ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ევროპა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩები

ევროპა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩები

00000000000000000000000

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. დორტმუნდი-რეალი

გერმანელები

მოდიან, ხალხნო!

წინ კი პოლონელი მოუძღვებათ...

ასე მხოლოდ გერმანელებმა იციან... უფრო სწორად, არ იციან... დანდობა! `ბაიერნის" შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ფინალის კარი დორტმუნდის `ბორუსიამაც" ფართოდ შეაღო და ცალი ფეხი შედგა. რომ არა მატს ჰუმელსის ფეხი, დავწერდით, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გერმანიამ ესპანეთი 8:0 გაანადგურა, ახლა კი 8:1-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ `რეალი" უშანსოდ მაინც არაა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების ისტორიაში პირველი პოკერი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგაში `რეალის" კარში ოთხი გოლი მანამდე არავის გაეტანა. ჰორიზონტზე კი პირველი გერმანული ფინალი გამოჩნდა...

დორტმუნდი-რეალი 4:1

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (8), 1:1 კ. რონალდო (43), 2:1 ლევანდოვსკი (50), 3:1 ლევანდოვსკი (55), 4:1 ლევანდოვსკი (67-პენ)

დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი (83. გროსკროიტცი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - გიუნდოგანი (90. შიბერი), ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი (82. კელი), მ. გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.

რეალი (4-2-3-1): დიეგო ლოპესი - სერხიო რამოსი, ვარანი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ჩაბი ალონსო (80. კაკა), ხედირა - იოზილი, მოდრიჩი (68. დი მარია), კ. რონალდო - იგუაინი (68. ბენზემა).

გაფრთხილება: ლევანდოვსკი - ხედირა, იოზილი, სერხიო რამოსი

მაყურებელი: 65 829

რეაქციები

იურგენ კლოპი (`დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი): `სასწაული საღამო გამოვიდა. ეს იყო ტოტალური და ბრუტალური ფეხბურთი. ჩვენი შეჩერება დღეს უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ. `ლევიმ" კი ისეთი გოლები გაიტანა, არ მჯერა, ეს გოლები ცხადში რომ ვნახე. მესამე გოლი კი სულაც ისეთი იყო, რომლის მსგავსი სიზმარშიც არ მინახავს. მინდა ჩვენი გულშემატკივრები შევაქო იმის გამო, რომ მარიო გიოტცეს ობსტრუქცია არ მოუწყვეს. ყველა ქომაგი იმედგაცრუებული და გულდაწყვეტილია იმის გამო, რომ მარიომ `ბაიერნში" გადასვლა გადაწყვიტა - ის ხომ დორტმუნდელი ბიჭია. მაგრამ ფანებმა დღეს გიოტცეს მხოლოდ ფეხბურთზე კონცენტრირების საშუალება მისცეს და მანაც კარგად ითამაშა. რაც შეეხება ჩვენს პერსპექტივას: მიმაჩნია, რომ ფინალთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ფინალზე ფიქრი კი ჯერ ძალიან ადრეა. რონალდოს გოლის გამო მადრიდში მძიმე ბრძოლა გველის. მოკლედ, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ცალი ფეხით ფინალში ვართ."

ილქაი გიუნდოგანი (დორტმუნდი): `ეიფორიაში ვართ! დაუჯერებელია, როგორ წარიმართა მთელი შეხვედრა, როგორ გვიჭერდნენ მხარს გულშემატკივრები და როგორ იბრძოლა მთელმა გუნდმა. 4:1 ისეთი ანგარიშია, რომელიც ფინალში გასვლის შესანიშნავ შანსს გვაძლევს."

რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი): `მითხრეს, რომ პრესაში დაიწერა, ლევანდოვსკიმ `დორტმუნდიდან" წასვლა გადაწყვიტაო. ამაზე კონკრეტული კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რაც მოედანზე მოხდა და მომდევნო მატჩში უნდა მოხდეს. იმედია, რომ ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ორი მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, სხვა დანარჩენზე კი მერე ვილაპარაკოთ."

მატს ჰუმელსი (დორტმუნდი): `ჩემ გარდა ყველამ კარგად ითამაშა. შესანიშნავი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მადრიდში ურთულესი შეხვედრა გველის."

ჟოზე მოურინიო (`რეალის" მთავარი მწვრთნელი): `დღეს ვნახე, როგორ აჯობა ერთმა გუნდმა მეორეს. ვნახე, რომ ერთი გუნდი ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად უკეთესი და უფრო აგრესიულიც იყო. მე დღეს ვნახე საფეხბურთო მატჩი, რომელიც უკეთესმა გუნდმა დამსახურებულად მოიგო. არ ვიცი, რა მოხდა მეორე ტაიმში, ფაქტი კი ისაა, რომ სამივე გოლი ინდივიდუალური შეცდომების გამო მივიღეთ. ფინალში გასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ამისათვის სრულყოფილი ფეხბურთის თამაშია საჭირო."

შემადგენლობები

მატჩის წინადღეს ცნობილი გახდა, რომ მარიო გიოტცე მომავალი სეზონიდან მიუნხენის `ბაიერნში" ითამაშებს, რის გამოც მთელი საფეხბურთო გერმანია ელოდა, რომ `ბორუსიას" ფანები `გიოტცინიოს" შავ დღეს დააყრიდნენ, მაგრამ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე იურგენ კლოპმა `დორტმუნდის" ყველა ფანს სთხოვა, გიოტცესთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ და მისთვის ფეხბურთის თამაშის საშუალება მიეცათ. ასეც მოხდა: გიოტცეს გვარის გამოცხადებისას სტადიონზე სტვენა მხოლოდ აქა იქ გაისმა.

კლოპს ძირითად შემადგენლობაში სიურპრიზები არ შემოუთავაზებია: დაცვის ცენტრი ჰუმელსმა და სუბოტიჩმა გაამაგრეს, ნახევარდაცვისა კი - გიუნდოგანმა და ბენდერმა.

`რეალის" სასტარტოში დი მარია მოდრიჩმა შეცვალა. ანხელის სკამზე დატოვების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ქალიშვილის დაბადების გამო დი მარია დორტმუნდში ოთხშაბათს ჩავიდა. დისკვალიფიცირებული არბელოა დაცვის მარჯვენა ფლანგზე სერხიო რამოსმა შეცვალა, ცენტრში ვარანს პეპე შეუწყვილდა, ხოლო მარცხნივ კოენტრაო ვიხილეთ (მარსელო ტრავმირებულია).

გმირი

რობერტ ლევანდოვსკი

(დორტმუნდი)

პოლონელი `საგოლე მანქანა" დაუჯერებლად ზღაპრულ სეზონს ატარებს. ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში ზედიზედ 12 შეხვედრაში გაიტანა, `რეალთან" (ხაზს ვუსვამთ, `რეალთან"!) შესრულებული პოკერით კი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი გოლების რაოდენობა 10-მდე გაზარდა. რობერტს განსაკუთრებით ეფექტური მესამე გოლი გამოუვიდა - პოლონელი გოლეადორი ოთხშაბათს საუკეთესო მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ უნდა თამაშობდეს ცენტრალური თავდამსხმელი.

ანტიგმირი

პეპე (რეალი)

ჟოზე მოურინიოს ერთ-ერთმა უსაყვარლესმა მც-ველმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე უარესი მატჩი ჩაატარა. პეპემ პირველ ტაიმში შვიდი (!) არაზუსტი პასი გააკეთა, ზოგადად კი ლევანდოვსკის აბსოლუტურად ვერაფერი მოუხერხა.

მსაჯი

ბიორნ კუიპერსი თამაშს აკონტროლებდა და სადავეები არ გაჰქცევია, მაგრამ რამდენიმე ორთაბრძოლა ზედმეტად მგრძნობიარედ შეაფასა. სწორი იყო ის გადაწყვეტილება, როცა როისისა და ვარანის ორთაბრძოლის შემდეგ `რეალის" კარში პენალტი არ დანიშნა. ლევანდოვსკის მეორე გოლის დროს მადრიდელებმა პროტესტი კი გამოთქვეს, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ პოლონელი თამაშგარე მდგომარეობაში არ იყო - ის და პეპე ერთ ხაზზე იდგნენ.

მწვრთნელები

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის წინ მოურინიომ კლოპზე ცინიკურად ისაუბრა, ძალიან ბევრს ლაპარაკობსო, ჟოზე და იურგენი თამაშის დაწყებამდე ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ და ერთი შეხედვით მეგობრული მისალმება გამოუვიდათ.

შეიძლება ითქვას, რომ მოურინიომ ცვლილებები ოდნავ დააგვიანა, 1:3-ზე კი ერთბაშად ორი ცვლილება განახორციელა. თუმცა ამ ცვლილებებმა `რეალს" ზუსტად ისე არ მოუტანა არაფერი, როგორც მოგვიანებით კაკას შეყვანამ. კლოპი, როგორც ყოველთვის, თამაშს 90 წუთის მანძილზე ემოციურად ხელმძღვანელობდა. საინტერესოა ის, რომ იურგენმა ექსრეალელი ნური შაჰინი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა, მოედანზე კი სებასტიან კელი შეუშვა.

რაც თვალში მოგვხვდა

- `რეალმა" თამაში მომლოდინე სტრატეგიით დაიწყო და უმეტესად თავის ნახევარზე ხვდებოდა მეტოქეს. როდესაც ბურთს დორტმუნდელები ფლობდნენ, მოურინიოს გუნდი თავს 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით იცავდა - დაცვის წინ კი ყველაზე ახლოს ჩაბი ალონსო გახლდათ. იგუაინი ხანდახან პრესინგს კი მიმართავდა, მაგრამ ეს უფრო თავის `სამართლებელ პრესინგს" ჰგავდა, დანარჩენი მადრიდელები კი დორტმუნდელთა შეცდომებს ელოდებოდნენ.

- დორტმუნდელები გაცილებით მეტი მონდომებითა და თავგანწირვით იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ `ბორუსია" უკანმოუხედავ შეტევებზე არ წასულა - კლოპის ბიჭები მიზანმიმართულად და აზრიანად მოქმედებდნენ.

- `რეალის" უკანახაზელებს ყველაზე მეტად მარკო როისის შეჩერება უჭირდათ. ამ უკანასკნელმა 2-3 ზღაპრული სოლორეიდი განახორციელა.

- `რეალმა" წინა ხაზზე ძალიან ცოტა სახეირო რამ გააკეთა. რონალდოს პიშჩეკი და `კუბა" კარგად მეურვეობდნენ. ეს უკანასკნელი ხშირად ცენტრშიც შედიოდა, სადაც ბენდერსა და გიუნდოგანს ეხმარებოდა.

- სხვა დროს `რეალის" შეტევების პირველმა წამომწყებმა ჩაბი ალონსომ მატჩის დებიუტში სამი არაზუსტი პასი გააკეთა. იოზილმა, მოდრიჩმა და იგუაინმა ვერაფერი გააწყვეს.

- `რეალის" გოლი `დორტმუნდისთვის" უბედურ შემთხვევად უნდა შევრაცხოთ და `ბორუსიას" სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ გოლს თამაშზე გავლენა არ მოუხდენია. მეორე ტაიმში კლოპის ბიჭებს ნერვიულობა ოდნავადაც არ დაეტყოთ და მეხუთე გოლის გატანაც შეეძლოთ. მოედნის ცენტრში გიუნდოგანი და ბენდერი დომინირებდნენ, წინ კი გიოტცე, როისი და ლევანდოვსკი რამოსს, პეპეს და კომპანიას კატათაგვობანას ეთამაშებოდნენ.

- `რეალი" ოთხშაბათს უიდეო და თითქოს უმოტივაციო გუნდიც იყო. გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ საუკეთესო მადრიდელი მეკარე დიეგო ლოპესი გახლდათ. ერთი სიტყვით, მოურინიოს გუნდმა ძალიან ცუდად ითამაშა.

დასკვნა

მიუხედავად გიოტცეს ტრანსფერის განცხადებით გამოწვეული განგაშისა, დორტმუნდის `ბორუსიამ" ისტორიულად იდეალური მატჩი ჩაატარა და მოიპოვა გამარჯვება, რომელიც დორტმუნდში იმ შემთხვევაშიც კი არ დაავიწყდებათ, თუ `რეალი" საპასუხო მატჩში სასწაულს მოახდენს. მაგრამ ოთხშაბათს `რეალი" იმდენად სუსტი იყო, რომ...

გოტფრიდ ლენცი

[VIDEO] "ტოტენჰემმა" "მანჩესტერს" სძლია და ევროპა ლიგის გამარჯვებული გახდა

ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: გადამწყვეტ მატჩში ინგლისური გუნდები შეხვდებიან

[VIDEO] ევროპა ლიგა. 1/2-ფინალი: ინგლისური ფინალის მოლოდინში

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია