ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ლეგიონერები: ლევან ჩილაჩავასა და ბექა შეყლაშვილის წყვილი ლელო

ლეგიონერები: ლევან ჩილაჩავასა და ბექა შეყლაშვილის წყვილი ლელო

საფრანგეთის ჩემპიონობის მაძიებელი ექვსი გუნდიდან ხუთში ქართველი მორაგბეები ირიცხებიან
საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში ბოლო ტურის წინ, პლეი ოფის ყველა მონაწილე გამოვლინდა.

ჩემპიონობის მაძიებელი ექვსი გუნდიდან ხუთში ქართველი მორაგბეები ირიცხებიან: "კლერმონი", "ტულონი", "ტულუზი", "კასტრი" და "მონპელიე".

სამწუხაროდ, დივიზიონის დატოვება მოუწევს ერთ "ქართულ" გუნდს - "მონ დე მარსანს".

ბოლოსწინა ტურში სატურნირო ცხრილში დაწინაურება შეძლო დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონმა", რომელმაც შინ მიიღო საფრანგეთის ჩემპიონი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" და 39:17 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "კლერმონმა" შინ ზედიზედ 59-ე მატჩი მოიგო, რითაც "ბიარიცის" რეკორდი მოხსნა.

კაკოვინი 41-ე წუთზე შეცვალეს. ამავე მომენტიდან თამაშში ჩაერთო ბრეგვაძე, კაკოვინზე სამი წუთით მეტი დაჰყო მოედანზე ზირაქაშვილმა. კოლელიშვილი განაცხადში არ იყო.

"კლერმონმა" ერთი ქულით გაუსწრო დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონს", რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა. ტულონელებმა სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგეს "გრენობლთან" - 24:25.

არადა, 50-ე წუთამდე ჩვენებურთა გუნდი 18 ქულის სხვაობით იგებდა - 24:6. დასკვნით 30 წუთში "ალპელებმა" სასწაული ჩაიდინეს. მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს და გამარჯვება ხელიდან მატჩის ბოლო წუთზე გამოგლიჯეს.

ანგარიში მე-7 წუთზე ქართველი შერკინების ბურჯის, ლევან ჩილაჩავას ლელოთი გაიხსნა, რომელიც არბიტრმა 32-ე წუთზე გაასინბინა, 42-ე წუთზე კი ის ქუბრიაშვილმა შეცვალა. მიქაუტაძე განაცხადში არ იყო.

პლეი ოფის კიდევ ერთმა მონაწილემ, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" თამაზ მჭედლიძის "მონ დე მარსანს" უმასპინძლა და 44:17 მოუგო. ფეიქრიშვილი თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო.

მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის "მონპელიემ" სტუმრად წააგო ბასკურ "ბაიონთან" - 26:32.

გორგოძემ სრულად ითამაშა, ნარიაშვილი 52-ე წუთზე შეცვალეს, ჟღენტი მოედანზე 69-ე წუთიდან გამოჩნდა.

ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსემ", რომელიც უმოტივაციოდაა დარჩენილი, შინ დაამარცხა მეხუთეადგილოსანი "მეტრო რასინგი" - 19:16. ჟვანია განაცხადში არ იყო.

I დივიზიონი

XXV ტური

კლერმონი-ტულუზი 39:17, ბაიონი-მონპელიე 32:26, ბორდო-ბიარიცი 16:0, აჟენი-პერპინიანი 23:15, კასტრი-მონ დე მარსანი 44:17, გრენობლი-ტულონი 25:24, სტად ფრანსე-მეტრო რასინგი 19:16.

სატურნირო მდგომარეობა: 1. კლერმონი - 86 ქულა, 2. ტულონი - 85, 3. ტულუზი - 74, კასტრი - 73, 5. მეტრო რასინგი - 69, 6. მონპელიე - 68, 7. პერპინიანი - 61, 8. გრენობლი - 54, 9. სტად ფრანსე - 54, 10. ბაიონი - 53, 11. ბიარცი - 52, 12. ბორდო - 47, 13. აჟენი - 31, 14. მონ დე მარსანი - 15.

მეორე დივიზიონში რეგულარულის დასრულებამდე ორი ტურიღა დარჩა. პირველი დივიზიონის ერთი საგზურის მფლობელი აქ უკვე ცნობილია - უკვე დიდი ხანია, ყველასთვის მიუწვდომელია "ოიონაქსი".

პლეი ოფის ოთხი საგზურიდან სამის მფლობელი უკვე ცნობილია. აქედან ორი "ქართული" გუნდია - "ბრივი" და "პო". დარჩენილი ერთი საგზურისთვის ბრძოლაში უკეთესი მდგომარეობა "ორიაკს" აქვს, რომელიც კონკურენტებს ექვსი ქულით უსწრებს და ბოლოსწინა ტურში შინ "ოშთან" გამარჯვების შემთხვევაში პლეი ოფში გააღწევს.

"ქართული გუნდებიდან" საუკეთესო მაჩვენებელი გოდერძი შველიძის, დავით ხინჩაგიშვილისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" აქვს, რომელიც 86 ქულით მესამე ადგილზეა.

ბრიველებმა უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად დაამარცხეს ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და კახაბერ კობერიძის "ალბი" - 20:16.

მაისურაძე 28-ე წუთზე შეცვალეს, თეთრაშვილმა მოედანი 58-ე წუთზე დატოვა, ნატრიაშვილი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო, შველიძე შეცვლაზე 16 წუთის შემდეგ შევიდა, თოდუამ ბოლო რვა წუთი ითამაშა, ახობაძე და კობერიძე განაცხადში არ იყვნენ.

"ბრივს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა მამუკა მაგრაქველიძის "პო", რომელმაც 28-ე ტურში სტუმრად მოუგო "ექსს" - 29:18. ქართველ შერკინების ბურჯს არ უთამაშია.

ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკს" 77 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა. ამ გუნდმა სტუმრად მოუგო აუტსაიდერს - შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას "მასის" - 24:17.

დათუნაშვილმა და სუთიაშვილმა სრულად ითამაშეს, აშვეთია 53-ე წუთზე შეცვალეს, ერთ წუთში მოედანზე ნაცარაშვილი გამოჩნდა, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.

"ორიაკს" ექვსი ქულით ჩამორჩებიან "ლიონი" და "ტარბი". გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად წააგო ერთ-ერთ აუტსაიდერთან - ტარიელ რატიანიძის "დაქსთან" - 5:29. რატიანიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, კავთიძე განაცხადში არ იყო.

გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძის, ირაკლი მირცხულავასა და დავით დადუნაშვილის "ტარბი" სტუმრად დამარცხდა მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 13:38.

ნემსაძემ და ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს. ამასთან, ჩხაიძე მატჩის არბიტრმა მე-60 წუთზე გაასინბინა, დადუნაშვილი თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, ოც წუთში მოედანზე მირცხულავაც გამოჩნდა.

დივიზიონში დარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს ბექა შეყლაშვილის "ბეზიე". "ლანგედოკელებმა" სტუმრად ფრეს მიაღწიეს "ნარბონთან" - 22:22. შეყლაშვილმა 22-ე წუთზე ლელო გაიტანა და 58-ეზე შეცვალეს.

II დივიზიონი

XXVIII ტური

ლა როშელი-ტარბი 38:13, ალბი-ბრივი 16:20, მასი-ორიაკი 17:24, ექსი-პო 18:29, ნარბონი-ბეზიე 22:22, კოლომიე-კარკასონი 22:19, ოში-ოიონაქსი 13:40, დაქსი-ლიონი 29:5.

სატურნირო მდგომარეობა: 1. ოიონაქსი - 106 ქულა, 2. ლა როშელი - 87, 3. ბრივი - 86, 4. პო - 84, 5. ორიაკი - 77, 6. ლიონი - 71, 7. ტარბი - 71, 8. ნარბონი - 68, 9. კარკასონი - 65, 10. კოლომიე - 61, 11. ალბი - 55, 12. დაქსი - 45, 13. ოში - 45, 14. ბეზიე - 43, 15. ექსი - 42, 16. მასი - 33.

ფედერალ 1-ში მერვედფინალის პირველი მატჩები გაიმართა.

ირაკლი ნინიძის "რომანმა" შინ დაამარცხა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერი" - 27:25. გუჯარაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნინიძე და ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

თედო ზიბზიბაძის "პერიგომ" შინ ორი ქულის სხვაობით მოუგო "ვალანსს" - 25:23. ზიბზიბაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.

ფედერალ 1

1/8-ფინალი

ოლორონი-ლილი 16:35, რომანი-სენ ნაზერი 27:25, კასტანე-ბურგ ან ბრესი 11:18, ლა სეინი-ტიროსი 16:13, მაკონი-ნევერი 14:27, სენ ჟან დე ლუზი-ბურგუენი 22:22, პერიგო-ვალანსი 25:23, სენტ ეტიენი-მონტობანი 9:15.

კელტთა ლიგაში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის, დიმიტრი ბასილაიას შოტლანდიურმა "ედინბურგმა" ბოლოსწინა, 21-ე ტურში სტუმრად წააგო იტალიურ "ბენეტონთან" - 10:30.

ბასილაია განაცხადში არ იყო. ედინბურგელები 32 ქულით მე-10 ადგილზე არიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] სიყვარულს რას გაუგებ - ნიკოლმა იამალს "რეალის" ახალწვეულთან უღალატა

ალექსის სანჩესი კარიერას ლა ლიგაში გააგრძელებს

მიქაუტაძის "ვილიარეალმა" დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი ინათხოვრა

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!