თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პლატინის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდნენ
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პლატინის საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი დახვდნენ.

როგორც აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას პლატინიმ აღნიშნა, თბილისში დაგეგმილი ტურნირი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"მე დეტალური ინფორმაცია მაქვს მთელ მოსამზადებელ ეტაპზე. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ თავი ყველაფერს კარგად გაართვა.

ეს გამოცდილება გამოგადგებათ 2015 წლის "სუპერთასის" ფინალის გასამართად", - აღნიშნა მიშელ პლატინიმ.

პლატინი სპორტის სასახლეში UEFA-ს ფუტსალის ოთხთა ფინალის გახსნას დაესწრება, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება.

ფუტსალის ოთხთა ფინალზე დასასწრებად, UEFA-ს პრეზიდენტის გარდა, თბილისში 20-ზე მეტი უმაღლესი რანგის სტუმარი ჩამოვა. მათ შორის იქნებიან უეფა-ს ვიცე-პრეზიდენტები, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები, კლუბების პრეზიდენტები.

ტურნირთან დაკავშირებით დიდია როგორც ქართული, ასევე უცხოური მედიის დაინტერესება. აკრედიტაცია ასზე მეტმა ჟურნალისტმა და ფოტოგრაფმა გაიარა.

ოთხთა ფინალის შეხვედრების ტრანსლაციებს "ეუროსპორტი" გადასცემს. გარდა ამისა, რეპორტაჟები იყიდეს რუსულმა და ესპანურმა ტელევიზიებმა. საქართველოდან ეს უფლება "საზოგადოებრივ მაუწყებელს" აქვს.

UEFA-ს ფუტსალის თასისთვის 26 და 28 აპრილს იბრძოლებს ოთხი გუნდი: ქართული "იბერია სტარი", "დინამო მოსკოვი", "ბარსელონა" და ყაზახური "ქაირათი".

ტურნირი 26 აპრილს, 18:00 საათზე, მასპინძელი "იბერია სტარის" და "დინამო მოსკოვის" მატჩით გაიხსნება; 20:30 საათზე "ბარსელონა"-"ქაირათის" შეხვედრა დაიწყება.

28 აპრილს, 18:00 საათზე, გაიმართება მატჩი მესამე ადგილისთვის, ხოლო 20:30 საათზე - ფინალი. ბილეთები სპორტის სასახლის სალაროებში იყიდება. დღიური ბილეთი 5 და 10 ლარი ღირს.

interpressnews.ge

ასევე იხილეთ:

ფუტსალის ოთხთა ფინალს თბილისში მიშელ პლატინი გახსნის

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა