თუ მომდევნო ტურში ნეაპოლელები ქულებს დაკარგავენ, ხოლო "ბებერი ქალბატონი" დერბიში "ტორინოს" დაამარცხებს, სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, ლიდერი "იუვენტუსი" კი უახლოეს მდევარ "ნაპოლის" მთელი 11 ქულით უსწრებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თუ მომდევნო ტურში ნეაპოლელები ქულებს დაკარგავენ, ხოლო "ბებერი ქალბატონი" ტურინულ დერბიში "ტორინოს" დაამარცხებს, სკუდეტოს ოფიციალურად გაიფორმებს.

მოკლედ, ტურინის შავ-თეთრი ნაწილი საჩემპიონო სამზადისშია და დიდია შანსი, ეს ამბავი დერბიში ისტორიულ მეტოქესთან გამარჯვებას მოჰყვეს.

"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი ამ თემაზე "იუვეს" მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და ნახევარმცველ კვადვო ასამოას გაესაუბრა...

ანტონიო კონტე: "სკუდეტო ახლოა და ამას არავინ უარყოფს, მაგრამ რომ გითხრათ, ზეიმისთვის ვემზადებით, ნამდვილად მოგატყუებთ.

დღეს ჩვენი ფიქრები ტურინულ დერბის დასტრიალებს და ჩვენი უმთავრესი მიზანიც კონკრეტულად ამ პაექრობის მოგებაა.

თანაც, არა მგონია, ნეაპოლელებმა ქულები დაკარგონ, რადგან მათ თითქმის უმოტივაციო "პესკარასთან" უწევთ დაპირისპირება. მოკლედ, ჩვენ მხოლოდ "ტორინოსთან" მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".

კვადვო ასამოა: "ქალაქში განსხვავებული ატმოსფეროა, მაგრამ არა იმიტომ, რომ სკუდეტოს მოგებასთან ახლოს ვართ; უბრალოდ, წინ ტურინული დერბია. ყველა ამ თამაშზე ლაპარაკობს და ეს საბრძოლო განწყობას გვმატებს.

ვეცდებით, გავიმარჯვოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ ჩვენი ქომაგები. "ტორინო" ძლიერი გუნდია და ეს "ფიორენტინასთან" შეხვედრაშიც დაამტკიცა. ფლორენციულმა მატჩმა ნათლად დაგვანახვა, რომ "გრანატასთან" მოდუნება ერთი წუთითაც არ შეიძლება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა