ფეტელს სოჭი მოეწონა
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი წელია, ბაჰრეინში ფორმულა 1-ის ეტაპის გამართვა ქვეყანაში ოპოზიციური ძალების გამოსვლების გამო გართულდა, "დიდი ცირკის" მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი "საჰირის" რბოლის ორგანიზატორებთან მოქმედი კონტრაქტის ხუთი წლით გაგრძელებას აპირებს.

იმის გამო, რომ 2014 წელს ბაჰრეინში საიუბილეო მეათე რბოლა გაიმართება, ტრასის ხელმძღვანელობას ორიგინალური სანახაობის მოწყობა სურს. მართალია, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ გრანპრის თავმჯდომარემ ზაიედ ალ-ზაიანიმ განაცხადა, რომ განიხილება შოუს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის, ღამის რბოლის გამართვა.

ასევე, ბაჰრეინის ეტაპის ორგანიზატორები ითხოვენ, რომ 2014 წელს სეზონი სწორედ "საჰირზე" გაიხსნას. ასეთი სურვილი აქვთ გუნდებსა და საბურავების წარმომდგენ კომპანია "პირელისაც", რომელსაც სურს ერთი წინასასეზონო ტესტის გამართვა ახლო აღმოსავლეთში.

ფეტელს სოჭი მოეწონა

ბაჰრეინის გრანპრის მოგების შემდეგ "რედ ბულის" პილოტი სებასტიან ფეტელი ქალაქ სოჭში მშენებარე ფორმულა 1-ის ტრასას ეწვია, რომელიც ოლიმპიურ პარკში მდებარეობს.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გაეცნო მომავალი ტრასის ინფრასტრუქტურას და "რედ ბულის" ბოლიდით გაისეირნა ტრეკის იმ ნაწილზე, სადაც უკვე დაგებულია ასფალტი.

პრესკონფერენციაზე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა აღნიშნა, რომ ტრასის კონფიგურაცია კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, აქ ბევრია საინტერესო ვირაჟი და ადგილები გასწრებისთვის. თუმცა, სებასტიანის თქმით, ჯერ ისევ საჭიროა ფანტაზიის მოშველიება იმის წარმოსადგენად, როგორი იქნება ავტოდრომი 2014 წლის შემოდგომაზე, როცა რუსეთის პირველი გრანპრი გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ისე, როგორც 2012-ში - სებასტიან ფეტელი პირველია

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა