ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა საქართველოს მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპი რაპიდსა და ბლიცში
თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა საქართველოს მოჭადრაკეთა გრანპრის გათამაშების პირველი ეტაპი რაპიდსა და ბლიცში.

საასპარეზოდ ქვეყნის უძლიერესმა დიდოსტატებმა და საერთაშორისო ოსტატებმაც მოიყარეს თავი.

სწრაფ ჭადრაკს (რაპიდი, თითოეული პარტიისთვის 15-15 წუთი ყოველ სვლაზე 10-10 წამის დამატებით) შვეიცარიული სისტემით 9 ტურად ორი დღე დაეთმო.

ქალებში თავიდან 2008 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულები - ლელა ჯავახიშვილი და სოფიკო ხუხაშვილი დაწინაურდნენ.

ფინიშამდე მათი დაპირისპირება არ განელებულა. საბოლოოდ ხუხაშვილმა 9 შესაძლებლიდან 7,5 ქულით პირველი ადგილი და მთავარი პრიზი (250 ლარი და 500 ქულა) მოიპოვა.

7 ქულით მეორე ადგილი ლელა ჯავახიშვილს (150 ლარი და 300 ქულა) ხვდა, 6,5 ქულით მე-3 ადგილი საქართველოს ხუთგზის ჩემპიონმა მაია ლომინეიშვილმა (100 ლარი და 250 ქულა) დაიკავა.

ვაჟებში 7,5-7,5 ქულა მოაგროვეს ლუკა პაიჭაძემ და კონსტანტინე შანავამ. უკეთესი კოეფიციენტით პირველობა პაიჭაძეს ერგო. 7 ქულით მესამე იყო საქართველოს ექს-ჩემპიონი დავით ზარქუა.

ელვისებურ ჭადრაკშიც (ბლიცი, თითოეული პარტიისთვის 3-3 წუთი, ყოველ სვლაზე 2-2 წამის დამატებით) 9 ტური გათამაშდა.

ამჯერად უფრო დაძაბული ქალთა პაექრობა აღმოჩნდა. 9 ტურის შემდეგ ბელა ხოტენაშვილმა, მერი არაბიძემ და სოფიო გურამიშვილმა 6,5-6,5 ქულით, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების გათვალისწინებით, პირველი-მესამე ადგილები შესაბამისი თანმიმდევრობით გაიყვეს. ვაჟებში 8 ქულით პირველი იყო ლევან ფანცულაია.

გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩა კონსტანტინე შანავა. 7 ქულით თამაზ მგელაძე მესამე ადგილს დაყაბულდა.

გრანპრის გათამაშებაში პირველ ადგილზე გასულ ყველა მოჭადრაკეს 250 ლარი და 500 სარეიტინგო ქულა ერგო. მეორე-მესამეადგილოსნებს, შესაბამისად - 150 ლარი, 300 ქულა და 100 ლარი, 250 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა