ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს თასი. პირველი ნახევარფინალური მატჩების წინათქმა

საქართველოს თასი. პირველი ნახევარფინალური მატჩების წინათქმა

ნაღდი ფეხბურთის მოლოდინი, ანუ გატარება-გამოტარება არ იყოს!
ნებისმიერ ქვეყანაში სათასო მატჩებს გარკვეული "თავისებურება" ახასიათებს: ძალიან ხშირია ისეთი შემთხვევა, როცა დაბალი რანგის მქონე გუნდს ფინალამდე გაუღწევია და მერე თასიც აუღია.

ასეთი (თანაც, რამდენიმე) მაგალითი ჩვენთანაც ყოფილა, მაგრამ ყველაფერს შემთხვევითობას ვერ დავაბრალებთ: ანუ ამა თუ იმ გუნდმა, შესაძლოა, ერთი ან ორი ეტაპი "შემთხვევით გაიაროს", მაგრამ ნახევარფინალამდე რომ მივა, ესე იგი, დაიმსახურა კიდეც.

მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალში "შემთხვევითი გუნდები" არ მოხვედრილან.

რა თქმა უნდა, ამ ოთხეულიდან ზოგიერთს ცოტა იღბალიც წაეხმარა წინა ეტაპზე, ზოგიერთის წარმატებას მეტოქის მხრიდან შეუფასებლობამაც ხელი შეუწყო, ზოგიერთის მეტოქემ თასის გათამაშება მეორეხარისხოვნად მიიჩნია და მეოთხედფინალში მეორე შემადგენლობით იასპარეზა და ასე შემდეგ. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, საქართველოს თასის ნახევარფინალში თბილისის "დინამო", რუსთავის "მეტალურგი", საჩხერის "ჩიხურა" და ბოლნისის "სიონი" რახან გავიდნენ, ესე იგი, ეკუთვნოდათ კიდეც ეს პატივი.

ვიდრე 23 აპრილს გასამართი ნახევარფინალების წინათქმას შემოგთავაზებთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს თასის გათამაშებას ახალი გამარჯვებული ეყოლება: 2012 წლის თასის მფლობელი "დილა" წლეულს მეოთხედფინალში გამოვარდა.

ისე, საქართველოს თასის 23-წლიან ისტორიაში რამდენიც გინდათ, იმდენი სკანდალური მატჩი ყოფილა: განსაკუთრებით, ნახევარფინალებში, როცა ერთი გუნდი მეორეს ფინალის საგზურს, ფაქტობრივად, უბრძოლველად დაუთმობდა, სანაცვლოდ კი ჩემპიონატში თავისთვის საჭირო ქულებს აქეთ წამოიღებდა.

როგორ გგონიათ, მხოლოდ ნახევარფინალებში ხდებოდა ამა თუ იმ გუნდების მხრიდან "პრიორიტეტების არჩევა?" ჰო, თქვენ წარმოიდგინეთ, უფრო ადრეულ ეტაპზეც და ბოროტ ენებს თუ დავუჯერებთ, მსგავსი ფაქტი... ამ გათამაშებაშიც მომხდარა (კერძოდ - მეოთხედფინალში)! თუმცა, ყველაფერი ზემოთ ნათქვამი მონაგონია იმასთან, რაც თასის შარშანდელ გათამაშებაში მოხდა.

ისე, არ დავმალავთ და ხანდახან გახსენებაც არ გვსურს იმ მართლაც ფარსისა, 2012 წლის 26 მაისს რომ მოხდა: ფაქტობრივად, ეს იყო გულშემატკივართა დაცინვა! თუმცა ამისათვის ყველა ხომ შემზადებულები ვიყავით: ჯერ კიდევ 2011 წლის შემოდგომაზე უკვე ცნობილი იყო თასის მფლობელის ვინაობა!

არ ვაჭარბებთ, მართლაც ასე იყო: ჯერ მეოთხედფინალში "აგრძნობინეს" თასის მომავალი მფლობელის მეტოქეს, რომ გვერდზე უნდა გაიწიოთო (!), მერე მოხდა კურიოზული ნახევარფინალური კენჭისყრა (სადაც ყველაზე სუსტი ნახევარფინალისტი უნდა შეხვედროდა მომავალ გამარჯვებულს), ბოლოს კი ის მართლაც სამარცხვინო ფინალი...

არადა, ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ და დღესაც იმ აზრის გახლავართ, რომ გორის "დილას" ისეთი შემადგენლობა ჰყავდა, "ძალიან ზემოდან წამოსული" დახმარების გარეშეც შეეძლო ტიტულის მოპოვება.

ამხელა შესავალი კი შემთხვევით არ გაგვიკეთებია: ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ წლევანდელმა ნახევარფინალებმა ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩაიაროს! ანუ ორივე წყვილში "გატარება-გამოტარება" კი არ იყოს, არამედ უძლიერესმა გაიმარჯვოს!

ისე, კიდევ კარგი, რომ ორივე ნახევარფინალში სხვადასხვა ექვსეულის გუნდები ხვდებიან ერთმანეთს, თორემ, წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა, ნახევარფინალში ზედა ექვსეულის ოთხი გუნდი რომ გასულიყო - აი, მაშინ კი ნებისმიერ შედეგს ყველა ეჭვის თვალით დაუწყებდა ცქერას.

როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს სეზონი, საჩხერელებს მაინც საამაყოდ ექნებათ საქმე: გუნდი უმაღლეს ლიგაში მეორე სეზონს ატარებს და სამეულში მოსახვედრად იბრძვის; თასზე კი, პირველად კლუბის ისტორიაში, ნახევარფინალამდე მიაღწია და მოვლენების სასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში, "ჩიხურას", შესაძლოა, ფინალისტობაც ეყოს... ევროტურნირებზე მოსახვედრად!

თუმცა ამისათვის ორი რამ უნდა მოხდეს: ჯერ "სიონს" უნდა აჯობონ ორრაუნდიან დაპირისპირებაში, პარალელურად კი, თბილისის "დინამომ" უნდა გაიმარჯვოს მეორე წყვილში.

მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია და "ჩიხურა" ყველანაირად შეეცდება ფინალის საგზურის მოპოვებას.

იმედია, ბოლნისელი ქომაგები არ გვიწყენენ და ვიტყვით, რომ ნახევარფინალის წილისყრისას ყველაზე მეტად მაინც "ჩიხურას" გაუმართლა: "სიონი" ურიგო ფეხბურთელებით ნამდვილად არ არის დაკომპლექტებული, პირველი ეტაპის შემდეგ კლუბში სასიკეთო ძვრებიც მოხდა, მაგრამ დანარჩენი სამი ნახევარფინალისტისაგან განსხვავებით, გუნდს სერიოზულზე-სერიოზული საფიქრალი აქვს.

ჰო, ბოლო ტურში უშუალო კონკურენტთან, "ვიტ ჯორჯიასთან" წაგების მერე არმაზ ჯელაძის გუნდმა სატურნირო მდგომარეობა გაირთულა და დარჩენილ ოთხ შეხვედრაში მაქსიმალური მობილიზება მოეთხოვება.

მოკლედ, ძნელი სათქმელია, თუ რამდენად მოახერხებენ ბოლნისელები "ორ ფრონტზე" ძალების გადანაწილებას. "ჩიხურასაგან" განსხვავებით, "სიონს" თასის ფინალშიც უთამაშია (2003 წელს), ნახევარფინალში კი მეოთხედ არის გასული.

უკანასკნელად ბოლნისელებმა თასის ამ ეტაპზე 2007 წელს იასპარეზეს, როცა დრამატულ ბრძოლაში დამარცხდნენ თბილისის "ამერთან": თბილისში ჩატარებულ პირველ მატჩში გიორგი ჩიხრაძის "ამერმა" მეტოქე ყველაფერში დაჯაბნა და ფრიად კომფორტული ანგარიშითაც (3:0) დაამარცხა. თუმცა საპასუხო შეხვედრაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა: კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ერიკ-რომეო ჩასემის, ლევან კორღალიძისა და ბესო ქარდავას გოლებით მეტოქეს სრულფასოვანი რევანში აუღო!

მერე იყო არანაკლებ საინტერესო და დრამატული დამატებითი ტაიმები, სადაც "ამერის" გოლეადორმა სულიკო დავითაშვილმა იყოჩაღა და თავისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა; "სიონს" კი დარჩენილ დროში 2 ბურთი სჭირდებოდა ფინალში გასასვლელად, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა.

სხვათა შორის, ექვსი წლის წინანდელი იმ მატჩის მონაწილე ორი ფეხბურთელი დღესაც ასპარეზობს "სიონში" - დავით სვანიძე და სერგი ორბელაძე, "ჩიხურას" ნახევარმცველი დავით ბოლქვაძე კი მაშინ "ამერის" ღირსებას იცავდა...

რუსთავის "მეტალურგი" ("ოლიმპი") უმაღლეს ლიგაში 2006 წელს გამოჩნდა და იქიდან მოყოლებული, ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ერთხელ მეორეზე გავიდა, ორჯერ კი - მესამეზე; აი, საქართველოს თასი კი რუსთაველთათვის კვლავაც მიუწვდომელ ოცნებად რჩება - არადა, "მეტალურგი" ("ოლიმპი") უკვე მესამედ არის ნახევარფინალში გასული.

პირველად ამ ეტაპამდე "მეტალურგმა" 2009 წელს მიაღწია, რასაც ფინალში გასვლა მოჰყვა; თუმცა ის ფინალი ფეხბურთის ქართველ გულშემატკივარს, ალბათ, კიდევ დიდხანს ემახსოვრება: მატჩის დამთავრებამდე 10 წუთი რჩებოდა, დინამოელმა გიორგი ნერგაძემ რუსთაველთა კარში გოლი რომ გაიტანა.

შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა და დინამოელები უკვე ზეიმისათვის ემზადებოდნენ, როცა მათი საჯარიმოს მისადგომებთან "სტანდარტული" დაინიშნა. ამ ჯარიმას "დინამოს" მცველის, გურამ კაშიას გაძევება მოჰყვა, მაგრამ მთავარი მაინც გიორგი მეგრელაძის დიდოსტატურად შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო: გიორგი ლორია ვერაფერს გახდა "ცხრიანში" დამიზნებული ბურთის წინააღმდეგ!

მერე იყო დამატებითი დრო და მართლაც უცნაური პენალტების სერია: ცალკე გიორგი ლორიამ იყოჩაღა, ცალკე - "ოლიმპის" ფეხბურთელებს გაუცუდდათ სამიზნე (ოთხი პენალტი ვერ გამოიყენეს!) და კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" პენალტების სერიაში 2:0 გაიმარჯვა.

სხვათა შორის, ამის შემდეგ თბილისის "დინამოს" აღარანაირი ტიტული არ მოუგია...

"მეტალურგი" და "დინამო" თასზე ადრეც შეხვედრიან: 2006/07 წლების სეზონში ეს გუნდები ჯგუფურ ეტაპზე ერთად მოხვდნენ. ერთი მატჩი "დინამომ" მოიგო (3:0), მეორე - "მეტალურგმა" (3:2), თუმცა რუსთაველებს იმ სეზონში მთავარ პრიორიტეტად ჩემპიონატი ჰქონდათ არჩეული და ამ გათვლამ გაამართლა კიდეც: გუნდმა თასზე ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია, სამაგიეროდ, ოქროს მედლები მოიპოვა; აი, "დინამო" კი თასის მეოთხედფინალშიც გამოვარდა (მართლაც სიმპათიურ და ჭეშმარიტად "სათასო" გუნდ "ამერთან" ) და ჩემპიონატშიც მხოლოდ მეორე ადგილს დასჯერდა.

რაც შეეხება ამ სეზონს, პირველ ეტაპზე "დინამომ" ორივე მატჩი მოუგო "მეტალურგს" (1:0, 3:0). განსაკუთრებით აღსანიშნავი პირველი შეხვედრა იყო, ჩემპიონატის პირველ ტურში რომ ჩატარდა: სწორედ მაშინ, 2012 წლის 11 აგვისტოს შედგა დუშან უჰრინი-უმცროსის დებიუტი ოფიციალურ მატჩში "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე...

P.S. რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "დინამოს" ფინალში ადრეც უთამაშიათ, თუმცა დღევანდელ გუნდსა და 1994 წლის ფორმაციის რუსთავის "მეტალურგს" ერთმანეთთან მხოლოდ სახელწოდება აკავშირებთ (ანუ სხვადასხვა გუნდია).

დაბოლოს, ცნობისათვის: თბილისის "დინამოს" მიღწევას, ალბათ, დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს! თავად განსაჯეთ: გუნდმა უკვე მეთექვსმეტედ გააღწია ნახევარფინალამდე, თასი კი ცხრაჯერ აქვს აღებული!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

გიორგი ყიფიანი: ჩისკოს არყოფნით "დინამოს" შეტევა არ დასუსტდება

ნიკა კვასხვაძე: "სიონის" შეტევა უფრო ძლიერია, ვიდრე დაცვა...

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა

მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]

საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა