დაგვიანებულ პრემიებსა და მიუღებელ ხელფასებზე ბულგარეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცი ალაპარაკდა
დაგვიანებულ პრემიებსა და მიუღებელ ხელფასებზე ისეთი ძლიერი გუნდის მთავარი მწვრთნელიც ალაპარაკდა, როგორიც ბულგარეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების თავკაცი არმენ ნაზარიანია.

ევროპის პირველობიდან ერთი თვეც არაა გასული, ის კი უკვე ულტიმატუმს აყენებს, თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, პოსტიდან გადავდგებიო.

ამის შესახებ სომხური წარმოშობის ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, რომელიც თავის დროზე ბულგარელებმა გადაიბირეს და მთელი კარიერა სოფიაში გაატარა, სომხურ სააგენტო news. am sports-ს განუცხადა.

"მოჭიდავეებმა ღიად განაცხადეს, რომ სურთ, მიიღონ კუთვნილი პრემიები და 3-4 თვის ხელფასი.

ჩემთვის გაუგებარია მიზეზი, რატომ გვიგვიანებს სამინისტრო ამ თანხას. მე არ მაქვს იმდენი ფული, ჩემი ჯიბიდან გადავუხადო მათ.

თუ ბიჭებს ფულს არ მისცემენ, მაშინ მე გადავდგები პოსტიდან. ვიმედოვნებ, ჩემი ულტიმატუმი და გადადგომის საფრთხე იმოქმედებს ჩინოვნიკებზე" - განაცხადა ნაზარიანმა.

ევროპის პირველობა თბილისში 19-24 მარტს ჩატარდა და იქ ბულგარელმა ბერძენ-რომაელებმა 3 მედალი - სამივე სინჯის თითო ჯილდო მოიპოვეს, "თავისუფლებმაც" - ასევე 3 მედალი ირგუნეს, ოღონდ 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირს ესწრებოდა და საკუთარ სპორტსმენთა წარმატებებს პირადად ადევნებდა თვალს ბულგარეთის სპორტის მინისტრი პეტარ სტოიჩევი.

საბედნიეროდ, საქართველოში არც მწვრთნელებს სჭირდებათ მსგავსი ულტიმატუმები (თუმცა ზემდგომთ ეს სასაცილოდაც არ ეყოფათ) და არც სპორტსმენებს აწუხებთ კითხვა დაგვიანებულ თუ მიუღებელ ხელფას-პრემიებზე.

ნაზარიანს ბულგარეთში საკუთარ დიპლომთან დაკავშირებითაც შეჰქმნია პრობლემა. მას დამთავრებული ჰქონია მოსკოვის ფიზკულტურის ინსტიტუტი, მაგრამ თურმე ბულგარეთის ახალი კანონი არ ცნობს რუსულ დიპლომს და ადგილობრივი სათანადო სასწავლებლის გაცემულ დოკუმენტს ითხოვს. მრავალი მოლაპარაკების შემდეგ მათ ცნეს ჩემი დიპლომიო, განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა