"არისტოკრატებს" პლეი-ოფის განაღდება ამ ოთხშაბათსვე სურთ
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი მოსკოვის "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აცხადებს, რომ ჯგუფიდან გასვლის ამოცანა "არისტოკრატებმა" ამ მატჩშივე უნდა გადაწყვიტონ.

ინგლისური კლები სამი ტურის შემდეგ 9 ქულით F ჯგუფს სათავეში უდგას. მეორე ადგილს 6 ქულით ვალერი კარპინის " სპარტაკი" იკავებს, მესამეზე ერთი თამაშის მომგები "მარსელია", ჯგუფის ფსკერზე კი სამი თამაშის წამგები "ჟილინაა" დამკვიდრებული. ასე რომ, უახლოეს მატჩში გამარჯვება "ჩელსის" მთავარი საკლუბო ევროტურნირის მერვედფინალის საგზურს გაუნაღდებს. ოთხშაბათს "ჩელსი" "სპარტაკს" მიიღებს "სტემფორდ ბრიჯზე," "მარსელი" კი "ჟილინასთან" დასაპირისპირებლად სლოვაკეთში გაემგზავრება.

"ჩვენთვის "სპარტაკის" დამარცხება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ მოგებით ჩვენ ჯგუფში პირველი ადგილის და პლეიოფში გასვლის განაღდება შეგვიძლია. ეს კი საშუალებას მოგვცემს კონცენტრირება გავაკეთოთ პრემიერლიგის თამაშებზე," - განაცხადა ანჩელოტიმ, რომლის შეგირდებსაც 7 ნოემბერს ეროვნულ ჩემპიონატში "ლივერპულთან" სტუმრობა უწევთ.

"ამავე დროს, ჩემი ფეხბურთეკლები ჯგუფის შემდეგ მატჩებში დასვენებას არ გეგმავენ. პასუხისმგებლობის ტვირთის მოშორება საშუალებას მოგვცემს, ფიზიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თავი უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომ გვჭირდება ოთხშაბათს გამარჯვება. მეორეს მხრივ, მოსკოვში "სპარტაკმა" ჩვენ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. ასე, რომ იოლი გასეირნება არც ლონდონში გვექნება", - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა