ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი
არცთუ მაღალი ტემპი, ჩაკეტილი თამაში, დიდი ვერაფერი სანახაობა და შოკისმომგვრელი ანგარიში - დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" ძალების დაზოგვით მოუგო, თანაც 4:0...

ერთადერთი მაჩვენებელი, რითაც "ბარსელონამ" "ბაიერნს" აჯობა, ბურთის ფლობის პროცენტი გახლდათ... ყველაფერ დანარჩენში მასპინძლებს სრული უპირატესობა ჰქონდათ და შედეგიც შესაბამისი დაფიქსირდა.

გუნდებმა ფრთხილი თამაში არჩიეს და საწყისი წუთების მიხედვით, ბევრი გოლი არც უნდა გვეხილა. "ბაიერნს" სწრაფ გოლზე არ უთამაშია და მით უმეტეს, არც "ბარსას" ეჩქარებოდა სადმე. თუმცა, თავიდანვე გამოჩნდა, რომ მიუნხენელებმა უკეთ იცოდნენ, რა უნდა ეკეთებინათ მოედანზე და როგორ უნდა მოეხვიათ საკუთარი თამაში მეტოქისთვის.

მჭიდრო მეურვეობა ლიონელ მესის, პრესინგი მოედნის ცენტრში და კოლექტიური ართმევის მეთოდი - ის, რასაც "ბარსა" წლებია, ასე წარმატებულად იყენებს.

ამ ყველაფერმა პირველი შედეგი 25-ე წუთზე გამოიღო, როდესაც თომას მიულერმა დანტეს დარტყმულს შეუცვალა მიმართულება და ბურთი ვალდესის კარის ბადეში გაახვია, 1:0.

მეორე გოლი რაღაცით პირველს წააგავდა, მხოლოდ მარიო გომესმა ბურთი ფეხით შეაგორა მეტოქის კარში, 2:0. ერთი კია, იმ ეპიზოდში გერმანელთა ფორვარდი თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ.

იხილეთ ფოტოგალერეა

ამ მომენტზე ალბათ ბევრს ილაპარაკებენ, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ილაპარაკებდნენ, მიუნხენელებს კიდევ ორი გოლი რომ არ გაეტანათ და თავიანთი უპირატესობა ასე თვალსაჩინო არ გაეხადათ.

მესამე გოლი არიენ რობენის ანგარიშზეა, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, ერთ მცველს შესანიშნავად აუარა გვერდი და ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა, 3:0.

იმ ეპიზოდში რობენს თომას მიულერი წაეხმარა, რომელმაც მცველს ტანი ჩაუდგა და ჰოლანდიელს სივრცე გაუხსნა - მიულერმა უბურთო მცველი შეაჩერა და ამ ეპიზოდმაც გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა.

მეოთხე გოლზე კი ყველაფერი დღესავით ნათელი გახლდათ: მარცხენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას ზეაქტიური მიულერი დაუხვდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 4:0.

"ბაიერნმა" გადაურბინა "ბარსელონას" და ამას მართლაც არავინ ელოდა. კატალონიელები კიდევ უფრო უფერულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე "მილანთან" პირველ შეხვედრაში და ბუნებრივია, მათი მდგომარეობა კიდევ უფრო რთულია, ვიდრე "მილანთან" პირველი შეხვედრის შემდეგ; შესაძლოა, გამოუვალიც კი...

Video

23.04.13. ბაიერნი - ბარსელონა 4:0

ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი. პირველი მატჩი

ბაიერნი-ბარსელონა 4:0

გოლები: 1:0 მიულერი (25), 2:0 გომესი (49), 3:0 რობენი (73), 4:0 მიულერი (82).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი (83. პისარო), რიბერი (89. შაჩირი) - გომესი (71. ლუის გუსტავო).

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, პედრო (83. ვილია).

გაფრთხილება: შვაინშტაიგერი, ხავი მარტინესი, გომესი - ალბა, ბარტრა, ინიესტა, სანჩესი.

კუთხური: 11-4; ჯარიმა: 10-16; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 12-3 (7-1); ბურთის ფლობა: 34%-66%.

მაყურებელი: 71 000

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ლიონელ მესი: ამ ანგარიშს ვერაფერი მოვუხერხე

ჟორდი როურა: მსაჯობა ნამდვილად ცუდი იყო

იუპ ჰაინკესი: კმაყოფილი ვარ, თუმცა ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული

ჩავი: ამ სხვაობის აღმოფხვრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია

ბასტიან შვაინშტაიგერი: ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ეს ამად ღირდა

ფრანკ რიბერი: ვიცოდით, რომ ასეთი შედეგისთვის ბევრი უნდა გვეშრომა

არიენ რობენი: დღეს ჩვენ იდეალური მატჩი ჩავატარეთ

კარლ-ჰაინც რუმენიგე: "ბაიერნმა" ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა

დანიელ ალვეში: ეს იყო ყველაზე ცუდი დღე, რაც "ბარსელონაში" ვარ

ხავი მარტინესი: ფინალში გასვლა განაღდებული არ გვაქვს

გარი ლინეკერი: პეპ გვარდიოლა "ბაიერნს" კი არა, "ბარსელონას" სჭირდება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dabogmils

საწყალი ამ სტატიის ავტორი, ზაან დაბოგმილი ჩანს... წესით ბარსას ფანი უნდა იყოს და ჯერ ვერ მოუნელებია ასე უშანსონ რომ წააგეს

• სერ ალექსი

აქ მარტო მანჩესტერის, ბარსელონას და რეალის გენიალურობაზე წერენ. თითქოს სხვა გუნდები არ არსებობდნენ. კარგი გაკვეთილია...... :))))))))

• დოქტორი უოტსონი

"არცთუ მაღალი ტემპი, ჩაკეტილი თამაში, დიდი ვერაფერი სანახაობა და შოკისმომგვრელი ანგარიში - დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიუნხენის "ბაიერნმა" "ბარსელონას" ძალების დაზოგვით მოუგო, თანაც 4:0..." რა ტექსტია... :))))ეს სტატია ხუხაშვილის დაწერილია მე მგონი.. თან კი არ უყურებია თამაშისთვის, რადიო "თავისუფლებაში" აქვს მოსმენილი თამაში...

• ქალდააა.

სულ ესეა აქ,ბარსელონას გულშემატკივრების არაობიექტურინიუსები...თამაშგარედან გატანილი გოლი აღნიშნა და ხელბურთის თამაში არა,სასაცილოა რა...გუშინ ლიდერი იყო ბაიერნი და ჩემდა სამწუხაროდ წელს მგონი ისინი აიღებენ თას,მაგრამ იმედია ისეთივე დამსახურებულად,როგორადაც გავლენ ფინალში...წელს ბარსელონამ ვერ დაიმსახურა ეს ტიტული,რეალი და ბაიერნი კი კარგ ფორმაშია,იმედია რეალი დღეს მოწოდების სიმაღლეზე,იქნება,თუ,ცა დორტმუნდსაც ვერ ვაქცევ ზურგს,საოცრად თამაშობენ...ფინალში რეალი და ბაიერნი იქნება იმედია და დაე ღირსეულმა აიღოს თასი...ჰალა მადრიდ...

• vako

ბარსას ფანებო მესმის თქვენი რომ სიმართლის თქმა გეძნელებათ მაგრამ მაინც მოგიწევთ იმ მარტივი მიზეზოს გამო რომ უბრალოდ ბურთი თავზე დაახიეს ბარსას და ამას ბრმაც დაინახავდა.მეცოდებით თქვენი უსუსური არგუმენტების გამო:))))))

• D+

ვაკვირდები, ამ საიტზე გერმანული ფეხბურთი ორგანულად სძულთ. მესის ყველა გოლზე, ლამის ორგაზმს განიცდიან და ასეთი თამაშის მერე, ასე "მოკრძალებულად" განიხილავენ ბაიერნის ფინალში გასვლის შანსებს. ტეხავს, უბრალოდ!

• PARFIUMER

რაებს იძახით ძმაო თამაში არ უყურეთ? რა სამი გოლი და რა პენალტი... ითამშა ბაიერნმა და მოიგო, მეორე თამაშს ბარსა თუ ითამაშებს მოიგებს...

• smokie

ბარსელონამ ის მიიღო რისი ღირსიც იყო!!! თუ გუნდი ძლიერია იმისთვის არ უნდა იყოს პრობლემა ჩაკეტილი იქნება თუ არა თამაში, მესმის ბარსელონას ფანების, მაგრამ არის მეორე მხარეც, ბარსელონას რომ მოეგო იგივე ანგარიშით მაშინ ბარსელონას ფანები ხომ ყველაფერზე თვალებს დახუჭავდნენ, აფსაიტი იყო, ჯარიმა თუ მსაჯის არასწორი მსაჯობა!!! შეეგუეთ იმ პირობას რომ შეიძლება აღმოჩნდეს გუნდი რომელი ბარსელონას დაამარცხებს, არაფერი არ არის გამორიცხული და მით უმეტეს სამუდამო, დრო იყო როცა ბევრი გუნდები რომლებიც ამჯამად გასავარდნ ზონაში არიან და იმისთის იბრძვიან რო არ გავარდნენ უმაგლესი ლიგიდან წლების წინ სტადიონებს აზანზარებდნენ, ფეხბურთელები რომლებიც აღარ ჩანან ადრე ვარსკვლავები იყვნენ, დრო ყველაფერს ცვლის, შეიძლება მომდევნო წელს ბარსელონასაც ისეთივე ბედი ეწიოს როგორიც დეპორტივოს, ნიუკასლს, ალკმაარს და ბევრ ადრე ლიდერებში მყოფ გუნდებს ეწიათ, შეეგუეთ წაგებას, ბოლოს და ბოლოს როგორც იტყვიან წაგება და მოგება ძმები არიან!!!.

• ფირალი

სტატიის ავტორი არაა მიკორძოებული, მაგრამ ბარსას ფანები კია გამწარებული, რომელი სამი ბრაკი გოლი. მხოლოდ ერთი ბურთი იყო თამაშგარედან გასული, ან პატივცემული რომ ამბობს პენლებს ვერ გაიტანდნენო, საიდან ამხელა ინფორმაცია, სავარაუდოდ ნათელმხილველია. ბარსამ რო დაამსხვრია შტანგები იმაზე დაწერეთ :)))))) კარისკენ დაარტყეს საერთოდ გარდა 2 შემთხვევისა?

• smokie

ბარსელონამ ის მიიღო რისი ღირსიც იყო!!! თუ ბარსელონა მართლაც ყველაზე ძლიერი გუნდია დღეს დღეობით, მაშინ ასეთ გუნდს არ უნდა

• Giorgipirweli

გოლის დროს ალბას საერთოდ ახტომაც არ უცდია, ამდენად არანაირ ჯარიმა არ იყო დანტეზე. თანაც ეგ პირველი გორი იყო და არა მეორე. მეორე გოლის გრაფიკულ გამოსახულებას თუ ნახავთ, გამოჩნდება, რომ გომესი და მცველი ერთ ხაზზე იდგნენ. ბაიერნის მეორე ფეხბურთელი კი იყო ოდნავ წინ, თამაშგარეში და ეს ეპიზოდი მართლაც სადავოა. მესამე გოლზეც არანაირი ჯარიმა არ ყოფილა. თუ მაგ გოლებს არ გაიტანდნენ, სხვა გოლებს გაიტანდნენ. ყველაფერში აჯობა ბაიერნმა და აღიარეთ ბარსელონას გულშემატკივრებმა!

• secret

გეფიცები ყველაფერს უარგისი მსაჯი იყო, არამგონია ეს თამაში ნაღდი ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ჩაწყობილია, ნახევარი ფეცე მაგაზე საუბრობს და ერთი აქ კომენტარები რომ დაიწერა ის პენალტები უნდა დაედო მსაჯსო, კი ბაზარი არაა უნდა დადებულიყო მაგრამ მაგას მაინც ვერ გაიტანდნენ და რა აზრი ქონ და, შესაბამისად ის ნაგავი სამი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო გასაგებია თქვე მართლა გამოშტერებულო ფანებო, ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რომ ბარსა შემდეგ შეხვედრაზე მოიგებს, ამის იმედი მაქვს.

• Georgi

მე2 გოლიც საეჭვოა. მარკა წერს- დანტე ხელებიტ დაეყრდნო ალბას. ანუ 4-დან სამი გოლი საეჭვოა! და ჯობდა ის ორი პენალტი დაედო, ერთს მაინც ააცილებდნენ, ვიდრე სამი ბრაკი გოლი ჩაეთვალა..

• Tyler Durden

ესეც პოლიტიკა ხომ არ არის მარტო ცალმხრივ ინფორმაციას რომ ავრცელებთ?!არ შეიძლება ასეთი მიკერძოება!!!

• Giorgipirweli

არ შეიძლება ასეთი მიკერძოებული სტატიის დაწერა, პატივცემულო ავტორო! რას ნიშნავს "შესძლოა გამოუვლაიც კი"??? ვინმეს დედამიწის ზურგზე სჯერა, რომ ეს ბარსელონა ამ ბაიერნს 5:0ს მოუგებს? ან იმ არდანიშნულ პენალტებზე რატომ არაფერს ამბობთ? რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ბარსელონას მთელი თამაშის განმავლობაში ერთი კომბინაციის გაკეთების საშუალება არ მისცა ბაიერნმა? რატომ არაფერს ამბობთ იმაზე, რომ ბარსელონამ კარში პირველად 68-ე წუთზე დაარტყა? მოკლედ, შეეცადეთ ცოტა ობიექტური იყოთ!

• PAZOR

გადაუარა კი არა გააფარჩაკა.ნახევარფინალში ბარსას დონის გუნდმა 4:0 არ უნდა წააგოს....მიკვირს ამ სტატიის ავტორი აქცენტს გომესის და რობენის გოლების სამართლიანობაზე რომ აკეთებს და ხმას არ იღებს და კომენტარს არ აკეთებს იმ ორ 100%–იან პენალტებზე ,რომელიც მსაჯმა არ დადო....იასნია მიკერძოებულია სტატიის ავტორი.ერთიც უნდა აღნიშნო და მეორეც

• grisha

აუ ამათ ახლა მესი კი არა მესია ჭირდებათ, ეხ ბაბსა ბარსა :(

• devivi

იმას რატომ არ წერთ, რომ კატალონიელებს საჯარიმოში ხელზე სამჯერ რომ მოხვდათ ბურთი?

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა