მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

24 აპრილს, დორტმუნდში გამართულ შეხვედრაში "ბორუსიამ" მადრიდის "რეალი" ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პოკერი რობერტ ლევანდოვსკიმ შეასრულა, ხოლო სტუმართაგან ერთადერთი გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდო გამოირჩა.

"დღეს მეტოქე ჩვენზე უკეთესი იყო. მოედანზე ორთაბრძოლებს "ბორუსია" მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა - ჩვენზე ორგანიზებული, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძლიერი იყო.

ეს კი, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. როდესაც დამსახურებულად მარცხდები, ამის აღიარება არცთუ იოლია.

არადა, ანგარიში ერთი ხანობა 1:1 იყო, მაგრამ მოკლე დროში 4:1-ად გადაიქცა.

მარტივ სიტუაციებში ვკარგავდით ბურთს და ვერაფრით ვუმკლავდებოდით "ბორუსიას" კონტრიერიშებს, დაცვიდან შეტევაში მის ელვისებურ ჩართვებს.

რაც შეეხება თამაშიდან ჩვენს კარში გასულ სამ გოლს, მარტივ სიტუაციაში ვკარგავდით ბურთს და ცუდად ვმეურვეობდით რობერტ ლევანდოვსკის. არადა, ვიცოდით, რომ ის მოუხელთებელი თავდამსხმელია, მაგრამ მაინც ვერ მივადევნეთ სათანადოდ თვალყური.

რაც არის, არის - თავისი თამაშით ის მხოლოდ საქებარ სიტყვებს იმსახურებს", - აქვეყნებს მოურინიოს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.

"ამ მატჩისთვის სათანადოდ კი მოვემზადეთ, მაგრამ ჩემი გუნდის ბევრმა ფეხბურთელმა, სამწუხაროდ, ცუდად ითამაშა.

რა თქმა უნდა, ძალიან დამწუხრებული ვარ ასეთი შედეგით, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია ამ დაპირისპირების ბედის ჩვენ სასიკეთოდ გადაწყვეტა. ეს იოლი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.

თუკი ვითამაშებთ არანორმალურად, უმაღლესი დონის ფეხბურთს ვაჩვენებთ და გამოვიყენებთ ყველა მომენტს, სასურველ შედეგს მივაღწევთ", - დასძინა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"რეალსა" და "ბორუსიას" შორის საპასუხო შეხვედრა მადრიდში 30 აპრილს გაიმართება.

ასევე იხილეთ:

დორტმუნდი-რეალი 4:1 - ძალიან ახლოს სრულ ბედნიერებასთან [VIDEO]

giorgi
ხო ჩაუტარა კლოპმა მაუს:D
reso
კაი ბიზნესი აკვტ,,,
giorgi
სურათზე ნაპოლეონია?
del piero 10
ლექცია წაუკითხეს ფეხბურთზე :DD
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა