მაკინროი და ფორჟე "როლან გაროსზე" რაფასთვის განთესვის მაღალ ნომერს ითხოვენ
დევისის თასზე საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა გი ფორჟემ განაცხადა, რომ წელს, როლან გაროსის ორგანიზატორებმა უნდა იზრუნონ იმისთვის, რომ ტურნირის შვიდგზის ჩემპიონს რაფაელ ნადალს განთესვის მაღალი ნომერი მისცენ.

ჩვეულებრივ, საფრანგეთის ღია პირველობაზე განთესვა ხდება ATP-ის რეიტინგის მიხედვით. ესპანელი ჩოგბურთელი, რომელიც შვიდთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა კორტზე, ახლა მეხუთე ადგილს იკავებს კლასიფიკაციაში. კვირას, მონაკოს მასტერსის ფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხების შემდეგ, ნადალმა რეიტინგში 400 ქულა დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის გამორიცხულია როლან გაროსამდე მისი ტოპ-ოთხეულში შესვლა.

ასე რომ, პოტენციურად პარიზში რაფაელი შეიძლება მეოთხედფინალურ ეტაპზე შეხვდეს ჯოკოვიჩს, როჯერ ფედერერს, ენდი მარეის ან დავიდ ფერერს. გი ფორჟე, რომელიც როლან გაროსის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი გახლავთ, აცხადებს, რომ უნდა განიხილონ ნადალისთვის უფრო მაღალი განთესვის ნომრის გადაცემის საკითხი.

“შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ შეიძლება ვნახოთ ნადალისა და ჯოკოვიჩის დაპირისპირება დიდი ტურნირების ფინალებში. სამწუხარო იქნება, თუ როლან გაროსზე ისინი მეოთხედფინალში შეხვდებიან ერთმანეთს. წესების თანახმად., “დიდი სლემის” ტურნირებზე

შესაძლებელია მოთამაშეთა განთესვის ნომრის შეცვლა. ადრე ასეთი რამ გაუკეთებიათ უიმბლდონზე. ლოგიკური იქნება თუ ამ წესს წელს პარიზში გამოვიყენებთ”, - ამბობს გი ფორჟე.

იგივე აზრი გამოთქვა ლეგენდარულმა ამერიკელმა ჩოგბურთელმა ჯონ მაკინროიმ. მანაც მოუწოდა როლან გაროსის ორგანიზატორებს გადახედონ ტურნირზე მოთამაშეთა განთესვის წესებს.

"ვფიქრობ, იმ მოთამაშეებს, რომლებიც რეიტინგში რაფას ზემოთ იმყოფებიან, არ სურთ ესპანელი როლან გაროსის ბადის საკუთარ ოთხეულში იხილონ. პირადად მე მიმაჩნია, რომ პარიზში ის პირველ ნომრად უნდა იყოს განთესილი. ნადალზე მეტად ამას არავინ იმსახურებს.

ეს მხოლოდ ლაპარაკია, რომ ნადალს უფრო მაღალი განთესვის ნომერი უნდა ჰქონდეს, ვიდრე დავიდ ფერერს ან ენდი მარეის. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია რაფას კონკურენცია გაუწიოს გრუნტზე - ნოვაკ ჯოკოვიჩია. თეორიულად, მხოლოდ ის იმსახურებს ესპანელზე უფრო მაღალ განთესვის ნომერს. მიმაჩნია, რომ როლან გაროსის ორგანიზატორებმა უნდა გადახედონ საკუთარ ტურნირზე განთესვის წესებს.

ჩემი აზრით, ხუთსეტიანი მატჩების ფორმატი რაფაელს დაეხმარება. ეს მას უფრო მეტ დროს მისცემს იმისთვის, რომ იგრძნოს საკუთარი თამაში და რაღაც შეცვალოს მასში. ამასთან, მე ბოლომდე დარწმუნებული ვერ ვიქნები მის ფიზიკურ ფორმაში – წელს ის საქმეში მხოლოდ რამდენჯერმე ვნახე, მაგრამ ამ მატჩებში მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა”, - ამბობს მაკინროი ამერიკულ ვებგვერდ Tennis.com-ზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

მონაკოს მასტერსი: მონაკოში გრუნტის მეფე დაამხეს

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა