თანადგომა გაჭირვებულებს და დაუნდობელი ბრძოლა გარიგებული თამაშების წინააღმდეგ
26 აპრილს ესპანეთის პროფესიულ საფეხბურთო ლიგას ახალი პრეზიდენტი ხავიერ ტებასი ჩაუდგება სათავეში.

"მარკას" ცნობით, მას უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ რას გააკეთებს პირველად ახალ, საპასუხისმგებლო პოსტზე: ტებასი, პირველ რიგში, სატელევიზიო კონტრაქტებიდან მიღებული შემოსავლების გადანაწილების წესის შეცვლას გეგმავს.

ლიგის ხელმძღვანელობა ერთი მხრივ "რეალსა" და "ბარსელონას", მეორე მხრივ კი ყველა დანარჩენს შორის არსებული ფინანსური უფსკრულის შემცირებას გეგმავს.

მოსალოდნელია, რომ გრანდებს წელიწადში 175 მილიონი დარჩებათ (როგორც ეს დღეს ხდება), ნაკლებად პოპულარული და ტრანსლირებადი გუნდების შემოსავალი კი 35 მილიონამდე გაიზრდება.

ეს შესაძლებელი გახდება, თუკი ლიგა მაუწყებლებთან 1 მილიარდ ევროდ შეფასებული 3-წლიანი კონტრაქტის დადებას მოახერხებს.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ლაპარაკი არ არის "რეალისა" და "ბარსასთვის" შემოსავლების დაკლებაზე.

პრიმერას გუნდებს შორის შემოსავალში სხვაობა იმის წყალობით შემცირდება, რომ თამაშების ჩვენებების უფლებაზე მინიმალური გადასახდელი თანხა გაიზრდება.

ამას გარდა, ტებასმა ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ლიგისთვის პრიორიტეტულ ამოცანებზეც ილაპარაკა:

"უმთავრესი პრობლემა გარიგებული მატჩებია. თუკი ჩვენს ჩემპიონატში საეჭვო თამაშები იმართება, ეს ნიშნავს, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს.

აღნიშნულ თემაზე უკვე ველაპარაკე ფეხბურთელთა პროფკავშირებსა და კლუბების დირექტორებს.

არსებობს გარკვეული გარიგებები იმ გუნდებს შორის, რომელთაც გავარდნის საფრთხე ემუქრებათ. ეს ერთეული შემთხვევებია, მაგრამ მაინც მიუღებელია.

ჩვენ ბოლომდე უნდა გავერკვეთ ამ სისტემაში და მას ბოლო მოვუღოთ. იმისთვის, რომ პროგრესის გზას დავადგეთ, მსგავსი მოვლენები უნდა აღმოიფხვრას.

კლუბების წარმომადგენლებს ეს ყველაფერი ესმით და გვერდში მიდგანან. არ ვაპირებ, ვინმეს შუბლზე იარაღი დავადო და ისე ვაიძულო ამ საქმეში ჩვენთან თანამშრომლობა, მაგრამ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მივიღებთ, სათანადო რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნებათ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა