საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელს, ანა ტატიშვილს მსოფლიო ასოციაციის რეიტინგში 68-ე ადგილი უკავია
ჩოგბურთელ ქალთა მსოფლიო ასოციაციის (WTA) განახლებული რეიტინგით ანა ტატიშვილს 907 ქულით 68-ე (68) ადგილი უკავია.

დანარჩენ ჩვენებურთა მაჩვენებლები ასეთია: 255 (255) სოფიო შაფათავა (190), 377 (375). ოქსანა კალაშნიკოვა (99), 407 (406). მაკა ჩახნაშვილი (87), 482 (480). სოფიო ქვაცაბაია (66), 518 (516). ეკატერინე გორგოძე (56), 815 (815). ნათია გეგია (18).

ჩვენებურთაგან მომავალი კვირისთვის საგრძნობი დაწინაურება ელის ოქსანა კალაშნიკოვას, რომელმაც უზბეკური ნამანგანის 25.000-იან ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა და 34 ქულა დაიმსახურა.

ოქსანა ამჟამადაც უზბეკეთშია, კერძოდ, ანდიჟანში და 10.000-იან ტურნირში იბრძოლებს მთავარი პრიზისთვის.

შეგახსენებთ, რომ სტამბულის ტურნირის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) ძირითად ბადეში ითამაშებს სოფიო შაფათავა.

შვეიცარიული კიაზოს 25.000-იანი ქალთა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სცდის ძალებს მაკა ჩახნაშვილი, რომელიც მე-2 ნომრადაა განთესილი. პირველ წრეში იგი თავისუფალი იყო, მეორეში იტალიელ გიადა კლერიჩის დაუპირისპირდება.

ამერიკაში სავანას ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი) კვალიფიკაციაში სცდის ძალებს ნიკოლოზ ბასილაშვილი. პირველ წრეში მან სლოვენიელ ლუკა გრეგორეს 6:4, 7:6 მოუგო. ძირითად ბადეში გასაღწევად ვენესუელელ რიკარდო რედრიგესთან გაარკვევს ურთიერთობას.

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში თბილისელ სპორტსმენს 184 ქულით 252-ე ადგილი უკავია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა