ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, ერთიანი საფეხბურთო ლიგის პროექტს პლუსი მეტი აქვს, ვიდრე მინუსი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური საფეხბურთო ლიგის შექმნის იდეა გააჟღერა.

ამას ქართული საფეხბურთო წრეების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: უმრავლესობა იდეას ეწინააღმდეგება, ვეტერანი ფეხბურთელი აჩიკო არველაძე კი მიიჩნევს, რომ ეს პერსპექტიული პროექტია.

- გასაგებია, რომ ქართულ ფეხბურთს "ჩაკეტილი" მდგომარეობიდან გამოსავალი ესაჭიროება, მაგრამ რამდენად შესაძლებელი იქნება ეს აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად?

- ალბათ, ყაზახეთი ამ პროექტში არ ჩაერთვება და ვფიქრობ, უფრო ქართულ-აზერბაიჯანული ჩემპიონატი ჩატარდება. და თუ მის პლუსებსა და მინუსებს განვიხილავთ, დადებითი მხარე გადაწონის. მეტი იქნება ფინანსები და დაძაბულობა მატჩებში, რაც ფეხბურთის ზრდის წინაპირობაა. იქნება მეტი სპონსორი, რეკლამა, ტელევიზიით გაშუქება და მაყურებელი. შესაბამისად, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ბიზნესის კუთხითაც ურთიერთობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

- მინუსებიც იქნება. ბევრია დარწმუნებული, რომ ეროვნული კუთხით თამაშების დათმობა წესად იქცევა.

- გასაგებია, რომ მინუსები იქნება, მაგრამ შესაძლებელია ისეთი სისტემის მოფიქრება, რომლითაც გუნდები მატერიალურად დაინტერესდებიან და ასეთ შემთხვევაში, მსგავსი მოვლენების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდება.

- თუ ეს პროექტი განხორციელდა, რა ბედი ელის საქართველოს ჩემპიონატს?

- საბჭოთა კავშირის დროს ხომ ტარდებოდა ეროვნული ჩემპიონატი? ახლაც ასევე ჩატარდება. გუნდებს ჰქონდათ პერსპექტივა და წარმატების შემთხვევაში, უკეთეს ლიგაში დაწინაურდებოდნენ - ასევე იქნება ახლაც. მაინტერესებს, საქართველოს ჩემპიონატი ჰოლანდიისას რომ შეუერთდეს, ეს მიუღებელი იქნება?

- ჰოლანდიას და აზერბაიჯანს ერთმანეთს ვერ შევადარებთ.

- მე იმას ვამბობ, რომ გაერთიანება ცუდი არაა. გასაგებია, რომ უამრავი კითხვაა, რომელზეც პასუხები წინასწარ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ ამ საკითხზე ისეთი ხალხის კომენტარებს ვისმენ, ვისაც პროექტი არ წაუკითხავს, ნიუანსები არ იციან და უბრალოდ, ამბობენ - იდეა მიუღებელიაო.

- პროექტი არც გამოქვეყნებულა და ისიც უცნობია, ვისთან ერთად ვახორციელებთ მას. ევროტურნირებზე კვოტები როგორ გადანაწილდება?

- მარტივად: თუ ახალ ჩემპიონატში პირველ რვა ადგილს აზერბაიჯანული კლუბები დაიკავებენ, ჩვენები - ბოლო რვა ადგილს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველებში საუკეთესო გუნდი, ანუ მეცხრეადგილოსანი გავა. დანარჩენი საგზურებიც ასევე გადანაწილდება. ანუ კვოტას არც ერთი ქვეყანა არ კარგავს.

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მეეჭვება, რომ ეს პროექტი უეფამ მოიწონოს.

- არის ამაზე ბჭობა და ჯერ უეფაც გაურკვევლობაშია. შესაძლოა, ვიღაცას ეს მოეწონოს, ვიღაცებმა დაიწუნონ, მაგრამ უეფას კვოტით, ამ ორ ქვეყანას ჯამში რვა ადგილი ეკუთვნოდა და გაერთიანების შემთხვევაშიც იგივე განაწილება უნდა დარჩეს.

- მერე უეფა ამას დაუშვებს? მისი პრინციპია - ჩემპიონატი ერთმა ფედერაციამ ჩაატაროს და ერთი კვოტა მიიღოს.

- თუ ეს არ შენარჩუნდება, ცხადია, მაშინ იდეა არ ივარგებს, მაგრამ უეფას აწყობს, რაც შეიძლება მეტი მდიდარი და მომგებიანი კლუბი ჰყავდეს.

ჩეხეთი ევროპაშია და კლუბებს იქაც უჭირდათ. "სელტიკსა" და "რეინჯერს" ინგლისის პრემიერლიგაში გაწევრიანება სურთ, მაგრამ ასე შოტლანდიის ჩემპიონატი ძალიან დასუსტდებოდა და უეფა ამიტომ შეეწინააღმდეგა.

- ჩატარების პრინციპიც გაუგებარია - გავარდნილი გუნდების ნაცვლად ვინ ითამაშებს?

- აქაც კვოტები იქნება: ორივე ქვეყნის ბოლო ორ გუნდს მისივე ჩემპიონატიდან ორი საუკეთესო დაემატება. ანუ რვა-რვა გუნდი შენარჩუნდება.

- როდესაც ქართულ და აზერბაიჯანულ გუნდს პრინციპული შეხვედრა ექნებათ, რომელი ქვეყნის მსაჯი განსჯის ობიექტურად?

- იდეა ისეთია, რომ ქართული გუნდების მატჩები აზერბაიჯანელმა განსაჯონ, აზერბაიჯანელებისა კი - ჩვენებმა. ხოლო, თუ ბაქოში თბილისის "დინამო" "ნეფთჩის" შეხვდება, ის ქართველ არბიტრს მივანდოთ, მაგრამ ქუთაისში "ტორპედოსა" და ვთქვათ, ლენქორანის "ხაზარის" მატჩი - აზერბაიჯანელს.

ანუ ეს იქნება ერთგვარი დამცავი და პასუხისმგებლობის ამაღლების მექანიზმი, რადგან სხვა ქვეყანაში მატჩის "გაფუჭებას" ყველა მოერიდება.

ამავე დროს, არბიტრის უსაფრთხოებაც გათვალისწინებული იქნება - შეცდომისგან ხომ არავინაა დაზღვეული.

სხვათა შორის, თურქეთში მსაჯის შეურაცხყოფისთვის გუნდს 5 მილიონით სჯიან, სტადიონს 10-მატჩიან დისკვალიფიკაციას უწერენ და უეფაზე აღარ უშვებენ.

იდეალური იქნებოდა, ამ პროექტში სომხეთიც რომ იყოს ჩართული. მაშინ კავკასიური ლიგა უმაგრესი ტურნირი გახდებოდა. მაგრამ რას ვიზამთ.

- ალბათ, ამაზე არც გილაპარაკიათ.

- აზერბაიჯანელები და სომხები ერთ მაგიდაზე არ სადილობენ და დალაპარაკებას რა აზრი ჰქონდა? იდეაში, ამ ტურნირში მთავარი ფული აზერბაიჯანელების უნდა იყოს, რომლებიც სომხებთან ამ საკითხზე არც დაილაპარაკებენ.

- მარტო ბაქოს "ნეფთჩის" ბიუჯეტი უდრის ყველა ქართული კლუბის ერთად აღებულ ბიუჯეტს. არ გიფიქრიათ, რომ ჩვენს კლუბებს წინასწარ წასაგებად განწირულ ტურნირს სთავაზობენ?

- აზერბაიჯანულ კლუბებს უფრო მეტი ბიუჯეტი აქვთ, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ბევრ მონაწილეს. ანუ დიდი ფული არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენ ბევრად გვჯობიან. ხომ ვიცით, რომ ნიჭით კავკასიაში ქართველს ბევრი ვერ შეეჯიბრება და პლუს, სპონსორების მოზიდვისა და ბიუჯეტის გაზრდის პერსპექტივა გვაქვს.

მთავარი პროცესია - მე და შოთა თურქეთში რომ ჩავედით, იქაური ლიგის სატელევიზიო ბიუჯეტი 12 მილიონი დოლარი იყო, ახლა 375 მილიონი ევროა! ეს თანხა 18 გუნდზე ადგილების მიხედვით ნაწილდება და თითოეულს საკმაოდ დიდი შემოსავალი გამოსდის.

- სატელევიზიო სიგნალის უფლება რომელ ქვეყანას ექნება?

- ორივე ქვეყნის ტელევიზიას. ჩვენს კლუბებს მწირი ბიუჯეტები აქვთ და მგონია, რომ ასეთ შემთხვევაში, სატელევიზიო შემოსავლებით პრობლემებს ნაწილობრივ მაინც მოაგვარებენ. მოკლედ, მიმაჩნია, რომ ამ პროექტს გაცილებით მეტი პლუსი აქვს, ვიდრე მინუსი.

ჩაწყობილი თამაშები იქნებაო - ამბობენ, მაგრამ დამოუკიდებელ ჩემპიონატებში ეს პრობლემა არ აწუხებთ? გარიგებები ყველგან არის და დაზღვეული არც ჩვენ ვიქნებით. მაგრამ თუ პრემიალური თანხა ადგილების მიხედვით განაწილდება, ნაკლებ თანხას აიღებენ. კომერციული მოტივაცია კლუბებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან მაქსიმალურად დაიცავს.

- თუ აზერბაიჯანთან გაერთიანებაზეა ლაპარაკი, სიჭინავამ საიდან ახსენა მოლდოვა და უკრაინა-რუსეთი?! მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ იდეის დონეზეა და პროექტად არც დაწერილა.

- პირადად მე ამ ლიგას ქართულ კლუბებს სიამოვნებით შევუერთებდი, მაგრამ ახლა მხოლოდ აზერბაიჯანთან გაერთიანებაზეა ლაპარაკი, რუსეთ-უკრაინაში შესვლის შანსი კი არ არის, რადგან მათ ლიგაში ჩვენს ევროსაგზურების კვოტებს ვერ დავიცავთ.

არჩილ არველაძე: ამ პროექტს მეტი პლუსი აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო და აზერბაიჯანი - დიდი განსხვავება ფინანსებში

კახა ცხადაძე: აზერბაიჯანელები ამ საკითხს ჯერ არ განიხილავენ

დაინტერესდება ჩვენი ქომაგი აზერბაიჯანულ-ქართული ლიგით?

რეალურია ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური ჩემპიონატის ჩატარება?

ლევან ყიფიანი: ჯერ გაერთიანებული ჩემპიონატის პროექტი უნდა ვნახოთ

კახა კალაძე: საქართველოს ჩემპიონატი დამოუკიდებლად უნდა გაგრძელდეს

გურამ რუხაძე: ეს 25 მილიონი ბარემ ჩვენს ჩემპიონატს მოვახმაროთ

ელგუჯა ქომეთიანი: კლუბები გაძლიერდებიან, ხალხი სტადიონზე დაბრუნდება

რევაზ ძოძუაშვილი: მეშინია, დღევანდელი ფეხბურთით თავი არ მოგვეჭრას

გიორგი ყიფიანი: ამ ეტაპზე სხვა რამეზე უნდა ვიზრუნოთ

გია გურული: ჯერ ჩვენს ჩემპიონატსა და ბავშვთა ფეხბურთს მივხედოთ

სოსო ფრუიძემ გაერთიანებული ჩემპიონატის იდეაზე ისაუბრა

გია ისიანი: ურიგო არ იქნება, თუ ასეთი ტურნირის ჩატარებას ვცდით

მალხაზ ჟვანია: ერთობლივი ლიგა ქართველებისთვის მომგებიანი იქნება

გია გეგუჩაძე: რას ვუპირებთ საკუთარ ჩემპიონატს?

tamazino
გეოგრაფია კარგად ვიცი საბერძნეთი იმიტომ რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ტქვენ თუ ნეფტჩი ბაკო გინდათ ეგ ტქვენი ნებაა მაგრამ მე ვიცი ქარტული ფეხბურტის სამზარეულო ასე თუ ისე და ვიცი რა ს ჯობია სსრკ-ს დროს რატომ ვიყავით მაღალ დონეზე? პასუხიც მანდ არის
მინდია
ზვიად სიჭინავას საქმოსნური ალღო აქაც გამოჩნდა...ქართული ფეხბურთიდან წასვლის მერე მასაც უნდა რომ დარჩეს "შავი დღისთვის" რაცხა დაგროვილი!...გონს მოდით ქართველო გულშემატკივრებო მაგრათ გვაბოლებენ...ამ შემთხვევაში სწორედაც ჯიბის საკითხებია წინ წამოწეული!...
კომენტარებია რო ვაფშე რააა
ჯერ ერთი საბერძნეთს შავი ზღვა არ ესაზღვრება,მეორე თურქეთან და ძლიერი ჩემპიონატის გუნდებთან ტყვილად ვიქნებით გინდა ვყოფილვართ გინდ არა იმ კვოტებს ვერ დავიცავთ და ვეასოდეს გავალთ ''წინ''. რეავიცი მე პირადათ დინამო-ნეფთჩის თამაში მირჩევნია ,ვანის კვაზნიაკის თამაშის ყურებას..,მერე სტადიონზე(ან აქ ან იქ)ჩხუბი მოხდება გულშემატკივრებშორის და ვსოოო დაიწყო უკვე ჟინი და სტადიონების გავსება...
tamazino
ჰოლანდია და აზერბაიჯანი ფეხბურთში ერთი დონეა? მაგას შავი ზღვის აუზის ქვეყნების ჩემპიონატი ჯობია უეფას ეგიდით რა თქმაუნდა, რუსეთი უკრაინა თურქეთი საბერძნეთი და ა.შ. მაგრამ ფინანსები და ისევ ფინანსებთან მივდივართ, თუ მოხდა სასწაული და უეფა დათანხმდა. თუ დიდი ფინანსები ჩაიდო ევროპული გაგებით ჩვენი ჩემპიონატის დონე ისეც ამაღლდება ძლიერი ფეხბურტელების ცამოყვანით რეგიონებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება მასობრივად უნდა განვიტარდეს ფეხბურთი
marina
ახლა ფეხბურთი არჩენინეთ კიდევ საწყალ ხალხს. მერე მილიონებად გაყიდიან ამ ფეხბურთელს და ფულს თვითონ ჩაიდებენ ჯიბეში. ფულის გაყოფის დროს ხალხი აღარავის ახსოვს. ფეხბურთი კი არა საქმეს მიხედოს ახლამა მთავრობამ, თუ არა როგორც მოვიყვანეთ ისევე გადავირჩევთ.
akhali
წაიკითხეთ ბათუმელთა განცხადება?მატურებელი ფეხბურთს არ ყავს,ფული კი საჭიროა.ეს მთავრობა საერთოდ საკმეს აკეთებს?!ნაცებმა ვერ მოიცალეს დავუშვათ ბათუმის სტადიონისთვის,ამათაც-ოცნებისტებსაც არ სცალიათ?რა საკმით არიან დაკავებული?დავივიწყოთ ფეხბურთი 22-ე საუკუნემდე?თუ ფული არ გააჩნიათ?ბიუჯეტიც ყველაზე დიდი დაუტოვეს ,რაც საკართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან არ კონია და არც ბევრს არ უჭირს,თუ დაველოდოთ როდის გამდიდრდებიან ნათესავები....აგუტინ-ვარუმის კონცერტისთვის 100ლარიანი ბილეთები ვინ დაიტაცა,იმათ ტვინში ჩამახედა.47წლის ვარ და სსრკ კარგად მახსოვს.70-80წლებში ვინც ბითლზებს,როლონგებს,ზეპელინებს,პინკ ფლოიდს არ უსმენდა გოიმად ითვლებოდა,აგუტინის და ვარუმის დონის ვითომ მომღერლების მსმენელი კი ვაი-ვაი მაგარ მყუდროდ ჩაითვლებოდა....სირცხვილია თან 100ლარი გადაიხადო,ჩემდათავად უფასოდ მაგათი მსმენელის....მაგრამ ეგ ხალხი მსმენელი კი არა ,ჩემი აზრით უბრალოდ კომფორმისტი-მლიკვნელი საბჭოურ-მონური აზროვნებისააა... 100ლარი აგუტინ-ვარუმზე კი არა ,დინამოს ან ნაკრების თამაშზე 50ლარი გადაიხადონ ის სჯობია ან ვინმე გაჭირვებულისთვის მიეცათ
დუდუ
მარტო სათავისოდ საქმის მკეთებელმა ხალხმა ფულის სუნი იყნოსა და გვაბოლებენ, როგორც ჩვევიათ.
sdfghj
რასაც წარმოადგენთ ქართული ფეხბურთისთვის ზოგ-ზოგები,ყველამ კარგად იცის.სანამ სერიოზულ გამოძიებებს დაიწყებენ ,ჯობია ააცვათ.ისედაც საკმარისად გააგიჟეთ ხალხი და შეაჯავრეთ ქართული ფეხბურთი.ეხლა აზერბაიჯანული მაყუთის ღუნვა მოგინდათ.დაეტიეთ ერთ ადგილას და დროზე მიხედეთ ფეხბურთს.არ დავიწყებია არავის რა გველურად მოიშორეთ ნემსაძე.ყველამ ყველაფერი კარგად იცის,ჯერ კიდევ შეიძლება ჭაობიდან ამოსვლა.
ლუხუტა
თურქეთს შევუერთდეთ, თურქეთს !ჩემპიონატიც უკეთესი აქვთ და ქვეყანაც, ხელფასიც მეტია და პენსიაც. ფუ თქვენი
roko
ამათ ფული უნდათ რომ დაცინცლონ აზერებს. აზერები მაგარი ჭკვიანები არიან და ტყუილ უბრალოდ არაფერს გააკეთებენ. თუნდაც სოკარი აიღეთ. ხვეწნა მუდარით შემოიყვანეს, ეხლა ისე გათამამდა ჯერ აზერს იღებს სამსახურში და თუ ვერ იპოვა მერე ქართველს.
ჰარი
ჩვენ ვიყავით სსრკ ჩემპიონატში და გამოვედით. ეხლა რა უკუპროცესია? საქართველოში ეხლა კარგი ფეხბურთელებია, რაც იქედანაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი წარმატებით თამაშობს საზღვარგარეთ. საჭიროა უკეთესი ორგანიზება: თამაშების რაოდენობის გაზრდა, მეტი ტურნირების მოწყობა, მათ შორის კავკასიის ჩემპიონატების: ევროტურნირების მოწყობა და ასაკოვანი ფეხბურთელების დაფასება და სხვა. რა სახსრებით? საკითხავია სად წავიდა ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთზე დახარჯული ფულები და მოპარულიც მოაცუნცულონ უკან. გარდა ამისა ბავშვებმა არ უნდა არჩინონ უვარგისი მწვრთნელები-ფედერაციამ უნდა მიხედოს მათ... სახელმწიფომაც უნდა მიაქციოს ყურადღება და ამდენიც არ ჰქონდა მიხეილ მესხს და მის თანატოლებს, მაგრამ მიედარონ დღევანდელები.
Booo
მაშინ ქართული გუნდები სხვა ქართულ გუნდებს ნუ შეხვდებიან და ასევე აზერბაიჯანული გუნდებიც. მაყურებელს ნეფჩით და ბაკითი რომ ვერ მიიზიდავთ ესეც ფაქტია
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა