უეფას ფუტსალის თასმა თბილისის საფეხბურთო სკოლები მოიარა

გასული კვირის ბოლოს Trophy Tour-ის საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ უეფას ფუტსალის თასით თბილისის საფეხბურთო სკოლები მოიარეს: "ოლიმპიკში", "საბურთალოში", 35-ე სკოლაში, "ოლიმპში", "ბაქსვუდში" და სხვაგან საგანგებო ფოტოსესიები მოაწყო.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ უეფას "ოთხთა ფინალის" მაისურები, სფფ-ის პრეზიდენტმა კი ბურთები დაარიგა. ამას გარდა, მათ საჩუქრად ტურნირის ბილეთები გადაეცათ.

"ოთხთა ფინალის" ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები 22 აპრილს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა "იბერია სტარის" ფეხბურთელებთან, ტურნირის ელჩ არჩილ არველაძესთან და სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების მოთამაშეებთან ერთად "გრეხეტბოლი" ითამაშეს. ტურნირზე დასასწრები ბილეთები იქაც გათამაშდა.

დაბოლოს, "იბერია სტარის" ხელმძღვანელობამ "ოთხთა ფინალისთვის" განაცხადი წარადგინა, რომელიც ერთი კვირის წინანდელი ვარიანტისგან ოდნავ განსხვავდება.

მეკარეები: 1. ერიკ აკოპოვი, 15. სელინიო;

წინახაზელები: 2. რაფა, 3. ალექსანდრე ძაბირაძე, 5. ფუსტე, 7. გოგა ალთუნაშვილი (კ), 9. აუგუშტო, 10. მარსელი, 17. ლუსიო, 19. მარკო პერიჩი, 22. გაგა თიბილაშვილი, 30. კუმანო, 77. ვახტანგ ჯვარაშვილი, 99. ფაბინიო.

ერთი კვირის წინ "იბერიას" განაცხადში იყვნენ ბრაზილიელი ლეგიონერები - დუდა და ეზეკილი, მაგრამ ისინი მწვრთნელ სერჟიო ბენატისთან ერთად გაუშვეს.

სამაგიეროდ, საქართველოს ჩემპიონმა სერბეთის ნაკრების ლიდერი მარკო პერიჩი და გაგა თიბილაშვილი დაიმატა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება

"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა

უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა