გია ცეცაძის გუნდმა პორტუგალიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე მეორე თამაში წააგო
პორტუგალიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები კვლავ დამარცხდა.

25 აპრილს გია ცეცაძის გაწვრთნილები სტადიონ "ფერნანდო სანტოსზე" სერბებს დაუპირისპირდნენ.

მანამდე გეტყვით, რომ პორტუგალიასთან პირველ შეხვედრაში 0:2 კი დავმარცხდით, მაგრამ პორტუგალიის ფედერაციის ვებგვერდზე ნანახმა ვიდეოკადრებმა გაოგნებულები დაგვტოვა: პირველ ტაიმში ჩვენი მოთამაშეები სამჯერ დარჩნენ მეკარესთან პირისპირ, მეორე ტაიმში კი ოთხი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს და ვერც ერთით ისარგებლეს!

ისიც აღსანიშნავია, რომ დაცვაში მეტისმეტად ბავშვურ შეცდომებს უშვებდნენ.

სერბეთთან შეხვედრის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 73-ე წუთზე კი საქართველოს გუნდი ყაზანის "რუბინი 2"-ის თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ დააწინაურა - 1:0. ბალკანელებმა წონასწორობა 85-ე წუთზე აღადგინეს - 1:1.

90-ე წუთზე კაჭარავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა, სერბებმა კი გამარჯვების გოლი გაგვიტანეს და 2:1 გაიმარჯვეს.

საქართველო: მიქავა, გეგეჭკორი, სანდოხაძე, დვალი (85. ჭანტურია), უბილავა (60. მთივლიშვილი), ენდელაძე (60 კაჭარავა), ცნობილაძე, მარკოზაშვილი (67. სამუშია), ზივზივაძე, არაბული, ფანცულაია.

პორტუგალია-რუსეთის შეხვედრაც დაძაბულად წარიმართა. ერთადერთი გოლი მასპინძლებმა 71-ე წუთზე გაიტანეს, 1:0 გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცნენ.

საქართველოს ნაკრები ბოლო შეხვედრას 27 აპრილს რუსეთთან გამართავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიასთან დამარცხდა

comi
გურეშიძე რატომ არ მიყავს ამ ცეცაძეს ან კაკაბაძე?????
akhali
მეოთხე მატჩი წააგეს!რატომ არ არის შემადგენლობაში კაკაბაძე?ან აბურჯანია?
gio
პორტუგალიასთან თამაშის ვიდეო სად შეიძლება ვნახო ?
ramo
გაუჭირდებოდათ.
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა