ნოვაკ ჯოკოვიჩმა მონტე კარლოში რევოლუცია მოახდინა
მოულოდნელად დასრულდა მონაკოს მასტერსი - რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო ამ ტურნირის ზედიზედ მეცხრედ მოგება, რადგან ფინალში ორი სეტი დაუთმო ნოვაკ ჯოკოვიჩს. თუმცა, სანამ ფინალურ მატჩზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით ნახევარფინალების შესახებ.

ტურნირის მთავარი ფავორიტი რაფაელ ნადალი გრიგორ დიმიტროვთან უმძიმესი მეოთხედფინალის შემდეგ ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ხვდებოდა. პირველ სეტში პირველი ბრეიკ-პოინტები ფრანგმა ჩოგბურთელმა მოიპოვა - მეოთხე გეიმში მას სამი შანსი ჰქონდა, მაგრამ ესპანელმა სამივე საფრთხე მოიგერია. ნადალს ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - მან მეხუთე და მეცხრე გეიმებში აიღო მეტოქის მოწოდება და სეტი 6:3 მოიგო.

ამას მოჰყვა მეორე სეტის სტარტზე რაფას რიგით მესამე ბრეიკი, სულ მალე კი ესპანელი 5:1 დაწინაურდა, რითაც მატჩი ყველას დასრულებული ეგონა. მხოლოდ ცონგა არ ფიქრობდა ასე. მან პირველი ბრეიკი გააკეთა მატჩში და შეამცირა სხვაობა - 2:5. ჟომ მერვე გეიმში სამი მატჩბოლი გადაარჩინა - 3:5. შემდეგ იყო კიდევ ერთი ბრეიკი და საკუთარი გეიმის მოგება და ანგარიში გათანაბრდა!

ტაი-ბრეიკამდე ცონგას კიდევ ერთი მატჩბოლის მოგერიება 5:6-ზე მოუწია. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ თავიდან თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ 3:3-ზე ესპანელმა მინი-ბრეიკი გააკეთა და ზედიზედ ოთხი ქულის აღებით სეტი და მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რაფაელ ნადალის მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ფაბიო ფონინის შეხვედრაში გამოვლინდა. იტალიელმა კარიერაში საუკეთესო ტურნირი ითამაშა - მან ზედიზედ მოუგო რეიტინგის ტოპ-ათეულის ორ წევრს (ბერდიხი, გასკე) და პირველად გავიდა მასტერსის სერიის ტურნირის ნახევარფინალში. თუმცა აპენინელი ცუდ დროს გადაეყარა ჯოკოვიჩს, რომელიც საწყის ეტაპებზე პრობლემების შემდეგ აშკარად კარგ ფორმაში შევიდა. ეს აღნიშნულმა მატჩმაც დაადასტურა.

52 წუთში სერბმა ოთხი ბრეიკი შეასრულა, საკუთარ მოწოდებაზე კი მხოლოდ რვა გათამაშება წააგო.

ასე რომ, მონტე კარლოში მივიღეთ 2009 და 2012 წლების ფინალების გამეორება. ოთხი წლის წინ რაფას სამი სეტი დასჭირდა ჯოკოვიჩის დასამარცხებლად. სამაგიეროდ, შარშან მხოლოდ ოთხი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის.

სხვათა შორის, ტრადიციული მეტოქეები პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს 2012 წლის როლან გაროსის ფინალის შემდეგ. 21 აპრილის მატჩი 34-ე იყო ამ ჩოგბურთელთა დაპირისპირებაში და უპირატესობა ნადალს ჰქონდა - 19:14.

ჩოგბურთელები კორტზე ადგილობრივი დროით 14 საათზე გავიდნენ, მაგრამ მოთელვისას გაწვიმდა და ფინალის დაწყება ერთი საათით გადაიდო.

ნოვაკს საბრძოლო განწყობა ეტყობოდა. შარშანდელი ფინალისგან განსხვავებით, ის იოლად უმკლავდებოდა ნადალის მოჭრილ დარტყმებს. პირველი სეტის ყველა გეიმი დაძაბულ ბრძოლაში მიდიოდა, მაგრამ ბოლოს, ყოველ ჯერზე უფრო ძლიერი ჯოკოვიჩი რჩებოდა. მან ორიდან ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენება შეძლო და 5:0 წაიყვანა ანგარიში.

მეექვსე გეიმში სერბმა მიღებაზე ხუთი სეტბოლი მიიღო, მაგრამ ნადალმა ყველა მოიგერია და არ დაუშვა ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთდაპირისპირების ისტორიაში პირველად სეტში "მშრალი" ანგარიში. უფრო მეტიც, ნადალმა ბრეიკიც გააკეთა, შემდეგ მიღებაზე კიდევ ორი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მერვე სეტბოლზე გარისკა, ორმაგი შეცდომა დაუშვა და 2:6 წააგო.

მეორე სეტის დასაწყისში ნოვაკს ჩავარდნა ჰქონდა. სერბმა შეცდომებს უმატა, რაფაელი კი უფრო დამაჯერებლად ათამაშდა და მეორე ცდიდან გააკეთა ბრეიკი. ესპანელი ძალიან ახლოს იყო სეტებს შორის ანგარიშის გათანაბრებასთან - ის 6:5-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ბრწყინვალედ წარმართა მე-12 გეიმი და პარტია ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა.

მე-13 გეიმი ნადალმა ძალიან ცუდად ჩაატარა - თავიდანვე ჩამორჩა და მეტოქეს ხუთმაგი მატჩბოლი მისცა. ჯოკოვიჩმა პირველივე შანსი გამოიყენა და შეწყვიტა მონტე კარლოში რაფას 45-მატჩიანი მოგებათა სერია.

ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო მონაკოს ტურნირი და ახლა მასტერსების სრული კოლექციისთვის ცინცინატის ტიტული არ ჰყოფნის. აქ მას ოთხი ფინალი აქვს წაგებული - ორი როჯერ ფედერერთან და ორიც - ენდი მარეისთან. "დიდ სლემზე" კოლექციის შესავსებად კი მას როლან გაროსის მოგება აკლია. ნოვაკმა ისე ითამაშა მონაკოს მასტერსზე, რომ შეიძლება საფრანგეთის ღია პირველობაზეც დაამხოს ნადალის ჰეგემონია.

1/2-ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ფაბიო ფონინი (იტა) 6:2, 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6) 6:3, 7:6(3).

ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3) 6:2, 7:6(1).

ჯოკოვიჩის ტიტულები (37)

2013 - მონტე კარლო, დუბაი, ავსტრალიის ღია, აბუ დაბი;

2012 - შემაჯამებელი, შანხაი, პეკინი, ტორონტო, მაიამი, ავსტრალიის ღია;

2011 - აშშ-ის ღია, მონრეალი, უიმბლდონი, რომი, მადრიდი, ბელგრადი, მაიამი, ინდიან უელსი, დუბაი, ავსტრალიის ღია;

2010 - პეკინი, დუბაი;

2009 - პარიზი, ბაზელი, პეკინი, ბელგრადი, დუბაი;

2008 - მასტერსის თასი, რომი, ინდიან უელსი, ავსტრალიის ღია;

2007 - ვენა, მონრეალი, ეშტორილი, მაიამი, ადელაიდა;

2006 - მეცი, ამერსფორტი.

მასტერსის გამარჯვებულები

1. რაფაელ ნადალი - 22

2. როჯერ ფედერერი - 21

3. ანდრე აგასი - 17

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 14

5. პიტ სამპრასი - 11.

6. ენდი მარეი - 9

7. ტომას მუსტერი - 8

8. მაიკლ ჩანგი - 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მონაკოს "მასტერსი": რაფაელ ნადალსაც გაუჭირდა

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
[VIDEO] მაგიური დუელი ტურინში - სინერმა ალკარასი დაამარცხა
"რაც არ უნდა მოხდეს ტურინში, მე ამ მომენტით უკვე სასწაულად ბედნიერი ვარ" - იანიკ სინერმა წელს მე-8 ტიტული მოიგო
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა