პირველი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გახდა "ნიუ იორკ ნიქსის" შემტევი მცველი ჯეი არ სმიტი
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული ჩემპიონატის შედეგების შეჯამება დაიწყო. პირველი ინდივიდუალური პრიზის მფლობელი გახდა "ნიუ იორკ ნიქსის" შემტევი მცველი ჯეი არ სმიტი - ის სეზონის საუკეთესო მეექვსე მოთამაშედ დასახელდა.

ამ ჯილდოს მფლობელს ჟურნალისტები ადგენენ. სულ გამოიკითხა პრესის 121 წარმომადგენელი და მათგან 72-მა ნიუიორკელ კალათბურთელს პირველი ადგილი მიანიჭა, ჯამში კი სმიტმა 484 ქულა დააგროვა. გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წევრმა ჯამალ კროუფორდმა - მას 31 პირველი ადგილი და 352 ქულა ერგო. შემდეგ მოდიან: ჯარეტ ჯეკი ("გოლდენ სტეიტი"), კევინ მარტინი ("ოკლაჰომა") და რაიან ანდერსონი ("ნიუ ორლეანი").

სეზონის საუკეთესო რეზერვისტმა რეგულარულ ჩემპიონატში 80 მატჩი ჩაატარა, ყოველთვის შეცვლაზე შედიოდა მოედანზე და საშუალოდ შეხვედრაში 18.1 ქულას აგროვებდა. მან 29 მატჩში შეძლო მინიმუმ ოცი ქულის დაგროვება. სხვათა შორის, ასეთივე შედეგი ჰქონდა კროუფორდს.

ჯეი არ სმიტი "ნიქსის" ისტორიაში მესამე მოთამაშეა, ვინც სეზონის საუკეთესო "მეექვსე მოთამაშის" ჯილდო დაიმსახურა. მანამდე ამ პრიზის მფლობელები იყვნენ ენტონი მეისონი (1995) და ჯონ სტარქსი (1997).

ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გახდა ცნობილი კიდევ ორი ჯილდოს მფლობელის შესახებ, თუმცა ამაზე ოფიციალურად მოგვიანებით გამოცხადდება.

წლის პროგრესირებადი მოთამაშე გახდება "ინდიანას" 22 წლის ფორვარდი პოლ ჯორჯი, რომელმაც უკან ჩამოიტოვა ლერი სანდერსი, გრეივის ვასკესი და ომერ აშიქი.

თუ დაუდასტურებელ ინფორმაციას ვერწმუნებით, 2012-13 წლების სეზონში საუკეთესო დამცველი "მემფისის" ესპანელი ცენტრი მარკ გასოლი უნდა გახდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. პლეი ოფი: პირველი მოგებული სტუმარი

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა