თურქები და შვეიცარიელებიც დიდ გულზე არიან
სტამბულში, ალბათ, "ბენფიკას" მიერ ლისაბონის დერბიში გატანილი სუპერგოლის გამო იმტვრევენ თავს, როგორ შეაჩერონ პორტუგალიელთა ზეკომბინაციური ფეხბურთი; ხოლო შვეიცარიაში "ბაზელს" ტრიბუნიდან თვით როჯერ ფედერერი უგულშემატკივრებს "ჩელსის" წინააღმდეგ - 25 აპრილს ევროპალიგის ნახევარფინალური სტადია იწყება...

რატიც გავიხსენოთ

ფერნანდო ტორესი ამბობს, რომ ევროპალიგის გამო "ჩელსიში" კარგი განწყობა შენარჩუნებულია. ესპანელი ფორვარდი ცამდე მართალია: რომ არა ამ ტიტულის მოპოვების შანსი, ლონდონელებს მხოლოდ მომავალი სეზონის ევროსაგზურისთვის ბრძოლა შერჩებოდათ. ახლა კი რაფა ბენიტესს შეუძლია უნიკალურ რამეს მიაღწიოს - თუ "ჩელსი" ტიტულს მოიგებს, 15-დან 25 მაისამდე "ჩელსი" ერთდროულად ორივე ევროთასის მფლობელი იქნება.

მურატ იაკინის გუნდმა უკვე შეიწირა ერთი ლონდონური კლუბი - "ტოტენჰემი" და ახლა რაფა ბენიტესის "ჩელსის" მიადგა. "ბაზელისთვის" ამ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, კლუბი ისტორიაში პირველად არის ევროთასების ნახევარფინალში. მასპინძლებს მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ჰყავთ ტრავმირებული - ფილიპ დეგენი, თუმცა თამაშის შანსი მასაც არ დაუკარგავს.

ბენიტესს ორი მცველი გამოუჯანმრთელდა, ეშლი კოული და გარი კეჰილი. პირველს აპრილში საერთოდ არ უთამაშია, მეორემ კი 30 მარტს მცირე ოპერაციაც კი გადაიტანა. "ლივერპულთან" ბრაზილიელმა ოსკარმა ტრავმა მიიღო, თუმცა არც ისე რთული.

შეგახსენებთ, რომ დემბა ბას ევროპალიგაში თამაშის უფლება არა აქვს.

* "სტ იაკობზე" "ბაზელი" 2013 წელს დაუმარცხებელია.

* სტანდარტული მდგომარეობებიდან ევროპალიგაზე ყველაზე მეტი გოლი გაიტანა "ბაზელმა" - 7.

* "ბაზელმა" ინგლისურ კლუბებთან ბოლო 4 შეხვედრაში ("მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ტოტენჰემთან") წაუგებლად ითამაშა, თან მეტოქეს თამაშში 2 გოლი მაინც გაუტანა.

* ევროპალიგაში შვეიცარიული კლუბი ყველაზე უდისციპლინოა - 3 გაძევება და 27 გაფრთხილება.

* "ჩელსი" ევროთასებზე მხოლოდ ერთხელ შეხვდა შვეიცარიულ ოპონენტს, "სენტ გალენს" და 2000 წლის სექტემბერში ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. შვეიცარიულ დაპირისპირებაში "ჩელსის" რიგებში რატი ალექსიძემ ითამაშა (მეტჯერ ევროთასებზე რატის "ჩელსის" მაისურა არ მოურგია).

* ევროპალიგის ბოლოს სამ მატჩში ფერნანდო ტორესის ანგარიშზე 4 გოლია.

სავარაუდო შემადგენლობები

ბაზელი: ზომერი - შტაინჰოფერი, დეგენი, დრაგოვიჩი, სხაარი - სალაჰი, კაბრალი, ფ. ფრაი, შტოკერი - შტრელერი, ბობადილია.

ჩელსი: ჩეხი - ასპილიკუეტა, ტერი, კეჰილი, ბერტრანდი - მოზესი, ლამპარდი, რამირესი, ოსკარი, მატა - ტორესი.

ბეჭდაუდებელნი

"ბენფიკას" ბრწყინვალე სეზონი აქვს. ჟორჟე ჟეზუსის გუნდის ბოლო წინაღობა "ამსტერდამ არენამდე" თურქული "ფენერბაჰჩეა". სტამბულელთა მწვრთნელ აიკუტ კოჯამანს არ აქვს პრობლემები შემადგენლობის მხრივ. შეტევაში ისევ დირკ კუიტისა და პიერ ვებოს წყვილი ითამაშებს.

"სპორტინგთან" თამაშში მცირე ტრავმა მიიღო ესეკილ გარაიმ, თუმცა არგენტინელმა შეძლო გამოჯანმრთელება.

* "ფენერბაჰჩე" ევროთასების ნახევარფინალში პირველად თამაშობს.

* 2013 წელს "ფენერმა" არ წააგო არც ერთი თამაში ევროპალიგაზე (3 მოგება, 3 ფრე).

* "ბენფიკა" ერთადერთი გუნდია ევროპალიგაზე შემორჩენილთაგან, რომელიც წაუგებლად თამაშობს.

* "ბენფიკასთვის" ამსტერდამში ფინალის თამაში ძალზე მნიშვნელოვანია - სწორედ იქ, 1962 წელს, პორტუგალიურმა კლუბმა მადრიდის "რეალი" დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

ფენერბაჰჩე: ვოლკანი - გიონული, იობო, კორკმაზი, ციგლერი - მეირელეში, შაჰინი, ბარონი - ერკინი - კუიტი, ვებო.

ბენფიკა: არტური - პერეირა, ლუიზაო, გარაი, მელგარეჟო - მატიჩი, პერესი - სალვიო, ლიმა, გაიტანი - კარდოსო.

25 აპრილი

ბაზელი-ჩელსი 23:05

დისკვალიფიკაცია: ბა (ამ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ აქვს)

ტრავმა: დეგენი (?) - ოსკარი (?)

ფენერბაჰჩე-ბენფიკა 23:05

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გარაი (ბენ) (?)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ევროპალიგის ნახევარფინალის წყვილები გაირკვა

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა