მაშინ რა საჭიროა მთავარი მწვრთნელი?
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" პლეი ოფის სერიის პირველი მატჩი წააგო. პაუ გასოლისა და დუაიტ ჰოვარდის ორმაგი ცენტრის ტაქტიკა პრობლემა არ ყოფილა "სან ანტონიოსთვის", რომელმაც კალიფორნიელებს მხოლოდ 79 ქულა დააგროვებინა. მოკლედ, დასავლეთის მეშვიდე გუნდმა ყველა კომპონენტში დათმო შეხვედრა პლეი ოფის ერთ-ერთ ფავორიტთან. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან "ლეიკერსი" თავისი ლიდერის კობი ბრაიანტის გარეშე თამაშობდა, მაგრამ განვლილი მატჩის შემდეგ, სწორედ კობის გარშემო ატყდა აჟიოტაჟი.

"შავი მამბა" თავის "ტვიტერზე" ფაქტობრივად ონლაინ-ტრანსლიაციას აწარმოებდა და კომენტარს უკეთებდა თანაგუნდელების მოქმედებებს. "ვურჩევ პაუს დაფარებებზე ინადიროს: არ მოცილდეს იქაურობას, სანამ ტყორცნას არ დაბლოკავს!" ან ასეთი კომენტარი, რომელიც "ლეიკერსის" დაცვაში მოქმედებას შეეხებოდა: "არ შეიძლება ასე უბრალოდ განზე გასვლა, როცა შენსკენ პარკერი მორბის. მეტოქე ფარს მაქსიმალურად უნდა მოაცილო. ისინი ხომ ყოველ ჯერზე იოლად შედიან სამწამიანში, შემდეგ კი ფარქვეშ პასს აკეთებენ ან თავად აგდებენ ბურთს".

საკმაოდ საჭირო რჩევებია კობისგან. ამიტომაც გასაკვირი არ იქნებოდა, თუ დიდი შესვენების დროს, მოთამაშეები არა მწვრთნელის ნოტაციების მოსმენას დაიწყებდნენ, არამედ საკუთარ მობილურ მოწყობილობებს ჩაუჯდებოდნენ საკუთარი ლიდერის რჩევების წასაკითხად. ამაში განსაკუთრებული არაფერია. უფრო ადრეც, მცველმა მატჩის შესვენების დროს დაურეკა პაუ გასოლს: მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა გერი ვიტიმ ყურმილი გადასცა ესპანელს, რომელმაც მიიღო საჭირო ინფორმაცია და "ლეიკერსს" მოაგებინა... "სან ანტონიოსთან" მატჩში. ეს მოხდა რეგულარულ ჩემპიონატში.

ნაწილობივ, ამ ვარაუდის დადასტურება შეიძლება იყოს სტივ ბლეიკის ციტატა: "კობი რომ აქ იყოს, სწორედ ის მოგვცემდა რჩევებს. ზუსტად გვეტყოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა მოედანზე. ახლა კი ის ცდილობს დაგვეხმაროს როგორც შეუძლია. კობი ყოველთვის მეომრად რჩება და ძალიან უნდა მოედანზე ყოფნა. ჩვენ ყველას გვინდა ეს. მაგრამ, სამწუხაროდ, მას მხოლოდ რჩევებით დახმარება შეუძლია".

აქ ისმის კითხვა - მაშინ რა საჭიროა მთავარი მწვრთნელი?..

შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, მატჩის შემდეგ მაიკ დ’ენტონიმ აკურატული რეპლიკით ოდნავ გადაკრა კობი ბრაიანტს. "კარგია, რომ ის თავის პოზიციებს აფიქსირებს. კობი ხომ ახლა გულშემატკივარია. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ასეთი გულშემატკივრის შეტყობინებებზე ჟურნალისტები უფრო მეტად ამახვილებენ ყურადღებას, ვიდრე ამას საჭიროება მოითხოვს. ეს არის და ეს".

NBA-ის "ჩვეულებრივი" ხუთგზის ჩემპიონისა და "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 15-გზის მონაწილის რეაქციამ არ დააყოვნა: "მე გულშემატკივარი ვარ?! სასაცილოა", - დაწერა ბრაიანტმა.

და მაინც, იმისთვის, რომ მეოთხედფინალური სერია თავისი შეტყობინებებით არ გადაფაროს, კობიმ გადაწყვიტა რეალურ რეჟიმში აღარ გაუკეთოს კომენტარი მოედანზე მიმდინარე მოვლენებს. ახლა, ისღა რჩება, რომ თვალი მივადევნოთ მის გვერდს "ფეისბუკზე": კობის არ უთქვამს, რომ იქაც არ დაწერს მატჩის დროს. საინტერესოა, გაძლებს თუ არა "შავი მამბა" ისე, რომ "სან ანტონიოსთან" სერიის ბოლომდე კრინტი არ დაძრას.

დენგი: როუზის ფორმა ყოველთვის მზადაა

"ჩიკაგოს" ფორვარდმა ლუოლ დენგმა განაცხადა, რომ გუნდი ბოლომდე უჭერს მხარს გამთამაშებელ დერეკ როუზს, რომელიც არ ჩქარობს მოედანზე დაბრუნებას ოპერაციის შემდეგ.

"როუზს ძალიან უნდა თამაში. მას ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მთელი ეს სიტუაცია ძალიან ცუდად მოქმედებს მასზე. ვიცი, როგორ უნდა მას ჩვენს გვერდით ყოფნა.

თუ დერიკი შემოვა გასახდელში და იტყვის, რომ ხვალ მოედანზე გასვლას აპირებს, მისი მაისურა მზად იქნება. თუ ეს არ მოხდა, ჩვენ მას 100 პროცენტით დავუჭერთ მხარს", - ამბობს დენგი CBS-თან კომენტარში.

დანკანი ტვიტერს ვერ იტანს

"სან ანტონიო სპურსის" ვეტერანმა ცენტრმა ტიმ დანკანმა აღიარა, რომ არ გახლავთ სოციალური ქსელის - "ტვიტერის" თაყვანისმცემელი.

"ერთხელაც არ შევსულვარ Twitter.com-ზე. ალბათ, ერთადერთი ადამიანი ვარ მთელს ლიგაში, რომელსაც საკუთარი გვერდი არ გააჩნია. არანაირი სურვილი არ მაქვს ყველას მოვუყვე იმის შესახებ, რით ვარ თავისუფალ დროს დაკავებული", - ამბობს ლეგენდარული კალათბურთელი.

ამარე მეორე რაუნდს უმიზნებს

"ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდმა ამარე სტაუდმაიერმა, რომელმაც მარტში მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გადაიტანა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, შესაძლოა, პლეი ოფის მეორე რაუნდში შეძლოს მოედანზე დაბრუნება, - წერს გაზეთი "ნიუ იორკ პოსტი". მოთამაშემ აღნიშნა, რომ რეაბილიტაციის პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ოპერაციამდე ხუთ მატჩში სტაუდმაიერი საშუალოდ 16.8 ქულასა და 5.4 მოხსნას აგროვებდა. თუმცა მის არყოფნაში "ნიქსმა" 19 მატჩში 17 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კობი ბრაიანტმა სეზონი დაამთავრა

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა