ევროპის საკლუბო ფუტსალის ოთხი გამორჩეული გუნდი უკვე თბილისშია
უეფას ფუტსალის თასის "ოთხთა ფინალის" ნახევარფინალები 26 აპრილს გაიმართება. ევროპის საკლუბო ფუტსალის ოთხი გამორჩეული გუნდი უკვე თბილისშია.

25 აპრილს სპორტის სასახლეში პირველი "ბარსელონა" ივარჯიშებს, მაგრამ მათი საწვრთნელი პროცესი დახურული იქნება.

ფუტსალის "ბარსელონა" საქართველოში პირველად გვესტუმრა, თუმცა საქართველოსთან შეხება აქამდეც ჰქონდა. 2008 წელს, გალისიაში გამართულ ტურნირზე ჩვენი ეროვნული ნაკრები კატალონიელებთან და "ზამორასთან" ერთად მონაწილეობდა. ცნობილმა ესპანურმა გამოცემა "ელმუნდომ" იმ შეჯიბრებას წერილი მიუძღვნა.

კატალონიურ გრანდთან ჩვენი ეროვნული ნაკრები ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ავთანდილ ასათიანის საჯარიმო დარტყმით დაწინაურდა, თუმცა "ბარსელონას" ოსტატობამ თავისი ქნა და შეხვედრა მისი გამარჯვებით, 5:1 დასრულდა.

ფუტსალის ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ბექა კვიციანმა ჩვენების ტურნირზე გამგზავრება ისე მოაწყო, რომ ტრანსპორტირებისა და დაბინავების ხარჯები თავად ესპანელებმა გაიღეს.

ახლა, რაც შეეხება საქართველოს ფუტსალის ახალგაზრდულ ნაკრებს, რომლის ჩამოყალიბებაც ახლახან გადაწყდა: კვიციანის თქმით, იდეა ორგანიზაციის საპატიო პრეზიდენტს, კახა დევდარიანს ეკუთვნის. ამ გუნდმა ეროვნული ნაკრები "ახალი სისხლით" უნდა მოამარაგოს, თან უეფა ახალგაზრდულებში შესარჩევი ციკლის ჩატარებას 2015 წელს აპირებს.

"სავარაუდოდ, ახალგაზრდულ ნაკრებს პეტრე თაბუკაშვილი უხელმძღვანელებს, მე კი ყველანაირად დავეხმარები. დიდი ფეხბურთისგან განსხვავებით, ფუტსალში ამ ნაკრების შექმნა ძნელი იქნება, რადგან ეროვნულ ჩემპიონატში სულ 70 მოთამაშეა და კადრების აშკარა დეფიციტი გვაქვს. ამიტომ შერჩევები დაგვჭირდება.

კანდიდატები შეიკრიბებიან, მოემზადებიან და ნაკრების მაისურას საუკეთესოები მოირგებენ. რამდენიმე ახალგაზრდის კანდიდატურა უკვე შემოგვთავაზა გორის სკოლამ. რეკომენდაციებს ველით უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებისგან.

რაც მეტი 18-19 წლის ახალგაზრდა მოვა, მით უფრო დიდი არჩევანი გვექნება და იქნებ რომელიმეს თვალი ეროვნული ნაკრების მესვეურებმაც დაადგან. და თუ 24 და 25 სექტემბერს პორტუგალიის ახალგაზრდულს დავუპირისპირდებით, ეს ჩვენი გუნდის ფორმირებისთვის დიდი ბიძგი იქნება", - გვითხრა კვიციანმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თბილისში "ბარსელონას" პრეზიდენტი სანდრო როსელი გვესტუმრება!

"იბერია სტარმა" გუნდიდან ორი ბრაზილიელი - დუდა და ეზეკილი გაუშვა

"იბერია სტარს" ოთხთა ფინალში სერბეთის ნაკრების ლიდერი დაეხმარება

"იბერია სტარი" ბრაზილიელი მწვრთნელის გარეშე დარჩა

უეფას ფუტსალის თასი თბილისს შემოივლის - დაგეგმილი ღონისძიებები

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა