ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!

ბაიერნი-ბარსელონას გამოხმაურება: ფანტასტიშ!

"ბარსელონას" დიადი ეპოქა, ალბათ, მაინც მთავრდება და კატალონიურ გრანდში რაღაც-რაღაცები უნდა შეიცვალოს
"ბაიერნი" წელს საოცარი გუნდია, ზღაპრულად თამაშობს და მკაფიოდ ამარცხებს ყველას, ვინც გადაეღობება.

"ბარსელონასთან" 4:0-ის შემდეგ კი რეკორდმაისტერს უკვე ყველა სრულყოფილ გუნდს უწოდებს, რაც აბსოლუტურად ლოგიკური მოვლენაა, მაგრამ ლოგიკურადვე გაჩნდა და უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა იმის შესახებ, თუ რამდენად და რაში სჭირდება "ბაიერნს" პეპ გვარდიოლა...

რეაქციები

თომას მიულერი (ბაიერნი):

"ჩემზე ამბობენ, მსუბუქი პიროვნებააო. არ ვიცი, რა იგულისხმება სიმსუბუქეში, მაგრამ ფაქტია, რომ ერთი შეხედვით იოლ მატჩებში ხშირად არც ისე კარგად ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრებში ყოველთვის ერთ-ერთი საუკეთესო ვარ.

ვიცოდი, რომ ჩემს დავალებას კარგად მხოლოდ იმ შემთხვევაში შევასრულებდი, თუ ბევრს ვირბენდი. 13 კილომეტრი ერთ თამაშში ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია.

4:0 უდავოდ საოცნებო ანგარიშია - ამ გამარჯვებით ჩვენ კიდევ დიდხანს ვიამაყებთ".

არიენ რობენი (ბაიერნი):

"დაუჯერებელია! ბოლო ხუთ წელიწადში ევროპაში "ბარსელონა" დომინირებდა, ყველას "ბარსა" ეკერა პირზე... ამ გამარჯვებით შეგვიძლია მაგრად ვიამაყოთ.

სხვათა შორის, ჩვენ ული ჰიონესისთვისაც მოვიგეთ. პრეზიდენტს ამ დღეებში სამწუხარო ამბები გადახდა და ამ გამარჯვებას მასაც ვუძღვნით".

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი):

"ჩემი აზრით, "ბაიერნმა" მარტო დღეს კი არ ითამაშა არაჩვეულებრივად, არამედ ჩემი გუნდი წელს ყველა შეხვედრაში არაჩვეულებრივ ფეხბურთს აჩვენებს. ეს ყველაფერი იმის შედეგია, რომ მაგრად ვშრომობთ როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. ამას ისიც ემატება, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს მართლა იდეალურად უგებენ. ვისთან, თუ არა "ბარსელონასთან" უნდა გქონდეს კონკრეტული გეგმა და სტრატეგია.

ბიჭებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც დავგეგმეთ და რაც ასევე მნიშვნელოვანია, მცირეოდენი ტექნიკური წუნიც კი არ გვქონია. ამასთან, ბევრი ვირბინეთ და მაგრად ვიბრძოლეთ. დღეს, უბრალოდ, ამ გამარჯვებით დავტკბებით; ისე კი, ჩემპიონთა ლიგა, რა თქმა უნდა, ჯერ არ მოგვიგია. მეტიც: ჯერ ფინალშიც კი არ გავსულვართ".

კარლ-ჰაინც რუმენიგე ("ბაიერნის" ვიცე-პრეზიდენტი):

"2013 წელს "ბაიერნი" მართლაც გრანდიოზული და განუმეორებელია. ბიჭები ფანტასტიკურ ფეხბურთს თამაშობენ. ძალიან დიდი ხანია, აქ ვარ და ასეთი საღამო არ მინახავს. დღეს მიუნხენის "ბაიერნი" იდეალური, სრულყოფილი გუნდი იყო".

ხავი მარტინესი (ბაიერნი):

"სხვათა შორის, ამ სეზონში ბევრი კარგი მატჩი ჩავატარეთ და არ ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო სწორედ ეს იყო. კატალონიელებს შანსი თითქმის არ ჰქონიათ, რადგან მოედნის ცენტრს ჩვენ ვაკონტროლებდით".

ჟერარდ პიკე (ბარსელონა):

"გერმანელებმა მაგრად გვაჯობეს, დაგვჩაგრეს! ჩვენ მაინც ვეცდებით "ნოუ კამპზე" სასურველი ანგარიშის დაფიქსირებას. მსაჯებზე და მსაჯობაზე ლაპარაკი საჭირო არ არის - ამ წაგებას გამართლება არა აქვს".

ჟორდი როურა ("ბარსელონას" მთ. მწვრთნელის ასისტენტი):

"ბაიერნი" ძალიან მაგარი იყო. ზოგადად, რეკორდმაისტერი ფიზიკურად ძლიერი გუნდია და დღეს ძალის დემონსტრირება მოახდინა. პირველ ტაიმში ძალიან ცუდად არ გვითამაშია, მეორე ტაიმში მიღებულმა სწრაფმა გოლმა კი ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ფინალში გასვლის იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ ცხადია, რომ ამისათვის სასწაული გვჭირდება".

შემადგენლობები

"ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობა, ჩვეული თერთმეტეულისგან განსხვავებით, ორ პოზიციაზე შეიცვალა: დისკვალიფიცირებული მარიო მანჯუკიჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, მარიო გომესმა შეცვალა, დაცვის ცენტრში კი იუპ ჰაინკესმა დანიელ ვან ბუიტენს ჟერომ ბოატენგი ამჯობინა, რაც აბსოლუტურად ლოგიკური გახლდათ, რადგან აყლაყუდა ვან ბუიტენს "ბარსას" მობილურ და ტექნიკურ შემტევებთან გამკლავება გაუჭირდებოდა.

"ბარსელონას" დაცვის ცენტრში პიკეს გვერდით გამოუცდელი ბარტრა ვიხილეთ, წინა ხაზზე კი ტიტო ვილანოვამ დავიდ ვილიას ალექსის სანჩესი ამჯობინა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლეო მესიმ გამოჯანმრთელება მოასწრო და სასტარტოში ვიხილეთ.

გმირი

არიენ რობენი (ბაიერნი)

გაგიკვირდებათ და... დიახ, რობენი! ჰოლანდიელს ანგარიშის გახსნა ჯერ კიდევ მეორე წუთზე მართებდა, მაგრამ დარტყმა გააჭიანურა და საერთოდ, უმჯობესი იქნებოდა, რომ პასი მიეცა, მაგრამ ხომ იცით, რობენი "პასთან ვერ მეგობრობს".

თუმცა ეს მომენტი არიენის ერთადერთ ჩავარდნილ მომენტად დარჩა. მერე ჰოლანდიელი ნელ-ნელა დაიქოქა და შეტევაში "ბაიერნის" ყველაზე შესამჩნევი და საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ.

არ გჯერათ? ჯერ ერთი, სწორედ რობენმა მოამზადა პირველი ორი გოლი (მიულერის გოლის მომენტში სწორედ მან დაასვა ბურთი თავზე დანტეს, მეორე გოლის დროს კი კუთხური სწორედ მან ჩააწოდა), მერე კი ექსტრა-კლასის გოლით ანგარიში 3:0 გახადა.

უკლებლივ ყველა ბავარიელმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ რობენს მარგი ქმედების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი ჰქონდა.

ანტიგმირი

ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

ლეო მესი? არა! უბრალოდ, არგენტინელისგან ჩვენ ყველანი ყოველთვის ყველაზე მეტს ვითხოვთ და მის ინერტულობას ორმაგად მძაფრად აღვიქვამთ.

"ბარსელონაში" ყველაზე სუსტი და უსარგებლო ალექსის სანჩესი იყო! ფილიპ ლამმა მას, უბრალოდ, არაფერი გააბედვინა.

სანჩესმა ორთაბრძოლების მხოლოდ 30 პროცენტი მოიგო და კატალონიელთა მხრიდან ბურთთან ყველაზე ცოტა კონტაქტი ჰქონდა.

გარდა ამისა, მან მატჩის მიწურულს ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.

მსაჯი

პიკემ მსაჯზე საუბარი არ ისურვა, ჩვენ კი ბევრი რამ უნდა ვთქვათ, ოღონდ არა მარტო "ბარსას" ფანების საამებელი.

ვიქტორ კასაიმ მე-15 წუთზე "ბარსელონას" კარში დასანიშნი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა - არადა, ლამის დარტყმის შემდეგ პიკეს ბურთი ხელზე მოხვდა.

გომესისა და ბარტრასთვის ნაჩვენები გაფრთხილებები დაახლოებით ერთნაირი ჯარიმებისთვის გადაჭარბებული იყო.

ამას გარდა, "ბაიერნის" სამ (!) გოლზე კამათი შეიძლება.

დანტე პირველი გოლის დროს მთლად სუფთა არ იყო, გომესი მეორე გოლის დროს თამაშგარე მდგომარეობაში გახლდათ, მიულერმა კი მესამე გოლის დროს ალბას ბლოკი გაუკეთა.

ამ ყველაფერთან ერთად, კასაის აუცილებლად უნდა გაეძევებინა ალბა იმის გამო, რომ რობენს ბურთი სახეში მოარტყა, მაგრამ "ბარსას" ზომაზე მეტად აღელვებულ მარცხენა მცველს მხოლოდ გაფრთხილება აკმარა.

ერთი სიტყვით, უნგრელმა არბიტრმა და მისმა ბრიგადამ ძალიან სუსტად იმსაჯეს.

მწვრთნელები

ჰაინკესის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯმა გაამართლა, ყველაზე მნიშვნელოვანი კი სტარტისთვის ბოატენგის ძირითადში გამწესება იყო, რომელმაც დაამტკიცა, რომ კონკრეტულად ამ მატჩში ვან ბუიტენს სამართლიანად ამჯობინეს.

"დონ იუპი" შეგირდებს გასაგები ჟესტიკულაციებით ხშირად მოუწოდებდა, რომ უფრო აგრესიულად შეეტიათ.

როგორც გამოჩნდა, იდეალური გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ გომესი თამაშიდან 65-ე წუთზე მოხსნა, მის ნაცვლად საყრდენი ლუის გუსტავო გამოიყვანა და ცენტრფორვარდის პოზიციაზე მიულერი გადასწია.

ვილანოვას კრიტიკა ახლა ყველაზე ადვილია, მაგრამ მაინც: სანჩესის სასტარტოში გამწესებამ და ვილიას სკამზე დასმამ არ გაამართლა;

ბარტრას თითქოს ცუდად არ უთამაშია, მაგრამ შეტევების წამოწყებისას 2-3 არაზუსტი პასი გააკეთა; პედროს ნაცვლად ვილიას გამოყვანამ "ბარსას" თამაშში ვერაფერი გააუმჯობესა.

ერთი სიტყვით, ვილანოვამ თამაშის მიმდინარეობისას სასიკეთოდ ვერაფერი შეცვალა.

რაც თვალში მოგვხვდა

- რობენის მომენტის შემდეგ "ბარსელონა" ინიციატივას დაეუფლა. ჩავიმ დაცვიდან ბურთების ამოტანა დაიწყო და უმეტესად ინიესტას ეძებდა, რომელიც ნახევრად გარემარბის პოზიციაზე ირჯებოდა.

- პირველი ტაიმის პირველ ნახევარში მიუნხენელები კატალონიელებს ხშირად ზედმეტი პატივისცემით ეკიდებოდნენ. ვერ ვიტყვით, რომ "ბაიერნი" დაცვაში ჩაჯდა, მაგრამ ფაქტია, რომ კატალონიელებს რამდენიმე წუთში ბურთთან ბავარიელებზე ორჯერ მეტი კონტაქტი ჰქონდათ.

- მოედნის ცენტრში გაჩაღებული ბრძოლა მხოლოდ საწყის წუთებში ვნახეთ, რომელიც მიუნხენელებმა მოიგეს, რაც პირველ რიგში, ხავი მარტინესის დამსახურებაა.

- "ბაიერნის" ფეხბურთელებმა ბრძოლას და ტემპს ნელ-ნელა უმატეს. რიბერი ხშირად მარცხენა მცველის პოზიციაზე გვევლინებოდა და ალაბას დანი ალვეშის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ასეთი თამაშით მიუნხენელები ბარსელონელებს ბურთის დაკარგვას აიძულებდნენ, რის შემდეგაც სწრაფად გადადიოდნენ შეტევაში.

"ბარსელონას" საჯარიმოსთან მიახლოების შემდეგ მიუნხენელები ან კარში შორიდანვე ურტყამდნენ, ანაც ფლანგიდან საჯარიმოში აწოდებდნენ. ამიტომაც ჩააწოდეს პირველ ტაიმში 8 კუთხური (ბარსამ - 3).

- ლეო მესიმ აბსოლუტურად ვერაფერი გააწყო, მაგრამ არგენტინელზე რამდენიმე სიტყვა მაინც უნდა ვთქვათ: მესი ბურთს პირველად 6:19 წუთზე შეეხო და მისი თამაში მთელი 90 წუთის განმავლობაში პროგნოზირებადი გახლდათ. ლეო თითქოს უხასიათოდ იყო. ფაქტია, რომ მან 19-დან მხოლოდ 7 ორთაბრძოლა მოიგო.

- მეორე ტაიმში "ბაიერნი" მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მარტინესი და შვაინშტაიგერი ჩავის და ინიესტას უკვე მუდმივად "ფეხებზე ასხდნენ", რეკორდმაისტერი ახლა უკვე გაცილებით კომპაქტურად იდგა. კატალონიელებმა კი ინდივიდუალურ თუ პოზიციურ შეცდომებს უმატეს.

- ფეხბურთი, რომელიც "ბაიერნმა" მეორე ტაიმის მეორე ნახევარში ითამაშა, სრულყოფილი იყო. მიუნხენელებმა "ბარსა" უშეცდომოდ დაჩაგრეს და მხოლოდ ერთი, ისიც ნახევრად მომენტი (ბარტრა) შეაქმნევინეს.

დასკვნა

ბაიერნი 4, ბარსა 0. საკმაოდ პრობლემატური პირველი ტაიმის შემდეგ "ბაიერნმა" მეორე ნახევარში სრულყოფილი ფეხბურთი ითამაშა და ეჭვი არავის ეპარება, რომ ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გავა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.

"ბარსელონას" დიადი ეპოქა კი, ალბათ, მაინც მთავრდება და კატალონიურ გრანდში რაღაც-რაღაცები უნდა შეიცვალოს.

"ბარსა" მინიმუმ იმისთვის მაინც უნდა იყოს მზად, რომ ერთი და იმავე ფეხბურთით ყოველთვის შორს ვერ წავა. კატალონიურ სუპერგრანდში ცვლილებების დროა და ცვლილებები აუცილებლად იქნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. I მატჩი

ბაიერნი-ბარსელონა 4:0

გოლები: 1:0 თ. მიულერი (25), 2:0 გომესი (49), 3:0 რობენი (73), 4:0 თ. მიულერი (82)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, თ. მიულერი (83. პისარო), რიბერი (89. შაჩირი) - გომესი (71. ლუის გუსტავო).

ბარსელონა (4-1-2-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, ბარტრა, პიკე, ალბა - ბუსკეტსი - ჩავი, ინიესტა - პედრო (83. ვილია), მესი, სანჩესი.

გაფრთხილება: გომესი, ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - ბარტრა, სანჩესი, ალბა, ინიესტა

მაყურებელი: 68 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ბაიერნი-ბარსელონა 4:0 - დიდი ნაბიჯი ფინალისკენ, ძალების დაზოგვით [VIDEO]

• ramo

მიულერმა დაბლოკა მცველი რომელიც რობენს მიზდევდა ბურთის წასართმევად. ასე რომ გაგრძელდეს მივიღებთ ამერიკულ ფეხბურთს. ეს დანაშაულია. მსაჯმა ვერ გაამართლა. კაკილაშვილი ბურთზე იხსნებოდა, მას მცველი მიზდევდა ჩასაკეტად და არა სხვას. ამ დროს გაჩერდა და გზა გაუხსნა დარასელიას. ეს სხვა რამეა.

• Giorgipirweli

ნამდვილად მიულერი იყო მატჩის გმირი. თუ არ ვცდები, ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა.

• ეეეეჰჰჰჰჰ....კაით რა...

მიულერმა 2 გოლი გაიტანა, 1 საგოლე გადაცემა, რობენის გოლიც მისი დამსახურებაა, კარში 5 ჯერ დაარტყა (ამ მხრიც, მარტო მიულერს უკეთესი შედეგი აქვს, ვიდრე ბარსას) და მაინც არ არის ამ მატჩის გმირი ხომ?! :D

• dato

გომესის გოლი იყო თამაშგარე, მაგრამ, აი რობენმა სუფთად გაიტანა, და მიულერმაც სუფთად ითამაშა. ზუსტად, იგივენაირად დაუბლოკეს დარასელიას მცველი იმ ფანტასტიური გოლის დროს. ხოლო დანტეს რაც შეეხება, მსგავსი მომენტები ფეხბურთში უამრავია და გთხოვთ ამაზე აპელირებას ნუ მოახდენთ.

• dato

გომესის გოლი იყო თამაშგარე, მაგრამ, აი რობენმა სუფთად გაიტანა, და მიულერმაც სუფთად ითამაშა. ზუსტად, იგივენაირად დაუბლოკეს დარასელიას მცველი იმ ფანტასტიური გოლის დროს. ხოლო დანტეს რაც შეეხება, მსგავსი მომენტები ფეხბურთში უამრავია და გთხოვთ ამაზე აპელირებას ნუ მოახდენთ.

[VIDEO] "იბერია 1999" "მალმიოსთან" ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

[VIDEO] ორი არდანიშნული პენალტი - "იბერია 1999" სახლში "მალმიოსთან" 1:3 დამარცხდა

"განავალი უნდა შეჭამო და მოინელო" - "ინტერის" მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა