მოტოგრანპრი. მსოფლიოს ჩემპიონატი
მოტოგრანპრიში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ეტაპს ამერიკის ქალაქმა ოსტინმა უმასპინძლა და აქ ბენეფისი მოიწყო "ჰონდას" ესპანელმა დებიუტანმა მარკ მარკესმა.

მან პირველი პოული მოიპოვა კარიერაში, მაგრამ ზედმეტი ნერვიულობის გამო სტარტი ჩააგდო, რითაც წინ გაუშვა თანამემამულე და თანაგუნდელი დანი პედროსა. თუმცა ახალბედა ბოლომდე არ დაიბნა - ის კვალში ჩაუდგა გაცილებით გამოცდილ მეწყვილეს და მას კომფორტული უპირატესობის შექმნის საშუალება არ მისცა, ხოლო ფინიშამდე 9 წრით ადრე მარკმა გასწრებაც მოახერხა და პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. თან მარკესი მოტოგრანპრის რეკორდის ავტორი გახდა - ის ამ სერიის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულია.

პედროსა მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო პოდიუმი შეავსო ხორხე ლორენსომ, რომელმაც მესამე ადგილიდან აიღო სტარტი და ფინიშამდე უცვლელად ამ პოზიციაზე იმყოფებოდა. რაც შეეხება "იამაჰას" მეორე პილოტს, ლეგენდარულ იტალიელს ვალენტინო როსის, მან ჩააგდო ეს რბოლა და მხოლოდ მეექვსე მივიდა ფინიშთან.

ახლა გენერალურ კლასიფიკაციაში 41-41 ქულით პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ მარკესი და ლორენსო. მესამეზეა დანი პედროსა, ხოლო ხუთეულს ავსებენ "იამაჰას" წარმომადგენლები - როსი და კერძო გუნდში მოასპარეზე კელ კრატჩლოუ.

მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე რბოლა მაისის დასაწყისში, ესპანეთის ხერესში გაიმართება. ცხადია, რომ "ჰონდაში" კეისი სტოუნერს შესანიშნავი შემცვლელი მოუძებნეს მარკ მარკესის სახით და წელს ჩემპიონობისთვის არა მხოლოდ ლორენსო და პედროსა, არამედ ეს 20 წლის პილოტიც იბრძოლებს.

აშშ-ის გრანპრი

1. მარკ მარკესი ("ჰონდა") - 21 წრე; 2. დანი პედროსა ("ჰონდა") - +1.534; 3. ხორხე ლორენსო ("იამაჰა") - +3.381; 4. კელ კრატჩლოუ ("იამაჰა") - +6.616; 5. შტეფან ბრადლი ("ჰონდა") - +12.674; 6. ვალენტინო როსი ("იამაჰა") - +16.615; 7. ანდრეა დოვიციოზო ("დუკატი") - +22.374; 8. ალვარო ბაუტისტა ("ჰონდა") - +22.854...

საერთო ჩათვლა

1. მარკ მარკესი ("ჰონდა") - 41 წრე; 2. ხორხე ლორენსო ("იამაჰა") - 41; 3. დანი პედროსა ("ჰონდა") - 33; 4. ვალენტინო როსი ("იამაჰა") - 30; 5. კელ კრატჩლოუ ("იამაჰა") - 24; 6. ალვარო ბაუტისტა ("ჰონდა") - 18; 7. ანდრეა დოვიციოზო ("დუკატი") - 18; 8. ნიკი ჰეიდენი ("დუკატი") - 15...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მოტოგრანპრი "იამაჰას" დუბლით დაიწყო

ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
მოტოგრანპრი: როსიმ დებიუტანტთან წააგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა