"როსონერიმ" ხელფასებში 40-50 მილიონი ევრო დაზოგა
სერია A-ს ბოლო სამ მატჩში "მილანმა" შესაძლებელი 9 ქულიდან მხოლოდ 2 აიღო და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუარესა. თუ აქამდე "როსონერი" მეორე ადგილისთვის ეცილებოდა "ნაპოლის", დღეს მესამე ადგილი აქვს შესანარჩუნებელი. გასულ უქმეებზე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა "იუვენტუსთან" წააგო, "ფიორენტინამ" კი "ტორინო" დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და ლომბარდიულ გრანდს წამოეწია. მოკლედ, "მილანს" გაურთულდა ცხოვრება, ალეგრის კი კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა თავს. მწვრთნელის დასაცავად კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ აიმაღლა ხმა:

"ვერაფრით გავიზიარებ იმ კრიტიკას, რომელიც ალეგრის მიმართ ისმის. მასიმილიანო სამი წელია, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელია და ამ დროში ჩვენ ჩემპიონობა მოვასწარით. ამასთან, სერია A-ს წინა გათამაშებაში მეორე ადგილზე გავედით, მიმდინარე სეზონში კი მესამე ადგილს ვუმიზნებთ. ვფიქრობ, არცთუ ურიგო შედეგებია და თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დაგვტოვა. როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის და ტიაგო სილვას დონის ფეხბურთელები გტოვებენ, იქ უკვე ძნელია მიღწეული შედეგის გამეორება და მუდმივად სკუდეტოს მოგება".

გალიანის იმაზეც მოუხდა საუბარი, თუ რატომ დატოვეს გუნდი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა და ტიაგო სილვამ: "ამაზე აქამდეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, ასეთი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ჯობდა, ერთ ზაფხულს შეგვეთხელებინა გვარიანად შემადგენლობა, ვიდრე ყოველ წელს წამყვანი ფეხბურთელი გაგვეყიდა. მით უმეტეს, გაახალგაზრდავების პროცესი დავიწყეთ და ახალ გუნდს ჩავუყარეთ საფუძველი.

2012 წელთან შედარებით, სახელფასო ბიუჯეტი 40-50 მილიონი ევროთი შევამცირეთ, რამაც ფინანსურად მოგვაძლიერა. კლუბის განვითარებისთვის ნამდვილად ასე ჯობდა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

რობინიო: "მილანთან" ახალი კონტრაქტის გაფორმება მინდა

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა