30 წლის ქართველი თავდამსხმელის "ინტერ ტურკუ" ფინეთის ჩემპიონატში, ჯერჯერბით, არასახარბიელოდ ასპარეზობს
დოსიე

ირაკლი სირბილაძე

დაიბადა: 27.09.1982

კლუბი: ინტერ ტურკუ (ფინეთი)

ყოფილი კლუბები: ლოკომოტივი (თბილისი), ბალტიკა (რუსეთი), დინამო (ბათუმი), სიონი (ბოლნისი), ოლიმპი (რუსთავი), სპარტაკი (ცხინვალი), კაიაანი (ფინეთი), კოკოლანი (ფინეთი), იარო (ფინეთი)

ეროვნულ ნაკრებში: 1 მატჩი

ფინეთში სეზონი სულ ახლახან დაიწყო. ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი "ინტერ ტურკუ", ჯერჯერბით, არასახარბიელოდ ასპარეზობს - თასის გათამაშებას ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა, ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში კი დამარცხდა.

"ლელოსთან" ინტერვიუში "ინტერის" ქართველი თავდამსხმელი, შარშანდელი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფორვარდი, 30 წლის ირაკლი სირბილაძე ამის მიზეზებზე საუბრობს და საკუთარ გეგმებსაც გვიმხელს.

- ფინეთში სეზონიდან სეზონამდე რამდენიმეთვიანი პაუზაა ხოლმე. ამხელა შესვენებამ შენს სათამაშო ფორმაზე უარყოფითი გავლენა ხომ არ მოახდინა?

- გარკვეული პერიოდი ტრავმის გამო გამიცდა, ამას ხანგრძლივი შესვენება დაემატა და ბუნებრივია, სასურველ ფორმაში ჯერ არ ვარ. თუმცა რამდენიმე მხოლოდ ოფიციალური მატჩი მჭირდება იმისთვის, რომ ძველი კონდიციები აღვიდგინო

- რამ გამოიწვია "ინტერის" ასეთი სუსტი სტარტი?

- გუნდი ძირითადი შემადგენლობის არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, გაძლიერება კი შესაბამისი არ არის - დუბლშემადგენლობიდან დააწინაურეს ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ ამ დონეზე სათამაშოდ მზად არ არიან. ასე რომ, მეეჭვება, გუნდმა შარშანდელი შედეგების გამეორება შეძლოს, თუმცა ცდას არ დავაკლებთ.

- ზამთარში კლუბის შეცვლის სურვილი გქონდა...

- მართალია. სხვათა შორის, საინტერესო შემოთავაზებებიც მქონდა, მაგრამ "ინტერმა" არ გამიშვა. კლუბთან კონტრაქტი წლის ბოლომდე მაკავშირებს და შესაძლოა, ჩემი გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში ზაფხულში დადგეს.

- ხომ არ გაგვიმხელ, საიდან გქონდა მოწვევა?

- ამისგან ახლა თავს შევიკავებ. შესაძლოა, ეს ვარიანტები კვლავ აქტუალური გახდეს და ამის შესახებ შემდგომში ვისაუბროთ.

- "ინტერში" დარჩენის გამო მოტივაციის ნაკლებობას ხომ არ უჩივი?

- სიმართლე გითხრათ, არც უამისობაა. ძალიან მინდოდა, ძალები უფრო მაღალ დონეზე მომესინჯა, მაგრამ ეს არ გამოვიდა. ფინეთში ყველა შესაძლო ინდივიდუალური პრიზი მოვიგე და მზად ვიყავი, სხვა კლუბში მეთამაშა, ახლა კი იგივე წრეზე მეორედ მიწევს წასვლა, რისთვისაც განწყობა იოლი ნამდვილად არ არის.

შევეცდები, ამ სირთულესაც გავუმკლავდე და შარშანდელზე ნაკლებად შედეგიანად არ ვითამაშო.

- სხვა ფინურ კლუბში გადასვლა გამორიცხულია?

- გამორიცხულია, რადგან "ინტერი" ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, ტურკუ კი ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი.

- ხომ არ არის იმის ალბათობა, რომ "ინტერმა" ხანგრძლივი კონტრაქტი და სამომავლოდ კლუბში დასაქმების პერსპექტივა შემოგთავაზოს?

- შესაძლოა, ასეც მოხდეს. ჯერ ყველანაირად ვეცდები, უფრო ძლიერ ლიგაში მოვხვდე და თუ არ გამომივიდა, მზად ვარ, "ინტერს" ჩემი ბედი დიდი ხნით დავუკავშირო. რა თქმა უნდა, მომავალზეც ვფიქრობ და ერთ-ერთ საუკეთესო ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებისა და მუშაობის პერსპექტივა მართლაც მომხიბვლელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ირაკლი სირბილაძე: "ინტერიდან" წასვლის იმედი ჯერ კიდევ მაქვს

ირაკლი სირბილაძე: ქეცბაიას ინტერესი ყველა პირად ტიტულზე ძვირფასი იყო

ირაკლი სირბილაძე: სამწუხაროდ, ქართველებისთვის მსგავსი საქციელი დამახასიათებელია...

ირაკლი სირბილაძე ფინეთში საუკეთესოდ აღიარეს

gio
გიორგი გეთანხმები ყველანაიარად სად უნდა წახვიდე როდესაც შენს სამშობლოს სჭირდები თუ არ ეძებე ვერ იპოვი. უძებნელად სურთ პოვნა და აქ რომ ვერ ახერხებან სხვაგან გარბიან იმედი მაქვს ამ ყველაფერს ბოლო მოეღება
giorgi
რაც ერი ის ბერი,ჩვენი ფეხბურთელებიც როგორც საერთოდ ქართველობა მოდებულია მსოფლიოს,ოღონდ აქედან გააღწიონ და არ დაეძებენ სად ითამაშებენ,რას მიაღწევენ. თურქეთია თუ საბერძნეთი გერმანია თუ რუსეთი:მიზანი ერთია მშიერი არ მოკვდეს,სამშობლოში კი არავის ხელის განძრევა არ უნდა,ამიტომაცაა ბაზარში ქართული აღარაფერი დარჩა. ჩვენ თუ არ ვიშრომეთ მოვლენ გადამთიელები და აქ მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება.მერე ვიძახოთ იყიდება საქართველო უცხოელებზეო.
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა