"სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟი 14 წლისაა და ასაკით უფროსთა გუნდში მისი მიწვევა ამითაც აღსანიშნავია
ისრაელის 16-წლამდელთა ნაკრებში ჯიჯი დარასელია მიიწვიეს. ის 1999 წელს არის დაბადებული, მხოლოდ 14 წლის გახლავთ და მისი მიწვევა ერთი წლით უფროსების გუნდში ამითაც არის აღსანიშნავი.

როგორ აღმოჩნდა ქართველი ბიჭი ებრაელთა ნაკრებში? ჯიჯი ახლო წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, ამჟამად კი ხაბაროვსკის "სკა-ენერგიას" მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას ვაჟი გახლავთ.

თელ-ავივის "მაკაბის" საფეხბურთო აკადემიის გაზრდილია და ახლა ამ გუნდის 16-წლამდელებში თამაშობს.

სხვათა შორის, გიორგი დარასელიას უფროს ვაჟსაც გიორგი ჰქვია და ისიც საკმაოდ წარმატებული მოთამაშე იყო. მარჯვენა მცველი 17 წლის ასაკში ებრაული ქვარსავას "ჰაპოელის" დუბლებში გამოდიოდა.

რამდენიმე წლის წინ უმცროსი გიორგი დარასელია საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ზაურ სვანაძემ გამოიძახა და ორი ტესტ-მატჩიც ჩაატარა, მაგრამ ქრონიკულმა ტრავმამ კარიერა ნაადრევად დაასრულებინა.

სამწუხაროდ, ისრაელში ხანგრძლივი საქმიანობის გამო დარასელიებს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუხდათ და ისრაელის პასპორტი აიღეს, მაგრამ წარმატებული კარიერის შემთხვევაში, ჯიჯი დარასელია საქართველოს ნაკრებზე უარს არ იტყვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა