ იმათ რეიტინგსაც.

მით უფრო, სიებში სულ ორი ჩვენებურია - 70 კილოგრამში ნინო ოძელაშვილი 1 ქულით 150-ეა, მძიმეწონოსანი ირინა ლეონიძე კი 260-ით მსოფლიოს რეიტინგში 27-ეა, ევროპულში - მეცხრე.

უახლოეს ხანებში ახალგაზრდებისა და ჭაბუკების ევროპულ რეიტინგსაც შემოგთავაზებთ, სადაც ბევრად უკეთესი მდგომარეობა გვაქვს.

საევროპო რეიტინგი და პერსპექტივა

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ვაჟებს, სადაც ევროპულ ჩათვლაში მსოფლიოსთან შედარებით კიდევ უფრო უკეთესი მდგომარეობა გვაქვს - ევროპელთა შორის ლიპარტელიანის გარდა, ჭრიკიშვილიც პირველია, პაპინაშვილი და შავდათუაშვილი - მეორე, ოქრუაშვილი - მესამე, რეხვიაშვილი - მეექვსე, ტატალაშვილი - მეცხრე, წიკლაური - მეცამეტე.

ცხადია, ევროპის ჩემპიონატზე ისინი განთესილთა შორის იქნებიან და ძლიერ კონკურენტებს ნახევარფინალამდე არ შეხვდებიან.

თან კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კონტინენტის პირველობაზე ბევრი უცხოელი ლიდერი არ იასპარეზებს.

60 კგ.

მაგალითად, ამ წონაში პაპინაშვილს რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი არსენ გალსტიანი უსწრებს, მაგრამ ის არ ჭიდაობს.

ასევე არ იქნება რუსთა მეორე ლიდერი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი, ვისთანაც ჩვენებური კარიერაში ოთხჯერვე დამარცხდა. ამდენად, გალსტიანის არყოფნაში პაპინაშვილი ბუდაპეშტში პირველ ნომრად იქნება განთესილი.

საევროპო გუნდში ბეთქილ შუკვანიც (თუმცა როგორც ამბობენ, ამ ბიჭის საქმე სულაც გაურკვეველია) რომ მოხვედრილიყო, მაშინ მეორე ნომერი იქნებოდა, რადგან ევროპულ რეიტინგში მეოთხეა.

ახლა ბუდაპეშტში მეორე ნომრად ფრანგი ევროპის ექსჩემპიონი სოფიან მილუ იქნება, მესამედ - ავსტრიელი ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ლუდვიგ პაიშერი.

თუმცა ამათ ჯერ ნახევარფინალში ერთმანეთთან მოუწევთ ურთიერთობის გარკვევა, ჩვენებურს კი ფინალამდე ვერ შეხვდებიან.

პაპინაშვილს ნახევარფინალში ებრაელი არტიომ არშანსკი ელოდება, ან მისი არგამოსვლის შემთხვევაში - ბრიტანელი ეშლი მაკენზი (ცხადია, ისინი მანამდე თუ არ წააგებენ). პაპინაშვილი არშანსკის ერთხელ შეხვდა და მოუგო, მაკენზისთან კი სამი ბრძოლიდან ბოლო ორში იმარჯვა.

66 კგ.

ფინალამდე ვერც შავდათუაშვილი შეხვდება ლაროსეს, ნახევარფინალში კი შეიძლება, ძველ ნაცნობს, ებრაელ გოლან პოლაცკის გადაეყაროს. თუ ესეც დაისვენებს, მაშინ მისი გზა ისევ მასპინძელ მიკლოშ უნგვართან გადაიკვეთება.

ოღონდ ამ წონაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი საყურადღებო გარემოება - აქ ამოინაცვლა უკრაინელთა ევროპისა და მსოფლიოს ქართველმა ჩემპიონმა გიორგი ზანთარაიამ.

ახალ წონაში მან მხოლოდ ორგან იასპარეზა და ორივე ტურნირი მოიგო - ვარშავაში და სამსუნში, თუმცა ჯერ მაღალი რეიტინგი არ აქვს.

რაც ამ წონაში ევროპაზე გამომსვლელთა თუ დამსვენებელთა სიები ვიცით, მისი მიხედვით ზანთარაია მეცხრეა ანუ განუთესავებში იქნება, ამ შემთხვევაში კი ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება შეხვდეს შავდათუაშვილს.

73 კგ.

რეხვიაშვილის წინ მდგომი ევროპული ხუთეულიდან რუსთა ოლიმპიური ჩემპიონი მანსურ ისაევი და ფრანგი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოსა და ოლიმპიური პრიზიორი უგო ლეგრანი არ ჭიდაობენ, რის გამოც ჩვენებური მეოთხე ხდება ანუ ნახევარფინალში ჰოლანდიელ მსოფლიოს ორგზის და ევროპისა ვიცე-ჩემპიონ დექს ელმონტზე გადის.

იმ შემთხვევაში, თუ არც ბელგიელი ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი დირკ ვან ტიხელტი გამოვა, მაშინ რეხვიაშვილი მესამე გახდება და რუს მურად კოძოკოვზე გავა, მისთვის კი რომელი ვარიანტი ჯობია, თავად განსაჯეთ.

ცოტა ძნელია ტატალაშვილის შანსებზე საუბარი, რადგან მას ძლიერებთან უფრო ადრე მოუწევს პაექრობა.

81 კგ.

ჭრიკიშვილს გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი და რუსი მურატ ხაბაჩიროვი ფინალამდე ასცდებიან, განთესილთაგან კი ნახევარფინალში მეორე რუსს - ივან ვორობიოვს შეიძლება შეხვდეს.

ამ წონაში რუსთა ლიდერი მაინც სხვები არიან და არა - ვორობიოვი, რომელსაც ჯერ გამოცდილებაც აკლია.

ჭრიკიშვილი მას ორჯერ შეხვდა და ერთხელ მოუგო. წიკლაური განთესილთა შორის ვერ მოხვდება და თავიდან ბოლომდე მედგრად უნდა იბრძოლოს.

90 კგ.

პირველი ადგილის დამსახურებით, ლიპარტელიანი ფინალამდე ასცდება ილიას ილიადისს და რუსთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონს, მისთვის უხერხულ კირილ დენისოვს.

ლოგიკით, ესენი ნახევარფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ჩვენებურს კი იმ ეტაპზე მეორე რუსი - კირილ ვოპროსოვი ელოდება.

ვფიქრობ, ქართველმა მას უკვე მოუძებნა გასაღები - შარშან ჩელიაბინსკში ევროპის პირველობის ფინალში ისე დამაჯერებლად მოუგო, იოტისოდენა შანსიც არ დაუტოვა და პირად შეხვედრებში ანგარიშიც გაათანაბრა - 2:2.

100 კგ.

სამწუხაროდ, ამ წონაში განთესვაზე ზედმეტია ლაპარაკი. აქ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ და ვიზრუნოთ ქულების მოპოვებაზე, მაგრამ კადრები?

+100 კგ.

ოქრუაშვილი ევროპელთა შორის რეიტინგით მესამე კია, მაგრამ მეორე ნომრად მყოფი რუსი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი ალექსანდრ მიხაილინი ბუდაპეშტში არ იქნება.

ამდენად, მეორე ნომრად ოქრუაშვილი განითესება ანუ ნახევარფინალში მისთვის უხერხული მეტოქე, გერმანელი ანდრეას ტოლცერი დაეჯახება...

მთლად კარგი პერსპექტივა არც ესაა, თუმცა ფრანგ ტედი რინერიზე უკეთესი ვარიანტი ნამდვილადაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა