მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბერლინის "ჰერტამ" ელიტაში დაბრუნება ოფიციალურად გაიფორმა
ლევან კობიაშვილი მომავალი სეზონიდან კვლავ პირველ ბუნდესლიგაში ითამაშებს - სწორედ ეს არის გასულ უქმეებზე მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გამოსარჩევი ამბავი.

მეორე ბუნდესლიგის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე ბერლინის "ჰერტამ" ელიტაში დაბრუნება ოფიციალურად გაიფორმა. კობის გუნდმა მორიგ ტურში 1:0 დაამარცხა "ზანდჰაუზენი", ლევანმა კი 54-ე წუთამდე ითამაშა.

ამ შეხვედრას ბერლინში 45 ათასი ადამიანი დაესწრო. თამაშის შემდეგ ფეხბურთელებმა და ფანებმა ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს.

სასიამოვნოა, რომ ამ მატჩში კობიმაც მიიღო მონაწილეობა.

ვიმედოვნებთ, ვეტერანი ქართველი მომავალ სეზონში პირველი ბუნდესლიგის რეკორდს მოხსნის - გეხსომებათ, ლევანს შანსი აქვს, გახდეს უძლიერესი გერმანული ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი შეხვედრის ჩამტარებელი ლეგიონერი.

ლადო დვალიშვილს საქართველოს ნაკრების მაისურით უკვე ძალიან დიდი ხანია, არ გაუტანია; სამაგიეროდ, შესანიშნავად მისდის საკლუბო კარიერა. იგი ვარშავის "პოლონიაშიც" ბომბარდირთაგანი იყო და არც უფრო ამბიციურ "ლეგიასთან" ადაპტაცია გასჭირვებია.

დვალიშვილმა მისი მაისურით უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.

"ლეგია" პოლონეთის ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობს, ტიტულის მოპოვების დიდი შანსი აქვს და თუ დედაქალაქურმა კლუბმა ეს შეძლო, ამაში დვალიშვილის საკმაოდ წონადი წვლილი იქნება.

არნემის "ვიტესი" როტერდამში განცდილი მარცხით მეორედან მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა, მაგრამ გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილის გუნდს ჯერ კიდევ აქვს მეორე ადგილისა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი.

ნეგატივიდან ყველაზე თვალშისაცემი რუსეთში უთამაშებელი ლეგიონია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ჩვენი თანამემამულეები ჩრდილოეთში სათამაშო პრაქტიკას მოკლებულნი არიან.

თუმცა ისიც სათქმელია, რომ მიმდინარე პრემიერლიგაში პირველი მატჩი ჩაატარა რუბინელმა საბა კვირკველიამ.

სამხრეთაფრიკული "მოროკა სვოლოვსის" წევრმა გიორგი ნერგაძემ ლიდერ "კაიზერ ჩიფსთან" საშინაო დაპირისპირებაში ანგარიში გახსნა, მაგრამ უფრო ძლიერმა მეტოქემ მაინც იძალა და 3:1 გაიმარჯვა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში კახა ცხადაძის "ინტერმა" გიორგი ჩიხრაძის "სიმურგი" 5:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ ტრავმით გამოწვეული რამდენიმეთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ "ინტერს" გიორგი ადამია დაუბრუნდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა