საქართველოს წარმომადგენლებმა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვეს
ორ დღეში 17 ორთაბრძოლა, ორი ოქრო, თითო ვერცხლი და ლიცენზია - ასეთი მაჩვენებლებით დაასრულა ქართველმა ათლეტმა ლევან ბერიანიძემ 21-23-წლამდელ სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატი, რომელსაც პოლონეთის დედაქალაქმა ვარშავამ უმასპინძლა.

საქართველოს წარმომადგენლებმა (დელეგაციის ხელმძღვანელი - სუმოს ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლაშა აბესაძე) ამ შეჯიბრებაზე ხუთი მედალი დაიმსახურეს, მათგან ორი ოქროსი და ორივე ჯილდო ბერიანიძის წილად მოდის.

მძიმე წონით კატეგორიაში მან ზედიზედ სძლია ესტონელ კრუსს, უკრაინელ ფედორენკოს, რუს ბაროევსა და გადამწყვეტ პაექრობაში თანაგუნდელ ზაზა ბალაშვილს დაუპირისპირდა.

ზაზამ უფრო იოლად - ორი მეტოქის დამარცხებით გააღწია ფინალში, თუმცა იქ ბერიანიძესთან ვერაფერს გახდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ბერიანიძე ავიდა. ქართველმა სუმოისტმა მეორე ოქრო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოიპოვა.

აქაც ოთხი კონკურენტი ჩამოიშორა გზიდან - სტარტზე მასპინძელი როზუმი დაჯაბნა, მერე უნგრელ ნემეცსა და 115 კილოში ევროპის ჩემპიონ კალიარ-ტუვეს (რუსეთი) აჯობა, ფინალში კი ბალაშვილის მძლეველ პოლონელს - ლოტის დააყრევინა ფარ-ხმალი.

ბერიანიძემ ჩემპიონატზე ბალაშვილთან და ზურაბ აქუბარდიასთან ერთად გუნდურში დაიმსახურა ვერცხლის მედალი - ჩვენმა ბიჭებმა ფინალურ ოთხეულში რუსეთსა (2:1) და პოლონეთს (3:0) მოუგეს, მაგრამ უკრაინელებს დანებდნენ - 1:2.

- ოცდაერთწლამდელებში ზურაბ აქუბარდიას ბრინჯაოს მედალი ერგო, - გვითხრა საქართველოს სუმოს ფედერაციის პრეზიდენტმა თენგიზ რუხაძემ. - ასპარეზობის სტარტზე იგი მოსკოვში მცხოვრებ შავკანიან რევაზ ბერიაშვილს დაუპირისპირდა (მამა ქართველი ჰყავს, დედა - აფრიკელი, ქართულად კარგად ლაპარაკობს) და დამარცხდა.

ბერიაშვილმა ნახევარფინალამდე მიაღწია და აქუბარდიაც დამამშვიდებელში გაიყოლა. იქ კი იყოჩაღა ზურაბმა - ოთხ მეტოქეს აჯობა და მესამე ადგილზე გავიდა. ბერიაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა და ისიც ბრინჯაოს დასჯერდა...

წლეულს, ოქტომბერ-ნოემბერში სანკტ-პეტერბურგი არაოლიმპიურ სახეობებში მსოფლიო თამაშებს უმასპინძლებს. იქ მონაწილეობის მისაღებად ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის პარალელურად სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირი გაიმართა.

მძიმე წონაში ავთანდილ ცერცვაძემ, ხოლო მძიმესა და აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ლევან ბერიანიძემ მესამე ადგილები დაიკავეს და სანკტ-პეტერბურგის თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

1-4 ივნისს ლუცკში (უკრაინა) 14-16 წლის სუმოისტთა ევროპის პირველობა გაიმართება. ანზორ მარტყოფლიშვილის ხელმძღვანელობით, იქ სამი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ნაპოლიმ" "მილანსაც" მოუგო და მეორე ადგილზე აღზევდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა